ელზა პაპოშვილი
06.03.2020

თბილისში, ნაფარეულის 1–ში ადგილობრივებმა გასროლის ხმა გაიგეს, როგორც თვითმხილველები ამბობენ, მიმავალი მანქანიდან უცხო პირებმა ხუთჯერ გაისროლეს. მათ ასევე  გინების ხმა გაიგონეს, თუმცა არის თუ არა ვინმე დაჭრილი ან დაშავებული, უცნობია. იქვე მდებარე კაფის თანამშრომლები „რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ მათ სროლის ხმაზე გარეთ გამოსვლის შეეშინდათ და მხოლოდ მაშინ გამოიხედეს, როდესაც სიტუაცია ჩაწყნარდა და პოლიცია მივიდა. 

მათ შთაბეჭდილება დარჩათ, რომ ავტომობილით ვიღაცას მისდევდნენ, რომელმაც თავს გაქცევით უშველა. მოახდინა თუ არა პოლიციამ იმ პირების იდენტიფიცირება ვინც ისროდა, ჯერ უცნობია. ადგილზე ტყვიის მასრებია ნაპოვნი. თვითმხილველები ამბობენ, რომ 5 გასროლა იყო. მათი აზრით, სიტუაცია კრიმინალურ გარჩევას ჰგავდა და არც ის არის გამორიცხული, რომ ვინმე დაიჭრა, თუმცა მან ტერიტორია დატოვა.  ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ და  ამოღებულია ვაზნები.

შსს-მ გამოძიება 236 მუხლის 3-4 ნაწილით მიმდინარეობას, რაც რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 

„კაფეში ვიყავით შიგნით და ასე ერთ ჯერზე მიყოლებით 5-მდე გასროლის ხმა გავიგონეთ. შემდეგ ავტომობილის ბორბლების ხმა, რომელმაც ტერიტორია დიდი სიჩქარით დატოვა. გარეთ  ვერ გამოვედით, რადგანაც შეგვეშინდა. ხოლო, როდესაც გამოვედით უკვე პოლიცია იყო მოსული. 

არის აქ კამერები გარშემო და ალბათ ნახავენ ვინ ისროდა ან ხომ არავინ არის დაშვებული. ჩვენ დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ თითქოს ვიღაცას მისდევდნენ და ესროდნენ. გინების და ყვირილის ხმა გავიგეთ. ვიღაცას ლანძღავდნენ. უფრო  კრიმინალური გარჩევას ჰგავდა. ვიღაცას მისდევდნენ, რომელიც გარბოდა“, - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი „რეზონანსთან“. 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×