სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა წიკლაური
    17.09.2013

    2014 წლის 1-ლი იანვრიდან, შესაძლოა, ავტომანქანის ტექდათვალიერების ვალდებულება ისევ აღდგენს, თუმცა კონკრეტული დეტალები ამ დრომდე უცნობია. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში ამბობენ, რომ კომისია ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს და გადაწყვეტილებაც მოგვიანებით გახდება ცნობილი. ექსპერტები და მძღოლების ერთი ნაწილი კი თვლის, რომ ავტოტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერება აუცილებლად უნდა აღდგენს, რადგან ამორტიზებული მანქანები, ერთი მხრივ, ადამიანის ჯანმრთელობას და მეორე მხრივ, ადამიანის სიცოცხლისთვის სახიფათოა.

    თამარ ურუშაძე
    14.09.2013

    ქართველი სპეციალისტების განცხადებით, მასაჟის სწორად შერჩევას და წარმართვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის. მასაჟის გაკეთება შეიძლება როგორც ხელით, რაც საკმაო ოსტატობას მოითხოვს, ასევე აპარატითაც. თუ მასაჟის დროს პაციენტი დისკომფორტს განიცდის, ეს იმას ნიშნავს, რომ მასაჟისტი ან აპარატი რაღაცას არასწორად აკეთებენ.

    ელზა წიკლაური
    13.09.2013

    მიკროსაფინანსო ორგანიზაციები საკრედიტო ბარათების გამოშვებისთვის ემზადებიან. უკვე ცნობილია, რომ მათი ერთი ნაწილი ბაზარზე ბარათებს დეკემბრიდან გამოიტანს. საკრედიტო ბარათზე განაცხადის გაკეთება ყველას შეეძლება, მაგრამ მისი გაცემა იმის მიხედვით მოხდება, თუ რამდენად გადახდისუნარიანია განმცხადებელი.

    ქეთი თოდუა
    12.09.2013

    საქართველოში ძალიან ბევრი ტრადიცია არსებობს, რომელთა ფესვებიც ღრმა წარსულში უნდა ვეძებოთ. ბევრ მათგანს დღემდე იცავენ და ცხოვრების წესის შემადგენელ ნაწილად წარმოუდგენიათ.

    მარიამ აფციაური
    11.09.2013

    თანამედროვეობამ ბევრი ცვლილება მოიტანა, მათ შორის, ყოფით რეალობაში. მაგალითად, ინტერნეტს დახმარებისთვის ისეთი საკითხისთვისაც კი მიმართავენ, როგორიცაა ბავშვისთვის სახელის შერჩევა. დღეს უკვე ახალგაზრდების აბსოლუტური უმრავლესობა შვილს სახელს ინტერნეტ საიტების დახმარებით არქმევს. როგორც გაირკვა, ამ საკითხის გამო ორი თაობა ერთმანეთისგან გამიჯნულია.

    ელზა წიკლაური
    10.09.2013

    პოლიეთილენის მილები, რომლებიც თბილისში ბუნებრივი აირის გაყვანილობისთვის გამოიყენება, სტანდარტებს არ შეესაბამება. სპეციალისტები ამბობენ, რომ მისი დამონტაჟებაც წესების დარღვევით ხდება, რამაც, შესაძლოა, ერთ დღეს მოსახლეობის დიდი ნაწილის სიცოცხლეც კი შეიწიროს. მეტიც, ამ მილების მწარმოებელი კომპანია საერთოდ არ აწარმოებს გაზის გასატარებელ მილებს და მას არც საერთაშორისო სერტიფიკატი გააჩნია.

    მარიამ აფციაური
    07.09.2013

    სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (საქართველოს იუსტიციის სამინისტროს) ოფიციალური მონაცემებით, ბოლო წლების განმავლობაში, გვარის შეცვლის ფაქტები გახშირდა. 2011 წელს მათი რიცხვი 2677-ს შეადგენდა, 2012-ში კი ეს ციფრი 3122-მდეა გაზრდილი. 2013 წელს გვარის შეცვლის უკვე 2805 შემთხვევა ფიქსირდება. გამოკითხულთა ნაწილისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს, ზოგი კი ამასთან დაკავშირებით, უარყოფით შეფასებებს აკეთებს.

    თამარ ურუშაძე
    07.09.2013

    ამერიკელი და ბრიტანელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა იმუნური სისტემის განსაკუთრებულმა აქტივობამ რომელიც ალერგიულ დაავადებას იწვევს, ორგანიზმი თავის ტვინის კიბოსგან დაიცვას.

    თათია ჩაფიჩაძე
    06.09.2013

    გუშინ კახეთში მშობიარე ქალბატონი გარდაიცვალა, რაც დედათა და ჩვილთა სიკვდილიანობის ზრდის ბოლოდროინდელი ტენდენციის კიდევ ერთი გამოვლინებაა. ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მოკვდავობის მაჩვენებლის შესამცირებლად სპეციალური ღონისძიებების გატარებას გეგმავენ.

    მარიამ აფციაური
    06.09.2013

    სწრაფი კვების ობიექტებს საზოგადოების უმეტესობა ეჭვის თვალით უყურებს. მიუხედავად ამისა, ისინი უარს მაინც არ ამბობენ და "მაკდონალდსისა" და საშაურმეების ხშირი სტუმრები არიან. ნაწილი ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ ასეთი საკვები ჯანმრთელობისთვის საზიანოა და შესაბამისადაც იქცევა. მათი განმარტებით, პროდუქტები, რომელიც "მაკდონალდსში" იყიდება, შეიცავს ქოლესტერინს, ხელოვნურ საღებავებსა და გენმოდიფიცირებულ ნედლეულს.

    ქეთი თოდუა
    04.09.2013

    ჩავარდნილი სეზონი, ცოტა დამსვენებელი, გაორმაგებული ფასები და ხურდაში დაბრუნებული საბჭოთა კაპიკები - მოკლედ, ასე შეიძლება დახასიათდეს წლევანდელი საზღვაო სეზონი.

    ელზა წიკლაური
    03.09.2013

     2013-14 წლის სასწავლო წელს როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლების მოსწავლეები სასკოლო სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებენ. წიგნების უფასოდ დარიგების შემთხვევაში ერთ ოჯახს, სადაც დაწყებით სკოლის ორი მოსწავლეა, დაახლოებით 200-250 ლარი დაეზოგება, ზედა კლასებში კი დაზოგილი თანხის მოცულობა, დაახლოებით, 300-350 ლარი იქნება.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved