სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარიამ აფციაური
    12.03.2014

    ახალგაზრდა თაობისთვის ქართული წეს-ჩვეულებები თანდათან უფასურდება. უმეტესობა ევროპისკენ მიილტვის და იქ დამკვიდრებულ სტერეოტიპებს ირგებს. გამოკითხულთა ნაწილისთვის, დაახლოებით 7%-თვის ეს მისაღებია. ბევრი კი დღემდე ქართული ტრადიციების, ჩვეულებების ერთგული რჩება.

    ელზა წიკლაური
    11.03.2014

    ბოლო 2 თვის განმავლობაში კომერციული ბანკების მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხის მოცულობა 6,5%-ით გაიზარდა, მოვალეთა რეესტრში ჩანაწერთა რიცხმაც უკვე 113 ათასს გადააჭარბა. ამასთან დაკავშირებით, "ბიზნეს-რეზონანსმა" მცირე გამოკითხვა ჩაატარა. კითხვაზე - გაქვთ თუ არა ამა თუ იმ სახის ვალი (სამომხმარებლო და იპოთეკური სესხი, განვადება, საკრედიტო ბარათი) - 100 გამოკითხულიდან 74-მა დადებითი პასუხი გასცა. დანარჩენ 26-ს ან საერთოდ არ აუღია ვალი, ან ფინანსური ვალდებულებები უკვე დაფარული აქვს.

    ელზა წიკლაური
    11.03.2014

    გაძვირებულმა პირველადი მოხმარების პროდუქტებმა, ცივმა ზამთარმა და მედიკამენტებზე მომატებულმა ფასმა მოსახლეობას ხარჯი ისევ გაუზარდა. თუკი ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჩვეულებრივი შინამეურნეობის დანახარჯი დაახლოებით 10-15%-ით შემცირდა, წლევანდელ ზამთარს ის ისევ ძველ ნიშნულს დაუბრუნდა.

    მაკა ხარაზიშვილი
    11.03.2014

    მოსახლეობა "დარიალჰესის", "ხუდონჰესის" და ამჯერად უკვე აჭარის ჰესების წინააღმდეგ დაირაზმა. "დარიალჰესის" საკითხი უკვე გადაწყვეტილია, "ხუდონჰესის" ბედი საერთოდ გაურკვეველია. აჭარის ჰესთან დაკავშირებითაც საპროტესტო ცეცხლის ჯერჯერობით მინელდა. მოსახლეობა ელოდება მთავრობა დაპირებებს ოფიციალურ დოკუმენტში თუ ასახავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტს გააგრძელებენ. ჰესების მშენებლობა კი მთავრობის სტრატეგიული მიმართულებაა და რამდენიმე ახალი ხელშეკრულა მოკლე ხანში გაფორმდება.

    მარიამ აფციაური
    08.03.2014

    საზოგადოების ნაწილი სამუშაო ადგილების შემცირებას უჩივის. ესენი არიან "კავკასუს ონლაინის", "ერემჯი გოლდის", "ზედაზენის", სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. როგორც "რეზონანსს" "კავკასუს ონლაინში" მომუშავე ტექნიკური ჯგუფის პერსონალმა განუცხადა, ახლო მომავალში 200 კაციდან 40-ის გაშვება იგეგმება. რეორგანიზაციაზე საუბრობენ თავად კომპანიაშიც.

    თამარ ურუშაძე
    08.03.2014

    სპეციალისტების განცხადებით, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა მთავარი მიზეზი იოდის დეფიციტი ან მისი სიჭარბეა. მამაკაცებში თირეოტოქსიკოზი საკმაოდ ხშირად იწვევს სქესობრივი ფუნქციის მოშლას. საერთოდ კი, ამით ქალები მამაკაცებთან შედარებით 8-10-ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან, ძირითადად 30-50 წლის ასაკში. ხოლო ბავშვებსა და ხანდაზმულებში იგი იშვიათად ვითარდება.

    მარიამ აფციაური
    05.03.2014

    მართვის მოწმობის აღება რთულდება. პრაქტიკულ გამოცდას კიდევ ერთი პუნქტი, ქალაქში ტარება დაემატება. მოსახლეობის ნაწილმა ეს ფაქტი დადებითად შეაფასა, ზოგი კი, პირიქით, დააფრთხო და გამოცდაზე გასვლა დააჩქარა. სხვათა შორის, მართვის მოწმობის გამოცდაზე გასვლის მსურველთა რაოდენობა ერთბაშად გაიზარდა.

    მარი ჩიტაია
    04.03.2014

    რეგიონებში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გამარტივების გამო, მისი მოხმარების მასშტაბებიც იზრდება. მიუხედავად ამისა, სოფლის მოსახლეობას კომპიუტერის შეძენის შესაძლებლობა არ აქვს და ასეთ კატეგორიას ინტერნეტი მობილური ოპერატორების საშუალებით მიეწოდება.

    თეა ბეჟიტაშვილი
    03.03.2014

     უკვე რამდენიმე დღეა, სამების საკათედრო ტაძარი და ტაძრის მიმდებარე ტერიტორია მომლოცველებითაა სავსე. დედაქალაქის გარდა, მოსახლეობა რაიონებიდანაც ჩამოდის, რათა ტაძარში შესვლა და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებთან მიახლოება შეძლონ.

    მარიამ აფციაური
    01.03.2014

    დღეს ქართველი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ეკლესიურად ცხოვრობს, ამას ადასტურებს თუნდაც წმინდანების მიმართ ხალხის დამოკიდებულება. მიუხედავად ამისა, ასტროლოგიური პროგნოზების პოპულარიზაცია შედეგს აღწევს და ადამიანებში გარკვეულ ინტერესს აღძრავს. "ეისითის" მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, დადგინდა, რომ თბილისის მოსახლეობის უმეტესობა, 54% ასე თუ ისე მსგავს ცრუ რწმენებს ენდობა და ითვალისწინებს.

    მარი ჩიტაია
    01.03.2014

    ავტომფლობელები დარღვევებისას ახალი წესებით დაჯარიმდებიან. აღსანიშნავია, რომ ჯარიმები გაზრდილია ისეთ დარღვევებზე, რომლის შემთხვევაც მეტია. ხოლო მაღალი რისკის მქონე ავტოსაგზაო შემთხვევებზე სანქციები შერბილდა.

    თამარ ურუშაძე
    01.03.2014

    ის შეიძლება ნებისმიერ ასაკში გამოვლინდეს, ზღვარი არ არსებობს, მათ შორის შესაძლოა ეს ჩვილ ბავშვებშიც მოხდეს, თუმცა, ფსორიაზი ბავშვთა ასაკში მაინც იშვიათობაა და დიაგნოზიც არ ისმება.


    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×