სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო ფრანგიშვილი
    31.10.2013

    20-26 ოქტომბერს მსოფლიოში ტყვიის ელიმინაციის გლობალური ალიანსისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მხარდაჭერით ტყვიით მოშხამვის პრევენციის კვირეული ჩატარდა. ღონისძიებაში საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმაც მიიღო მონაწილეობა.

    მარი ჩიტაია
    29.10.2013

    ზამთრის მოახლოება, როგორც წესი, მოსახლეობის აქტიურობას გამათბობელი საშუალებების მიმართ მნიშვნელოვნად ზრდის. წლევანდელი სეზონი, როგორც ამ ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, გასული წლებისგან განსხვავებულია და გაყიდვების ზრდა უკვე ამ ეტაპზე შესამჩნევია. მკაცრი ზამთრის მოლოდინმა მოსახლეობა თადარიგისთვის წინასწარვე განაწყო.

    ანი ფაცია
    28.10.2013

     თემქის მეოთხე მიკრორაიონში ე.წ. "გამგეობის უბანში", გლდანი-ნაძალადევის ყოფილი გამგეობის შენობასთან ასფალტის ზედაპირი წლებია რაც დაზიანებულია. ეს სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილების პრობლემას უქმნის და ასევე ფეხით მოსიარულეებისთვისაც არაკომფორტულია, რადგან უამინდობის დროს ორმოებში წყალი დგება.

    ქეთი თოდუა
    26.10.2013

    ყოველდღიურად ყველა ადამიანს სხვადასხვა იდეა უჩნდება, მაგრამ ღირებული იდეების მოფიქრება არც ისე მარტივი საქმეა. იგი გარკვეულ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნაზე უნდა იყოს დამყარებული. სხვა შემთხვევაში, რთული სათქმელია, მოჰყვება თუ არა მის განხორციელებას რამე კონკრეტული დადებითი შედეგი.

    თამარ ურუშაძე
    26.10.2013

    სპეციალისტების განცხადებით, დღესდღეობით ძალიან გახშირდა ფსიქოტროპული მედიკამენტების თვითნებური ანუ ბოროტად გამოყენება, რაც იწვევს ტოქსიკომანიას და ხშირ შემთხვევაში სიკვდილს. მედიკამენტების ჩამონათვალში, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებს საზოგადოების გარკვეული ნაწილი, "ბაკლოსანი" ლიდერობს. ამის შესახებ უფრო დეტალურად ტოქსიკოლოგიური სამსახურის უფროსი სოსო კუტუბიძე და ტოქსიკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია ბეჟანიშვილი გვესაუბრებიან.

    იაგო ნაცვლიშვილი
    25.10.2013

    ბოლო ერთი წლის განმავლობაში საგრძნობლად იმატა ახალგაზრდებში ნარკოტიკული თრობის მიზნით სხვადასხვა მედიკამენტის მიღებამ. ისინი ასეთ აბებს დაშვებულის ნაცვლად გაზრდილი დოზით იღებენ, რის შედეგადაც ხშირად საავადმყოფოში ხვდებიან. თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს მონაცემებით, წინა წელთან შედარებით ასეთი პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 7-ჯერ არის გაზრდილი - მათ კვირაში 7-დან 10-მდე ასეთი პაციენტის მიღება უწევთ.

    მარიამ აფციაური
    25.10.2013

    ქართველი ქალების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ძლიერი სქესის წარმომადგენელი საყურით, პირსინგითა და შეღებილი თმით კარგავს ძლიერი სქესის სტატუსს და მათ თვალში სუსტ არსებად აღიქმება. მცირე გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ქალების აბსოლუტური უმეტესობა მამაკაცურ გარეგნობას ანიჭებს უპირატესობას.

    თათია ჩაფიჩაძე
    24.10.2013

    უნივერსიტეტების სტუდენტები ქართულენოვანი სამეცნიერო ლიტერატურის ნაკლებობაზე უკმაყოფილებას გამოთქვამენ და ამბობენ, რომ სასწავლო დაწესებულებები მათ შესაბამისი ლიტერატურით ვერ ამარაგებენ, რის გამოც სწავლის პროცესი მნიშვნელოვნად ფერხდება. მსგავს პრეტენზიას "რეზონანსთან" საუბრისას სხვადასხვა უნივერსიტეტების, სხვადასხვა სასწავლო პროგრამის სტუდენტები გამოთქვამენ.

    ნინო ფრანგიშვილი
    24.10.2013

    დანგრეული ოჯახები, სქესობრივი შეუთავსებლობა, ნაადრევი სქესობრივი ცხოვრება, ნაადრევი აბორტი, პარტნიორების ხშირი ცვლა, არატრადიციული ორიენტაციის მალვა - აი, იმ უმწვავეს პრობლემათა არასრული ნუსხა, რომელთა მოგვარებასაც ცდილობენ ჩვენში ადამიანები. სპეციალისტის რჩევით კი მხოლოდ მცირედი ნაწილი სარგებლობს, ისიც ჩუმად, გაუხმაურებლად, ჭორების თავიდან ასაცილებლად. რა სირთულეებს აწყდება საქართველოში ადამიანი, როდესაც საუბარია სექსუალურ დისფუნქციაზე, სქესობრივ აღზრდასა და მრავალ სხვა პრობლემაზე, ამის შესახებ "რეზონანსი" კლინიკა "ენმედიცის" სექსოლოგიურ კაბინეტში ექიმ-სექსოლოგს, საქართველოს სამედიცინო სექსოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტს, პროფესორ ზურაბ მარშანიას ესაუბრა.

    მაკა ხარაზიშვილი
    23.10.2013

    შრომის კოდექსში ქალთა უფლებებს ახლებურად დაიცავენ. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისას დასაქმებული ქალის თანხმობა სავალდებულო ხდება. გარკვეული კატეგორიისთვის ღამით მუშაობა უნდა შეიზღუდოს, მეძუძური ქალებისთვის კი დამატებითი შესვენება დაწესდება.

    მარიამ აფციაური
    23.10.2013

    არჩევნები მშვიდ გარემოში - ასეთ შეფასებას აკეთებს გამოკითხულთა უმეტესობა. 27 ოქტომბრისთვის მზადება დუნედ და ყოველგვარი კონფლიქტის, აქციებისა და ხმაურის გარეშე მიმდინარეობს. საზოგადოება პოლიტიკურ მოვლენებს თითქოს გაემიჯნა. ანალიტიკოს მაიკლ ჩეჩირეს განცხადებით, ეს ფაქტი დემოკრატიის განვითარების მანიშნებელია, რაც სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს არ იყო.

    მაკა ხარაზიშვილი
    22.10.2013

    გამორიცხული არ არის, მოსახლეობა შეშის გარეშე დარჩეს. მრავალწლიანი ლიცენზიებით აღჭურვილი კომპანიები, ადგილობრივებს, "საკუთარ ტყეებში", გადაყრილი შეშის გამოსატანადაც არ უშვებენ. სიცივისა და ყოფილი ჩინოვნიკების კომპანიებისგან აწიოკებული მოსახლეობა დახმარებას მთავრობისგან ელის.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×