თამთა ჩაჩანიძე
04.03.2020

მსოფლიოში კორონავირუსის გამო საზოგადოება და მათ შორის პლიტიკოსებიც ერთმანეთს უკვე არატრადიციულად ესალმებიან, ამჯერად საქართველოს პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაზე მისული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დეპუტატებს მუშტის დარტყმით მიესალმა.

მისალმების აღმნიშვნელი ვიდეოები „მთავარმა არხმა" და „ტვ პირველმა" გაავრცელეს. ვიდეოებში ჩანს, რომ მმართველი გუნდის დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტს ხელი გაუწოდა, თუმცა ზურაბიშვილი მუშტის დარტყმით მიესალმა.

პარლამენტის თავმჯდომარესთან მისულმა პრეზიდენტმა მისალების იგივე ფორმა სცადა, თუმცა არჩილ თალაკვაძემ მას გაშლილი ხელი გაუწოდა.

„გარდიანი" წერს, რომ როდესაც ორშაბათს გამართულ შეხვედრაზე გერმანიის კანცლერმა შს მინისტრს მისასალმებლად ხელი გაუწოდა, მან ხელის ჩამორთმევაზე უარი განაცხადა. კორონავირუსამდე ამგვარი საქციელს ცუდ მანერებს მიაწერდნენ, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვი გაიზარდა, ანგელა მერკელმა გაიღიმა და განაცხადა, რომ მინისტრი სწორად მოიქცა.

კორონავირუსმა სოციალური ურთიერთობები შეცვალა, ეს განსაკუთრებით დასავლურ სამყაროში შეინიშნება, ხელის ჩამორმევა, ლოყაზე კოცნა, ჩახუტება, ვირუსის გავრცელების საფრთხის გამო უკვე მიზანშეწონილი აღარაა.

„გარდიანი" აღნიშნავს, რომ იტალიაში კორონავირუსის საკითხებში სპეციალურმა კომისარმა ანჯელო ბორელიმ აღნიშნა, რომ იტალიელების ექსპრესიულმა ბუნებამ შესაძლოა ვირუსის გავრცელებას ხელი შეუწყოს, ამიტომაც მოქალაქეებს მოუწოდა, რომ „თავი შეიკავონ".

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიე ვერანმა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდა, რომ ჩახუტებაზე და ერთმანეთის გადაკოცნაზე უარი თქვან.

ტანზანიის ჯანდაცვის სამინისტრო, კორონავირუსის გამო, მოქალაქეებს ხელის ჩამორთმევის ნაცვლად, ფეხით მისალმებას ურჩევს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი" ავრცელებს.

კორონავირუსის გამო, არაერთი ქვეყნის მთავრობამ მოქალაქეებს მოუწოდა,რომ ჩახუტების, კოცნისა და ხელის ჩამორთმევისგან თავი შეიკავონ.

რამდენიმე დღის წინ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მოსახლეობას მოუწოდა, რომ კორონავირუსისგან თავის დასაცავად შეხვედრის დროს ერთმანეთის გადაკოცნისგან თავი შეიკავონ.

გამყრელიძემ ასევე განაცხადა, რომ დაავადების გადატანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო ფულია და ე.წ. ქეშით ფული არ გამოიყენონ.

შეგახსენებთ, რომ დღეის მდომარეობით საქართველოში კორონავირუსის სულ სამი შემთხვევაა დაფიქსირებული, მსოფლიო მაშტაბით კი დაავადებათა კონტროლის მონაცემებით, 92 ათასი დადასტურებული შემთხვევაა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×