ია აბულაშვილი
01.04.2020

„რასაც ჩვენი ექიმები აკეთებენ, ასეთი რამე არასად მინახავს, მართლაც რომ გმირობის ტოლფასია. ცოტა სინდისი ხომ უნდა გქონდეს, რომ ამ დროში ასე არ მოიქცე, გული არ ატკინო იმ ხალხს, ვინც 24 საათი თავდაუზოგავად, საკუთარი სიცოცხლის ფასად შენს გადასარჩენად იბრძვის. პირადად მე ჩვენ ექიმებს მუხლებზე დავუდგები და ფეხებს დავუკოცნი" - ასე ეხმაურება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე ახალი კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილ ვითარებას.

"ყველა ვხედავთ რა უბედურება ტრიალებს მსოფლიოში. ჩვენზე ძლიერი ქვეყნები ამბობენ, რომ ამ ახალი ვირუსით 30 მილიონი კაცი გაწყდებაო. ოპოზიცია ხარ თუ ვიღაცა, გამოდიხარ და კიდევ რაღაცეებს ლაპარაკობ; თუ რაიმე უკეთესი იცი, მოდი და შემოგვთავაზე. ვინმეს თუ ჰგონია, რომ ჩვენი ქვეყანა მდიდარია, მაშინ ის საგიჟეთში უნდა წაიყვანო. ერთი პატარა, ღარიბი ქვეყანა ვართ და ნახეთ რას აკეთებს მთავრობა და ჩვენი ექიმები.

ამ მთავრობაში გულშემატკივარი ნამდვილად არ მყავს, გივი სიხარულიძე რომ უყვარდეს, მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა, რაც შეუძლიათ ყველაფერს აკეთებენ. გამყრელიძეზე, პაატა იმნაძეზე და ყველა იმ ექიმზე, ვისაც მთელი ქვეყანა ტაშს უკრავს, გამოდიხარ და რაღაცეებს ამბობ, ცოტა სინდისი ხომ უნდა გქონდეს?! გამყრელიძე შევარდნაძის დროინდელი მინისტრიაო. შევარდნაძის კი არა, გინდა ბაბუაჩემი მიტროფანეს დროინდელი მინისტრი იყოს, მე ამ კაცს კარგად ვიცნობ და მართლაც პროფესიონალია; მაგრამ ამ ოპოზიციას რა უნდა იცით, რომ ეგენი წყობიდან გამოიყვანონ. ღმერთი აღარ წამთ მაგ შობელძაღლებს, შეიძლება ხალხი გამოაქლიავო, მაგრამ ღმერთს ხომ ვერ მოატყუებ. ამ განსაცდელის დროს ასე რომ მოიქცევი, მაგრად დაისჯები. პირადად მე ჩვენ ექიმებს მუხლებზე დავუდგები და ფეხებს დავუკოცნი.

ნათელაშვილი სიტყვით რომ გამოდის, ივანიშვილმა ხალხს ფული დაუროგოსო, თვითონ დაურიგოს ფულები, ცოტა აქვს თუ რა? მაგრამ რა უნდა იწამო იმ კაცის, სააკაშვილს ხმებს რომ მიყიდის?! ისე, ერთი გამრთობი კი უნდა ქვყანას. ბიძინას ნამდვილად გულზე არ ვეხატები, მაგრამ მისი მაინც მადლიერი ვარ, ბევრ რამეს უკეთებს ჩემს ქვყანას. ახლაც რიცხავს ფულს, მაგრამ თვითონ არ ჩანს. იმ ხეების გადატანა მერეც შეიძლება. ვიცი, რომ ეს ხეები ცალცალკე არც არაფერს წარმოადგენს, ერთად კარგი პარკი გაშენდება და ისევ ქვეყანას დარჩება, მაგრამ ახლა უნდა გამოჩნდეს და ხალხი გაამხნევოს," - განაცხადა "რეზონანსთან" გივი სიხარულიძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×