ელზა პაპოშვილი
01.07.2020

სასტიკი მკვლელობა გორში-საკუთარ საცხოვრებელ სახლში 44 წლის პოლიციელი დავით სვიანაძე მისივე მდგმურმა მოკლა. თურქეთის მოქალაქე, რომელიც პოლიცელის სახლში ცხოვრობდა, მას მძინარე მდგომარეობაში თავს დაესხა და, გამოძიების ინფორმაციით, ცივი იარაღით ყელის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ის სახლიდან გაიქცა, თუმცა პოლიციამ მისი დაკავება ცხელ კვალზევე შეძლო. მეზობლები აცხადებენ, რომ მათ ამბის შესახებ ცოლის განწირული კივილის შემდეგ  გაიგეს. 

სახლში შესულებს კი მძიმე სურათი დახვდათ. ახალგაზრდა პოლიციელი დაჭრილი აივანზე საწოლში იწვა და მძიმე მდგომარეობაში იყო. მათ ცოლისგან გაიგეს, რომ სვიანაძე მისავე მდგმურმა დაჭრა. პოლიციელი საავადმყოფოში გაიდაიყვანეს, თუმცა, მედიკოსების ინფორმაციით, მას ჭრილობა საძილე არტერიასთან ჰქონდა მიყენებული და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.  

როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, მოკლულ დავით სვიანაძესთან ორი თურქეთის მოქალაქე ცხოვრობდა, რომლებიც "ჯეო სოლუშენ კომპანიში" მუშაობდნენ. კომპანიას თურქი მეწილე ჰყავს და 30 წლის მამაკაცი სამუშაოდ სწორედ მას ჰყავდა ჩამოყვანილი. რა პოზიციაზე მუშაობდა პოლიციელის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, უცნობია. 

შემთხვევის ადგილი, ბერუაშვილის ქუჩა, კი ისევ პოლიციის ლენტით არის გადაკეტილი და საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება. პოლიციელის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან სახლში გადაასვენეს. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.  

რა გახდა გორში 44 წლის პოლიციელის მკვლელობის მიზეზი, მეზობლებმა არ იციან. თუმცა თავის ეჭვებს გამოთქვამენ და არ გამორიცხავენ, რომ პოლიციელმა ისეთი რამ შეამჩნია მდგმურებს, რომელზეც მას გარკვეული სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა. ან შეეშინდათ, რომ სახლის პატრონი მათ პოლიციაში დაიბარებდა. 

„ენით აუღწერელი პატიოსანი ბიჭი და პატიოსანი პოლიციელი. მასზე ცუდი არავის არ შეგვიძლია რომ ვთქვათ. რა მოხდა სახლის პატრონს და მდგმურებს შორის ზუსტად არავინ არაფერი იცის. არ არის გამორიცხული, რომ რაღაც საეჭვო შეამჩნია, ამათ კიდევ მისი ჩუმად თავიდან მოშორება უნდოდათ, მაგრამ ვერ მოასწრეს. ცოლ-შვილმა გაიგო და დაინახეს, დამნაშევ როგორ გარბოდა. საოცრად ძლიერი ბიჭი იყო ფიზიკურად. გარეთ აივანზე სძინებია და კაცს ლაჩრულად მძინარეს მიეპარა. ყელში დანა დაურტყა. საძილე არტერიაში მოხვდა და ადგილზევე სისხლით დაიცალა. ჩვენ მეზობლებმა მისი ცოლის ყვირილის ხმა გავიგონეთ, დათო მომიკლესო. სახლში შესულებს კი უმძიმესი სურათი დაგვხვდა. ასეთი სისასტიკე როგორ გაგონილა, ანგელიზოვით ბიჭი იყო.

რამდენიმე ხანია ეს ბიჭები აქ ცხოვრობენ. სადღაც კომპანიაში მუშაობდნენ. ქღალდის ფაბრიკა ყოფილა, რომლის მეწილე თურქი ბიზნესმენია. ჩანთებით მიდიოდნენ და მოდიოდნენ, არ ვიცით, იპარავდნენ რამეს თუ რას მამაძაღლობდნენ, შესაძლოა სწორედ ამის გამოც შელაპარაკდდნენ. ამათმა კიდევ შური ჩაიდეს. იფიქრეს პოლიციელია და ჩვენზე რამის გარკვევა არ დაიწყოსო. ესაა ჯერ ვერსია რაზეც შეიძლება ვიფიქროთ“,-ამბობს მოკლული პოლიციელის მეზობელი „რეზონანსთან“

მომხდარის შესახებ ვერ საუბრობენ ვერც „ჯეო სოლუშენ კომპანიში“ სადაც სავარაუდო დამნაშავე მუშაობდა. 

დავით სვიანაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 30 წლის თურქეთის მოქალაქე დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრო მკვლელობის მოტივზე არაფერს ამბობს. დაკავებული უკვე წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. 

შსს-ში აცხადებენ, რომ პოლიციის თანამშრომლის მკვლელობის ფაქტზე უცხოეთის მოქალაქე, 1989 წელს დაბადებული ჰ.დ. გორში, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 7-იდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ბინას ქირაობდა 1978 წელს დაბადებული დ.ს.-სგან, მისსავე საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა დ.ს.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მოკლული პოლიციელი  ერედვის რაიონული სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად მუშაობდა. შსს თანამშრომლის დაღუპვასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს დაღუპულის ოჯახს და ახლობლებს.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (5)
ჩაწერა სახელი
123   (02.07.2020)
magis turki jihi deda movtkan

ვიღაცა   (02.07.2020)
7-დან 15 მდე. მიუსჯიან 7 წელს. 1 წლის შემდეგ გადასცემენ თურქეთს და მორჩა.ისინი იმავე დღეს გაუშვებენ. ეს არის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში-სამუდამო უნდა მიუსაჯო. თურქეთში ადგილზე მოკლავდნენ წამებით.

1234   (02.07.2020)
თუ რელიგიური სიძულვილი იყო, სამუდამო პატიმრობა უნდა მიესაჯოს.

გალელი   (01.07.2020)
გამიზნულად როდესაც კლავს ადამიანს მას 20 წელი მაინც უნდა მისცეთ. ეს შემთხვევით მომხდარი ხომ არ არის,ამითომ მეტი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს

დათუნია   (01.07.2020)
7 დან 15 წლამდე რა არის მკვლელობაზე? იმიტომ ხომ არაა ამდენი მკვლელობა რომ ხდება?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×