ელზა პაპოშვილი
03.03.2020

ქობულეთში მომხდარ მკვლელობაზე დაკავებულს, აღკვეთი ღონისძიების სახით პატირობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მიიღო. გამოძიება არჩილ ცეცხლაძეს განზრახ მკლელობას ედავება. შემთხვევა სამი დღის წინ ქობულეთში ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მოხდა.

ბრალდებულის ადვოკატის მტკიცებით, გარდაცვლილი გიორგი ჯაბნიძე ნაჯახით თავს დაესხა ბრალდებულის სიძეს, არჩილ ცეცხლაძემ კი გასროლა თავდაცვის მიზნით განახორციელა. დაცვის მხარე კი გირაოს, 50 ათასი ლარის ოდენობით შეფარდებას ითხოვდა. 

დაცვის მხარეს ასევე პრეტენზია აქვს მუხლთან დაკავშირებით. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დაკავებულის ადვოკატი ითხოვს მუხლი კადაკვალიფიცირდეს და გამოძიება 113-ე მუხლით გაგრძელდეს, რაც მკვლელობას აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით გულისხმობს.

შემთხვევა ქობულეთში 27 თებერვალს მოხდა. რუსთაველის #122-ში ორ მამაკაცს შორის დაპირისპირებას  სანადირო თოფიდან გასროლა მოჰყვა და 30 წლამდე კაცი დაიჭრა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, საშუალო ასაკის მამაკაცებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა. სანადირო იარაღით დაჭრილია ერთ-ერთი მამაკაცი, რომელიც რეგიონალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ოპერაციის დროს გარდაიცვალა. საქმის არსებითი განხილვა 15 აპრილს 1 ის ნახევარზე ჩაინიშნა.

„ეს იყო აუცილებელი მოგერიება. ვითხოვთ მუხლის გადაკვალიფიცირებას. გარდაცვლილი ნაჯახით თავს დაესხა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის სიძეს. ცეცხლაძემ სულ სამჯერ გაისროლა, აქედან პირველი გამაფრთხილებელი იყო. მას რომ იარაღი არ ჰქონოდა, გარდაცვლილი ორივეს ნაჯახით დახოცავდა. ეს ვიდეოკადრებშიც კარგად ჩანს. ამ ინფორმაციას იქ მყოფი თვითმხილველებიც ადასტურებენ“, - განაცხადა თენგიზ კახიძემ.

ადგილორბივები კი „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ მოკლული მამაკაცი წარსულში ნასამართლევი იყო და ის მსჯვარს მკვლელობისთვის იხდიდა. ბრალდებულსა და მოკლულს შორის კი შელაპარაკება ფინანსურ საკითხთან დაკავშირებით მოხდა. 

როგორც ისინი ამბობენ, 3-მჯერ გასროლის ხმა გაიგონეს. გარეთ გამოსულებმა კი დაინახეს, რომ ახალგაზრდა  მამაკაცი გარბოდა და მას მეორე პირი იარაღით მოსდევდა.  ის ცდილობდა, რომ თავდამსხმელს გაქცეოდა, თუმცა მკვლელობაში ეჭვმიტანილმა პირმა კიდევ ერთი გასროლა განახორციელა, რა დროსაც მამაკაცი ადგილზე დაეცა და გაქცევა ვეღარ შეძლო. ამის შემდეგ კი თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა. 

დაჭრილი პირი საავადმყოფოში ოპერაციის დროს გარდაიცვალა. ის  საავადმყოფოში თვითმხილველებმა თავად გადაიყვანეს და სასაწრაფო სამედიცნო დახმარების ბრიგადას აღარ დაელოდნენ. რაც შეეხება მკვლელობის მოტივს, სავარაუდოდ, ამის მიზეზი წარსულში დაწყებული ფინანსური დავა უნდა ყოფილიყო, რომელიც მოგვიანებით გამწვავდა.

„ჯერ ჩხუბის ხმა გავიგეთ, შემდეგ კი სროლა მოჰყვა. გამოვედი გარეთ და საშინელება დავინახე - ახალაზრდა ბიჭი მორბოდა და მას უკან იარაღით მამაკაცი მოსდევდა. უკვე დაჭრილი იყო და სისხლი სდიოდა. ერთი ტყვია გზაში კიდევ დაადევნა. ამ ბიჭმა გამოქცევა ვეღარ შეძლო და გზაზე დაეცა. თავდამსხმელი კი  ავტომობილით თანხლებ პირთან ერთად გაიქცა. ამბობდნენ, რომ ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილმა ნაჯახით დაჭრა. 

„თავად მოკლული მუცელში იყო დაჭრილი. სასწრაფო სამედიცინო დახმარებას არც დაელოდნენ და ბიჭებმა უცბად მანქანაში ჩასვეს და საავადმყოფოში წაიყვანეს. გავიგეთ, რომ ოპერაციის დროს დაღუპულა. ძალიან სამწუხრო ამბავია. ასე დღისით-მზისით მკვლეობა და კაცის დევნა ქუჩაში არ  გამიგია. არ ვიცი რა საშინელება ხდება“, - აცხადებს „რეზონანსთან“ თვითმხილველი.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×