ელზა პაპოშვილი
29.06.2020

სისხლიანი გარჩევა კახეთში - გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში სუფრაზე დაწყებული კონფლიქტი  მკვლელობით და დაჭრით დასრულდა. ადგილობრივები „რეზონანსთან“ ჰყვებიან რომ მოკლული შოთა მაზმიაშვილია, ხოლო დაჭრილი მისი ნათესავი  ანზორ მოსოსევია. 

მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა თანასოფლელმა და ასევე ნათესავმა  მიაყენა. ინციდენტი კი ჯერ სუფრასთან დაიწყო, სადაც ეჭვმიტანილი და დაზარალებულები ქეიფობდნენ. მათ შორის კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე  სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო, ხოლო ჩხუბი სოფლის ცენტრში მაღაზიის უკან მიმდებარედ გაგრძელდა. სწორედ ამ დროს, სავარაუდოდ, ბრალდებულმა თანასოფლელებს ჭრილობები მიაყენა. 

მათივე ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა მოკლულს მუცლის, დაჭრილს კი ყელის არეში აქვს. ის გურჯაანში, კლინიკა “ჯეოჰოსპიტალსის" რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

„მეგობრები ერთად ქეიფობდნენ მოსესოვის სახლში. ჯერ სიტყვიერი შელაპარაკება სუფრასთან მოსვლიათ, შემდეგ კი მაღაზიაში გასულან. ჩხუბი აქ გაგრძელებულა და სწორედ ამ დროს მოხდა სროლა.  ღამე გვიანი იყო და ზუსტად რაზე დაიწყეს კოფლიქტი არავინ არ იცის. ხალხი მხოლოდ სროლის ხმაზე მივიდა და უკვე დასისხლიანებული მეგობრები დახვდათ.

“ერთს ჭრილობა მუცელში ჰქონდა მიყენებული, მეორეს კი ყელის არეში. დამნაშავე კი ადგილიდან იყო გაქცეული. ეს ბიჭიც ჩვენი სოფლელია. მოკლული სოფელ ახაშენში მცხოვრები შოთა მაზმიშვილია და ის დაჭრილის ნათესავი იყო, რომელიც სოფელში მასთან სტუმრად იმყოფებოდა. 

“როგორც ამბობენ, ბრალდებულს სწორედ კონფლიქტი სტუმართან უნდა მოსვლოდა. როგორც გავიგე, სამივე ნათესავები არიან. კონფლიქტის დროს  მაზნიაშვილს მოსესოვი გამოესარჩლა და ორივეს ესროლა. რაზე იჩხუბეს და რატომ,  მიზეზი უცნობია. სამივე ნასვამები ყოფილან. ეს ბიჭი ადგილზეევე დაიღუპა და ის დაჭრილი  გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანეს“,-უყვება „რეზონანსს“ ადგილობრივი მცხოვრები თემურ ჩიტაშვილი. 

დაღუპულისა და დაჭრილის ოჯახის წევრები საქმესთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.  მკვლელი, სავარაუდოდ, ჯერ დაკავებული არ არის, ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და სამართალდამცავები მას ამჟამად ეძებენ. საქმე ორი მუხლითაა აღძრული, განზრახ მკვლელობა და განზრად მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში. 

მკვლელობის ადგილზე კრიმინალისტები თითქმის გათენებამდე მუშაობდნენ. 

ექიმების თქმით, დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაციაც.

"ჭრილობა იყო გამჭოლი კისრის არეში. დაზიანებული იყო მარჯვენა პლევრის ღრუ და მაგისტრალური სისხლძარღვები. პაციენტის მდგომარეობა ამჯერად მძიმეა, მაგრამ სტაბილური. უგრძელდება ინტენსიური მკურნალობა,"- აცხადებს ექიმი. 

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×