თამარ შუკვანი
02.04.2020

ახალი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, მსოფლიოს კარდინალურად შეცვლილს ვიხილავთ და ის აღარ იქნება ისეთი, როგორიც ამ მოვლენამდე იყო. გამოითქვა მოსაზრება, რომ მსოფლიო უფრო გლობალური, ხოლო ადამიანებს შორის ურთიერთობა უფრო ინტენსიური გახდება.

ამასთან, დიდი გარდატეხაა მოსალოდნელი მსხვილი ორგანიზაციების ინტერესების თვალსაზრისითაც. მაგალითად, ჯანდაცვის კუთხით უფრო მეტი დაფინანსება გაიცემა, ვიდრე შეიარაღებისთვის, რადგან ადამიანები მიხვდებიან, თუ რა არის უფრო ღირებული და რატომ.

ანალიტიკოს ნიკა ჩიტაძის თქმით, მართალია კორონავირუსი თავად უარყოფითი მოვლენაა, თუმცა, მომავალში მოსალოდნელია, უკეთესი ეკოლოგიური ვითარება მივიღოთ, თანაც პროცესი პრაქტიკულად დაწყებულია. ამას კი ხელი შეუწყო ავიამიმოსვლის შეზღუდვამ, ავტომანქანების რაოდენობის შემცირებამ და ნაკლებმა გამონაბოლქვმა.

„კორონავირუსის გამო მსოფლიოში ადამიანთა მსხვერპლი შეიძლება შემცირდეს. ვგულისხმობ შემდეგს: ყოველწლიურად ჰაერის დაბინძურების გამო მსოფლიოში იღუპება დაახლეობით 7 მილიონი ადამიანი. ეს არის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური მონაცემები. კორონავირუსის გამო შეიზღუდა საავიაციო მიმოსვლა, ასევე, ავტომობილზე მოთხოვნა შემცირდა, ამიტომაც ჰაერის დაბინძურება აშკარად შემცირებულია.

„დღეს უკვე უკეთესი ეკოლოგიური სურათი გვაქვს, თუმცა, სამწუხაროა, რომ 40 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული კორონავირუსის გამო. შესაძლებელია ეკოლოგიური ვითარების გამოსწორების გამო მკვეთრად შემცირდეს იმ ადამიანთა რიცხვი, რომელიც ჰაერის დაბინძურების შედეგად იღუპება.

"კორონავირუსზე უარესი შედეგი აქვს სეზონურ გრიპს. ამასთან, ავტოკატასტროფების რიცხვი შემცირდება იმის გამო, რომ სხვადასხვა ქვეყანაში შეზღუდულია ავტომანქანით გადაადგილება.

„ერთი მილიონ 700 ათასი ადამიანი იღუპება სიმსივნით და აქედან სიმსივნის მიზეზიც ჰაერის დაბინძურებაა. ამასთან ერთად, შეიძლება სიმსივნის დაღუპულთა მაჩვენებელიც შედარებით შემცირდეს. მსოფლიო შეიცვლება და ის გახდება უფრო გლობალური. გახდება ადამიანებს შორის ურთიერთობა - ინტენსიური.

„დღეს უკვე ბევრი ადამიანი იღებს იმის გამიცდილებას, როგორ დაეკონტაქტოს სხვა ადამიანს. შეიძლება ჩატარდეს სხვადასხვა კონფერენციები და ღონისძიებები ონლაინ რეჟიმში, რომელიც ხელს შეუწყობს უფრო სწარაფად მოხდეს სხვადასხვა აქტუალური თემების გახილვა," - აღნიშნა ჩიტაძემ.

ამასთან, გამოითქვა მოსაზრება, რომ კორონავირუსმა არა მხოლოდ დღევანდელი დღე შეცვალა, არამედ მომავალიც განსაზღვრა. ამიტომაც, მოსალოდნელია ისეთი დიდი, საერთაშორისო გაერთიანების გაქრობა, როგორიც არის ევროკავშირი, რადგან ესა თუ ის ქვეყანა თავისი ძალისხმევით ცდილობს, დამოუკიდებლად გაუმკლავდეს კორონავირუსს, რაც სერიოზული გარდატეხის მოლოდინს ქმნის.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძეს თქმით, მსგავსი მსხვილი გაერთიანებების გაქრობა მარტივი არ არის: „ბუნებრივია, ევროკავშირი იქნება შენარჩუნებული. კორონავირუსის გარდა არის ბევრი ფაქტორი, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებულ ქვეყნებს ერთამენთთან აკავშირებს.

„შეიძლება უფრო მეტი ყურადღება დაეთმოს ჯანდაცვის საკითხებს და ნაკლები ყურადღება შეიარაღებას. გამოიყოს თანხმები სხვადასხვა დაავადებასთან საბრძოლველად," - დასძინა ჩიტაძემ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×