სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მარიამ აფციაური
    12.10.2013

     სოციალური სიდუხჭირის მიუხედავად, თბილისელების დიდი ნაწილი გადაადგილების საშუალებად ავტომობილსა და სამარშრუტო ტაქსს იყენებს. მუნიციპალური ტრანსპორტით კი მხოლოდ მოქალაქეთა მცირე კონტინგენტი სარგებლობს. ამაზე გამოკითხვა "რეზონანსმა", ინტერნეტ პორტალმა "საქმე.გე"- მ და "ამბები.გე"-მ ჩაატარეს.

    თათია ჩაფიჩაძე
    12.10.2013

    გაერო-ს ბავშვთა ფონდის, "იუნისეფის" მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 60% თვლის, რომ ოჯახში აღზრდის მკაცრი მეთოდების გამოყენება უფრო შედეგიანია, ვიდრე არაძალადობრივის. კვლევა "ბავშვთა მიმართ ძალადობა საქართველოში" ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო "უესაიდის" მხარდაჭერით საქართველოში პირველად ჩატარდა და ჯამში 3345 რესპონდენტი გამოიკითხა.

    მარი ჩიტაია
    12.10.2013

    სამედიცინო კურორტების დიდი ნაწილი წელსაც აუთვისებელია. დარგის განვითარებისთვის მთავრობის მზადყოფნა არ არის საკმარისი და ქვეყნის უზარმაზარი პოტენციალი გამოუყენებელი რჩება. დღეის მდგომარეობით, საქართველოში 103 კურორტი და 182 საკურორტო ზონაა. აქედან რეალურად მხოლოდ 20% მუშაობს, დანარჩენი გაპარტახებულია.

    თამარ ურუშაძე
    12.10.2013

    სპეციალისტების განცხადებით, ნევროზი საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა. თუმცა, ის არ შედის მძიმე დაავადებათა რიცხვში, რადგან მისი დროული მკურნალობა შედეგის მომცემია.

    მარიამ აფციაური
    11.10.2013

    სტუდენტები უნივერსიტეტებში წიგნის სიმცირის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ეს პროცესი წლების წინ დაიწყო და დღემდე გრძელდება. თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ამ საკითხზე მუშაობს. მათი განმარტებით, 2012 წელთან შედარებით, 2013-ში სახელმძღვანელოების შესაძენად ბიუჯეტში გამოყოფილი თანხა გაზრდილია.

    თათია ჩაფიჩაძე
    10.10.2013

    სტატისტიკის თანახმად, საქართველოში დაახლოებით 45 ათასი ნარკოდამოკიდებული მოქალაქე ცხოვრობს (იგულისხმება ნარკოტიკების მხოლოდ ინტრავენურად /ინექციურად/ რეგულარული მომხმარებლები). სპეციალისტები ამბობენ, რომ რეალურად საქართველოში მარიხუანას, "ბიოს" და სხვა შედარებით მსუბუქი ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელთა რაოდენობა ზემოთმოყვანილ რიცხვს რადენჯერმე აღემატება.

    ნინო ფრანგიშვილი
    10.10.2013

    29 სექტემბერს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გულის მსოფლიო დღე აღნიშნა. წელს ეს დღე გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პრევენციასა და კონტროლს მიეძღვნა, მთავარი აქცენტი კი ქალებსა და ბავშვებზე გაკეთდა.

    ქეთი თოდუა
    05.10.2013

    სამუშაო ადგილები საქართველოში დღემდე დიდ პრობლემად რჩება. ხელისუფლების ცვლილების და მრავალი დაპირების მიუხედავად, ამ მხრივ მდგომარეობა არ გამოსწორებულა. უკვე კარს მომდგარი საპრეზიდენტო არჩევნებისთვისაც მოქალაქეების დასაქმება ერთ-ერთი მთავარი დაპირებაა, მაგრამ რა შედეგს მივიღებთ, ამის წინასწარმეტყველება წარმოუდგენელია.

    თამარ ურუშაძე
    05.10.2013

    სპეციალისტების განცხადებით, დღეს საკმაოდ დიდია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ხშირად მიმართავენ სწრაფი კვების ობიექტებს, იღებენ ისეთ პროდუქტებს, რომლებიც საზიანოა ჯანმრთელობისთვის. უმეტეს შემთხვევაში ისინი ახალგაზრდები არიან - სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები, რომლებიც შესვენების პერიოდში უმალვე მიმართავენ სწრაფი კვების ობიექტებს. მათივე თქმით, ეს არის პროდუქტები, რომელთა ხშირი მოხმარება სხვადასხვა დაავადების გამომწვევ მიზეზად სახელდება მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ექიმთა მიერ.

    მარიამ აფციაური
    04.10.2013

    ერთ დროს სარფიანმა ბიზნესმა - ჯართისა და ბოთლების ჩაბარებამ - აქტუალობა დაკარგა. ადრე ამ საქმით ბევრი ადამიანი იყო დაკავებული, დღეს არსებულ სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა შემცირებულია. დაიკეტა ობიექტებიც. მიზეზად შავი ლითონისა და მინის ბოთლების დეფიციტი სახელდება.

    მარი ჩიტაია
    03.10.2013

     ხანდაზმულების მდგომარეობით, საქართველო საერთაშორისო რეიტინგში არცთუ ურიგო ადგილზეა. თუ გავითვალისწინებთ პენსიონერებზე ჯანდაცვის ხელმისაწვდომობასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის შეღავათს, წინ გადადგმული ნაბიჯი ნამდვილად არის. ეს ის პრიორიტეტებია, რომლებიც კვლევისას გაითვალისწინეს.

    მარიამ აფციაური
    02.10.2013

    ქვეყანაში სოციალური უთანასწორობა კვებაზეც აისახა. მცირე გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ბევრი ადამიანი ზომაზე მეტს მოიხმარს და ხშირად საჭმელს გადასყრელადაც იმეტებს. გაცილებით დიდია იმ გაჭირვებული მოქალაქეების რაოდენობა, რომელთაც პროდუქტის შეძენის საშუალება არ აქვთ. ზოგი შიმშილითაც იღუპება. გამოკითხულთა ნაწილმა ოთხმოციანი წლები გაიხსენა და დღევანდელ პერიოდს შეადარა.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×