მარი ჩიტაია
08.07.2014

თბილისში ბინის გირაოზე მოთხოვნამ მოიმატა, მაგრამ ყველგან დასაგირავებელი ფართის დეფიციტია. დედაქალაქის მასშტაბით, მომხმარებელს ბინის დაგირავებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა აქვს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ამ არასახარბიელო ტენდენციის დიდი ხნით შენარჩუნება უძრავი ქონების ბაზარს დიდ დარტყმას მიაყენებს.

თეა ბეჟიტაშვილი
07.07.2014

საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციამ პროდუქტების კვლევისას დააფიქსირა სურსათზე ქართული წარწერის არქონის შემთხვევები. როგორც "მთელ კვირას" მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძემ განუცხადა, ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც საქართველოში არსებობს, ეტიკეტირებაა, კერძოდ, საქართველოში შემოსულ ზოგიერთ პროდუქციას ქართული წარწერა არ აქვს.

მარიამ აფციაური
05.07.2014

საზოგადოების ნაწილი ძველ ნივთებს ერიდება. ისინი თვლიან, რომ მათ თან ახლავს უარყოფითი ენერგია, რამაც ადამიანზე, შესაძლოა, ცუდად იმოქმედოს. სწორედ ამიტომაც ასეთი კატეგორია უპირატესობას ახალ ნივთებს ანიჭებს. თუმცა, არიან განსხვავებული შეხედულების ადამიანები. ზოგიერთი რესპონდენტისთვის ძველი, მემკვიდრეობით ნაქონი ნივთი უფრო სასურველი აღმოჩნდა, რადგან ისინი მიიჩნევენ, რომ ძველი მეტად ფასობს.

თამარ ურუშაძე
05.07.2014

ქართველი სპეციალისტების განცხადებით, ქვეყანაში ძალიან დიდია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც ჭარბი წონა აწუხებთ. ქართველი ქალბატონები ჭარბი წონის დაძლევას ძირითადად ვიზუალური ეფექტის მისაღებად ცდილობენ, ხოლო მამაკაცები ჭარბი წონით გამოწვეული ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების დასაძლევად. დეტალურად ამ თემასთან დაკავშირებით გვესაუბრება ენდოკრინოლოგი ნინო გაბიძაშვილი.

მარი ჩიტაია
04.07.2014

სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ახალი მეთოდოლოგიით შეფასდება. კონკრეტულად რა მოდელი შეირჩევა და როგორი კრიტერიუმით შეაფასებენ ოჯახებს, ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის. ამ ეტაპზე ხელისუფლება სასურველი მექანიზმის შერჩევაზე მუშაობს.

მარიამ აფციაური
04.07.2014

შავი ზღვისპირეთში დამსვენებლთა აქტიურობას გაძვირება მოჰყვა. გამოკითხულთა ნაწილისთვის ამას არანაირი გავლენა არ მოუხდენია, ზოგი კი მნიშვნელოვნად დააზარალა. რესპონდენტები "რეზონანსსთან" ალტერნატიურ გზებზე საუბრობენ. ზოგი პრობლემის მოგვარებას დასვენების ხანგძლივობის შემცირებით, ნაწილი კი შედარებით იაფფასიანი კურორტით ჩანაცვლებით აპირებს.

მარი ჩიტაია
03.07.2014

 ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების პირველი შედეგი გლეხებმა უკვე იწვნიეს. ისინი ლაბორატორიული შემოწმების გარეშე ყველის გაყიდვას ვერ შეძლებენ. როგორც სოფლის მკვიდრთათვის, ასევე ამ ბიზნესით დაკავებული ადამიანებისთვის, ეს პრობლემად იქცევა.

მარიამ აფციაური
03.07.2014

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გამართულ საავიაციო ფორუმში კწგეუთ თშდლ კწფვ 2014-ში მონაწილეობას 50-ზე მეტი ავიაკომპანიისა და 60-ზე მეტი აეროპორტის წარმომადგენელი და ტურისტული ორგანიზაციების ხელმძღვანელები მიიღებენ. მათ შორის არიან, ავიაკომპანიები "ვიზ ეარი", "ეარ ჩაინა", "თურქული ავიახაზები", "ეარ აზია", "ბელავია", "ალ იტალია" და ა.შ.

სალომე სარიშვილი
02.07.2014

20-30 აგვისტოს საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ანაკლიაში საერთშორისო დონის მასშტაბური ღონისძიება "რესპუბლიკა ზეტი (გამარჯობა პროჯექთ) გაიმართება," რომლის ფარგლებშიც სამეგრელოს შავიზღვისპირა ქალაქში დაახლოებით 150 ათასამდე ტურისტს ელოდებიან. როგორც "რეზონანსს" ტურიზმის სააგენტოში განუმარტეს, "გამარჯობა პროჯექთი" იგივე "კაზანტიპის" ფესტივალია, თუმცა "კაზანტიპის" ორგანიზატორებმა პროექტში გარკვეული ცვლილებები შეიტანეს.

მარი ჩიტაია
01.07.2014

სტომატოლოგიური მომსახურება გაძვირდა, თუმცა ამაზე ჯერჯერობით სტომატოლოგების მცირე ნაწილი საუბრობს. სტომატოლოგიური კლინიკების უმეტეს ნაწილში საფასო ცვლილებებს არ ადასტურებენ. მოთხოვნა ამ სერვისზე ისედაც შემცირებულია და ნებისმიერი მომსახურების გაძვირება მათ მხოლოდ დააზარალებთ.

თეა ბეჟიტაშვილი
30.06.2014

ზაფხულის ცხელ დღეებში, ისინი ვინც დედაქალაქიდან გასვლას ვერ ახერხებენ, სიცხისგან გაგრილებას თბილისის ზღვაზე, ტბებსა თუ აკვაპარკებში ცდილობენ. ეკოლოგი, "გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის" თავმჯდომარე ლაშა ჩხარტიშვილი "მთელ კვირასთან" საუბარში აღნიშნავს, რომ თბილისის ზღვაზე და დედაქალაქში არსებულ ტბებზე ეკოლოგიური პრობლემებია და მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა.

მარიამ აფციაური
28.06.2014

ავტოსტოპი ახალგაზრდებში სულ უფრო პოპულარული ხდება. როგორც რესპონდენტების ნაწილი აცხადებს, იგი მგზავრობის ყველაზე სასარგებლო და საინტერესო საშუალებაა. "რეზონანსის" მიერ ჩატარებული მცირე გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ ამ სახის ტრანსპორტირება ყველაზე მეტად 20-დან 30 წლამდე გოგო-ბიჭებს იზიდავს.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×