თამთა ჩაჩანიძე
29.03.2020

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 700 ათასს უახლოვდება, ხოლო დაღუპულთა რაოდენობან 31 ათასს გადააჭარბა. ამის ფონზე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მზადდება სიმულაციური სცენარები და მუშავდება სხვადასხვა პროგნოზები, თუ რა ვითარება იქნება პანდემიის გავრცელების კუთხით 2020 წლის ბოლომდე.

ამ პროგნოზების უმრავლესობა დახურული მოხმარებისაა, თუმცა, მათში მოყვანილი მონაცემები მედიაშიც ჟონავს. ის სურათი კი, რომელიც ამ კვლევებიდან იხატება, არც ისე დამაიმედებელია.

ლონდონის იმპერიულ კოლეჯში შემუშავებული კომპიუტერული მოდელის თანახმად, თუ ქვეყნები პრევენციულ ზომებს არ მიიღებენ, ანუ ეპიდემიის გავრცელების ყველაზე უარესი სცენარის შემთხვევაში, კორონავირუსის შედეგად მარტო 2020 წელს 7 მილიარდი ადამიანის დაინფიცირდება და მათგან 40 მილიონი დაიღუპება.

ამავე მოდელის თანახმად, თუ სოციალურ კონტაქტებს ხანდაზმული ადამიანების 60% -ით შევამცირებთ, ხოლო დანარჩენ მოსახლეობაში - 40% -ით, მაშინ ეს მაჩვენებლები განახევრდება.

მკაცრი საკარანტინო ზომების გამოყენების შემთხვევაში, თუკი ქვეყნები კოორდინირებულად იმოქმედებენ და თავისი მოქალაქეებისათვის ერთნაირად მკაცრ წესებს შემოიღებენ, მაშინ მოხერხდება სიკვდილიანობის მაჩვენებლის მინიმალურ ნიშნულზე შენარჩუნება - კვირაში საშუალოდ 0.2 შემთხვევა ყოველ 100 000 მოსახლეზე. ეს მოვლენათა განვითარების ყველაზე ოპტიმისტური სცენარია და ასეთ შემთხვევაში კორონავირუსს 2020 წეს 1.3 მილიონი ადამიანი შეეწირება.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×