თამთა ჩაჩანიძე
28.03.2020

კონიუნქტივიტი-თვალის ლორწოვანი გარსის ანთება შესაძლოა უკვეშე სწავლილ სიმპტომებთ ანერთად, რომლებიც საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილი, კორონავირუსის ინფექციის კიდევ ერთ-ერთი ნიშანი იყოს. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ისოფთალმოლოგიის აკადემიის ვებ-გვერდზ ეგამოქვეყნდა.

ამერიკელი ექიმები ჩინელი კოლეგების იმ მონაცემებს ეყრდნობიან, რომლის მიხედვით, ჩინეთში კოვიდ-19-ით დაინფიცირებულ ყოველ 30-ე პაციენტს კონიუნქტივიტის დიაგნოზიც დაუსვეს.

ამერიკის ოფთალმოლოგიის აკადემია აღნიშნავს, რომ ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებიდან ათასზე მეტს თვალის ლორწოვანი გარსის ანთება დაუფიქსირდა.

ამასთან, სპეციალისტები მიუთითებენ, რომ მხოლოდ კონიუნქტივიტი ავტომატურად არ ნიშნავს კორონავირუსით ინფიცირებას და როგორც წესი, კონიუნქტივიტთან ერთად ინფიცირებულ პაციენტებს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სხვა ერთი სიმპტომი მანიც უნდა ჰქონდეთ - ხველა, ქოშინი ანცხელება.

ყოველივე აქედან გამომდინარე, ამერიკელი სპეციალისტები ოფთალმოლოგებს მკურნალობის შეწყვეტის რეკომენდაციას აძლევენ, რადგანაც მათი პაციენტი შესაძლოა პოტენციურად კოვიდ-19-ით იყოს ინფიცირებული და ოფთალმოლოგის ჩარევამ შესაძლოა მისი მდგომარეობის დამძიმება გამოიწვიოს.

„კოვიდ-19 პანდემიისგამო, ყველა ოფთალმოლოგმა ნებისმიერი სახის მკურნალობა უნდა შეწყვიტოს, გადაუდებელი დახმარების გარდა."- ნათქვამია ამერიკის ოფთალმოლოგიის აკადემიის წევრების რეკომენდაციებში.

მანამდე კოვიდ-19-ს სიმპტომების შესახებ ცნობილი იყო, მხოლოდ ის, რომ ინფექციის ადრეულ ეტაპზე პაციენტებს ცხელება და მშრალი ხველა ჰქონდათ. ორიოდე კვირის წინ ჩინელმა ექიმებმა კიდევ ერთი სიმპტომის შესახებ გააკეთეს განცხადება. მათი ცნობით, ინფიცირებულებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ მათი ნაწილი ავადმყოფობის საწყის ეტაპზე განიცდიდა ანოსნიას - ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დროებით დაკარგვას.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×