თეა ბეჟიტაშვილი
28.03.2015

 ინფარქტი, ინსულტი, სტენოკარდია, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია - ეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების არასრული ჩამონათვალია. მსოფლიოში ყოველ წელს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების შედეგად 12 მილიონი ადამიანი იღუპება. აღნიშნული დაავადებები საქართველოშიც ძალიან ხშირია.

თაია არდოტელი
27.03.2015

 "მაწანწალა ძაღლების სიმრავლე უფრო საღამოს და ღამის საათებში შეინიშნება, მაშინ როდესაც ქუჩაშიც ცოტა ხალხი დადის და მშველელადაც ვერავის მოუხმობ. შენ კი ამ დროს იმის შიშით გიწევს გადაადგილება, რომელიმე ქუჩის ძაღლი არ აგედევნოს და არ დაგკბინოს", - ბოლო პერიოდში დედაქალაქში ძაღლების მომრავლებისა და ქუჩებში მათი თავისუფლად მოძრაობის ფაქტებით შეწუხებული მოქალაქეები თბილისის მერიისგან შესაბამის რეაგირებას და მათი უსაფრთხოების დაცვას ითხოვენ.

ელზა პაპოშვილი
27.03.2015

 2015 წლის 17 ივნისიდან საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის - მომხმარებლის ინფორმირებულობა და სათანადო მომზადება ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.

მარი ჩიტაია
26.03.2015

სარემონტო სამუშაოებისთვის საგაზაფხულო სეზონი წარუმატებლად დაიწყო. შარშანდელთან შედარებით, წელს მოსახლეობა პასიურია. გარდა იმისა, რომ მასალა გაძვირდა, მომხმარებლისთვის ხელისშემშლელი აღმოჩნდა არასტაბილური ეკონომიკური გარემოც. სავალუტო კრიზისმა ამ მხრივ ძალიან უარყოფითად იმოქმედა.

ელზა წიკლაური
25.03.2015

 "სილქნეტის" შემდეგ ინტერნეტმომსახურების ტარიფს "კავკასუს ონლაინიც" ზრდის და თანაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე მეორედ. "სილქნეტმა" გაძვირების მიზეზად სიჩქარის ზრდა დაასახელა. იგივე მიზეზი აქვს "კავკასუს ონლაინის" მიერ მომსახურების გაძვირებისკენ გადადგმულ ნაბიჯს. კომპანიაში იმასაც ამბობენ, რომ ტარიფი საქართველოში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის გამო გაზარდეს.

თაია არდოტელი
23.03.2015

 გაზაფხულის დადგომასთან ერთად მოსახლეობისთვის აქტუალური გახდა დასასვენებელი ადგილების, ბაღ-სკვერების მდგომარეობა.

თაია არდოტელი
23.03.2015

 დამტვრეული სკამები, ერთ დროს მოქმედი საქანელებისგან დარჩენილი რკინის კონსტრუქციები, ფაქტობრივად ფუნქციადაკარგული სკვერი - ეს არის პრობლემა, რომელზეც მეტროს სადგურ "ნაძალადევის" მიმდებარედ მცხოვრები ადამიანები "მთელ კვირასთან" საუბრობენ.

თაია არდოტელი
23.03.2015

 დაზიანებული გზის საფარი - პრობლემა, რომელიც მუდმივად აქტუალურია დედაქალაქში და არა მარტო. ეს, გარდა იმისა, რომ მოახლეობას პრობლემებს უქმნის, მათთვის გამაღიზიანებელიცაა, რადგან წლების განმავლობაში, მუდმივად აქცენტი სწორედ გზების შეკეთებასა და ამაში დახარჯულ თანხებზე კეთდება.

თეა ბეჟიტაშვილი
21.03.2015

 ვარჯიში ჯანსაღი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ნებისმიერი ექიმი, დიეტოლოგი თუ ფიტნეს ინსტრუქტორი დიეტის დაცვის გარდა ფორმაში ჩასადგომად და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესის დასაცავად, ყოველთვის ვარჯიშს გვირჩევენ.

მარიამ აფციაური
20.03.2015

სამოქალაქო ჩართულობის ცენტრმა პარლამენტს "შრომის კოდექსში" ცვლილების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო წინადადებით მიმართა, სადაც ნათქვამია, რომ სტაჟირება სტაჟიორებს სამუშაო გამოცდილებად უნდა ჩაეთვალოთ. რესპონდენტების ნაწილი თვლის, რომ ამ ინიციატივის ამოქმედება ვითარებას მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე დაალაგებს, რეალურად კი არაფერს შეცვლის.

თეა ბეჟიტაშვილი
20.03.2015

 ახალი ავტობუსების შეძენა, საცობები, მოსაწესრიგებელი შუქნიშანი, ფეხით მოსიარულეთათვის გადასასვლელების გაკეთება, პარკირების სისტემის მოწესრიგება - ეს იმ პრობლემების ნაწილია, რაც "დემოკრატიული მოძრაობიდან" დედაქალაქის საკრებულოს წევრის, საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტის, შალვა ოგბაიძის თქმით, მერიის სატრანსპორტო სამსახურმა უახლოეს პერიოდში უნდა მოაგვაროს.

მარიამ აფციაური
19.03.2015

 ლარის გაუფასურება, საკვებ პროდუქტებზე, მედიკამენტებზე ფასის ზრდა, საბანკო კრედიტები, გაზრდილი გადასახადები, დამძიმებული ეკონომიკური მდგომარეობა მოსწავლეებსაც შეეხო. როგორც "რეზონანსის" მიერ ჩატარებულმა მცირე გამოკითხვამ აჩვენა, ძალიან ბევრი მშობელი კერძო სკოლაში ათასობით ლარის გადახდას ვერ ახერხებს. სწორედ ამიტომ ნაწილი იძულებულია ბავშვი საჯარო სკოლაში გადაიყვანოს.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×