ელზა პაპოშვილი
04.03.2020

ოჯახური ძალადობის მორიგი  შემთხვევა - ქმარმა ცოლი ჭიათურაში ხალხის თვალწინ ქუჩაში სცემა და მოკვლით  ემუქრებოდა. ამ საზარელ ფაქტს კი მათი 5 წლის გოგონაც შეესწრო, რომლის წაყვანასაც მამაკაცი ცდილობდა, თუმცა ამის უფლება გამვლელებმა არ მისცეს. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ნასვამმა მამკაცმა ცოლს მუშტი თავში ურტყა, შემდეგ კი ყელის გამოჭრით  ემუქრებოდა. 

ქალის დახმარება მოქალაქეებმა შეძლეს და ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს. შოკურ მდგომარეობაში მყოფი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თვითმხილველები ყვებიან, რომ მამაკაცი მათაც ემუქრებოდათ და ამბობდა, რომ ყველას დახოცავდა. მათი თქმით, ქალი იმდენად იყო დაშინებული, რომ წინააღმდეგობასაც ვერ უწევდა. ამის ამსახველი კადრები კი ერთ-ერთმა მოქალაქემ გადაიღო და ინტერნეტით გაავრცელა. 

პოლიციამ კი მომხდარზე მყისიერი რეაგირება მოახდინა და ძალადობაში ბრალდებული ქმარი მალევე დააკავა. 

„დავინახეთ, რომ ქმარი ცოლს ურტყამდა. თან ამ ყველაფერს მათი არასრუწალოვანი შვილი უყურებდა. ჩემთან ერთად რამდენიმე ქლბატონი იყო და მათი დახმარებით ქალი ხელიდან გამოვტაცეთ. იმუქრებოდა, როგორც ცოლის მისამართით, ასევე ჩვენც გვეუბნებოდა, რომ დაგვხოცავდა. ბავშვი მე გამოვართვი და მაღაზიაში შევიყვანე, მისი გატაცება და წართმევა უნდოდა, მაგრამ ამის უფლება არ მივეცით. იძახდა, რომ დანას მოიტანდა და ცოლს ყელს გამოჭრიდა. რომ არა ჩვენ არ ვიცით სიტუაცია როგორ შეიძლება დასრულებულიყო. ქალბატონი ცუდად გახდა და ამბობდა, რომ შეიძლება უკან დაბრუნდეს და მომკლასო. მერე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოვიძახეთ. როგორც ჩანს ხშირად სცემს. ქუჩაში, რომ ასე უსწორდება სახლში რას უზამს წარმოდგენაც არ მინდა“, - აცახდებს ერთ-ერთი თვითმხილველი. 

კიდევ ერთი  ქალბატონი ამბობს, რომ ის მაღაზიაში იყო, როდესაც ყვირილის ხმა გაიგონა, გარეთ გამოსულს კი დაბლა წაქცეული ქალი დახვდა, რომელსაც ქმარი ურტყამდა. მივარდა და ქალის აყენება სცადა, თუმცა ამასობაში ქმარმა კიდევ დაარტყა. ქალი ეხვეწებოდა, რომ არ მოეკლა. 

„ქალმა მერე გონება დაკარგა და ხალხს დასახმარბლად დავუძახე. ძალიან ნასვამი იყო და ყველას გვემუქრებოდა.  ყველაზე მეტად 5 წლის გოგონა შემეცოდა, რომელიც  ამ ყველაფერს უყურებდა და ყვიროდა. შთაბეჭდილება დაგვჩა რომ ძალიან დაშინებული ჰყავდა. კაცი ამბობდა, რომ აქამდეც უნდა მომეკალი და ახლა ამ ამბავს გამოვასწორებო“, - აცახდებს კიდევ ერთი თვითმხილველი.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, 1988 წელს დაბადებული შ.ლ. დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს – 1987 წელს დაბადებულ მ.რ.-ს, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.   

 

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×