ანი ფაცია
20.01.2014

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ზოგადი განათლების სტრატეგიაზე მუშაობს, რომლის თანახმად, სკოლაში ბავშვის მიღების ასაკის განსაზღვრა მოხდება. ამ ეტაპზე სკოლაში 5 წლის ასაკის ბავშვის მიღება არსებული კანონმდებლობით დაშვებულია. თუმცა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დაკვეთით მომზადებული კვლევის თანახმად, სკოლაში 5 წლის ასაკის ბავშვის მიყვანა მიზანშეწონილი არ არის, რადგან ამ ასაკში ბავშვი საგანმანათლებლო პროცესისთვის მზად არაა.

მარიამ აფციაური
18.01.2014

დღესასწაულების, შობა-ახალი წლის, ძველით ახალი წლის აღნიშვნის შემდეგ კუჭისა და ზედმეტი კილოგრამების პრობლემით კლინიკებს უამრავმა ადამიანმა მიმართა. მათი რაოდენობა, საშუალოდ, 30%-ით არის გაზრდილი. დიეტოლოგს განსაკუთრებით ქალბატონები, ხოლო გასტროენტეროლოგს (კუჭის ექიმს), ძირითადად მამაკაცები მიმართავენ. მათი საშუალო ასაკი 40 წელია.

თამარ ურუშაძე
18.01.2014

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ყველაზე გავრცელებული სოკოვანი დაავადებების სიაში პირველ ადგილზეა ტერფისა და ფრჩხილის მიკოზი. მათივე თქმით, სოკოს პერიოდული გამოვლინება ახასიათებს. ზამთრის პერიოდში სოკოვანი დაავადებები "იძინებს", ხოლო სითბოს დადგომასთან ერთად ისევ აქტიურდებიან. ამ თემასთან დაკავშირებით დეტალურად გვესაუბრება ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ს და დ. ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, "საქართველოს მიკოლოგთა ასოციაციის" პრეზიდენტი, დერმატო-ვენეროლოგი თინა ქიტუაშვილი.

მარიამ აფციაური
16.01.2014

  გუდაურსა და ბაკურიანში დამსვენებლების ნაკლებობას უჩივიან. მიზეზად კურორტისთვის შეუსაბამო ამინდები, ინფრასტრუქტურის განუვითარებლობა და ელექტროენერგიის გაუმართავობა სახელდება. ვიზიტორების სიმცირეს არ ადასტურებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში, პირიქით, ისინი წელს 18-20%-იან ზრდას ელოდებიან.

მაკა ხარაზიშვილი
15.01.2014

საქართველოში ტურიზმი მცირედით გაიზარდა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრებს ვეღარ იტევს. უკვე დიდი ხანია, აეროპორტში მრავალწუთიანი რიგები მგზავრთა უკმაყოფილებას იწვევს. ზოგადად აეროპორტი ისეა გადატვირთული, რომ ხანდახან დარბაზში სანთქვაც კი ჭირს. გარდა ამისა, მოუწესრიგებელია თავად დარბაზიც.

მარიამ აფციაური
15.01.2014

ეკლესიის მიმართ ქართველების დამოკიდებულება შეიცვალა. 100-დან 70 ადამიანი წირვა-ლოცვას ესწრება, მარხულობს. სწორედ ამიტომაც საზოგადოების ერთმა ნაწილმა უპირატესობა ძველით ახალ წელს მიანიჭა. მათი აზრით, ეს დღესასწაული ქრისტეშობის შემდეგ უნდა აღინიშნებოდეს.

ელზა წიკლაური
14.01.2014

 საქართველოში უმუშევართა რაოდენობა 30 ათასი ადამიანით შემცირდა - ასეთ განცხადებას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური აკეთებს, თუმცა რომელ სექტორში მოხდა ამ რაოდენობის ადამიანთა დასაქმება, არ აკონკრეტებს. მიუხედავად დასაქმებულთა რაოდენობის ზრდისა, მთავრობა უმუშევრობის პრობლემის გადაწყვეტას ახალი პროგრამის - სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვით იწყებს. უკვე ცნობილია, რომ პირველ ეტაპზე პროგრამაში ჩართვა როგორც სამუშაოს არმქონე, ისე იმ პირებსაც შეეძლებათ, რომლებსაც სამუშაო უკვე აქვთ.

სალომე სარიშვილი
13.01.2014

 ვახო შამუგია

უკვე ერთი თვეა, რაც თბილისში, მოსკოვის გამზირზე მიუსაფარ პირთათვის დროებითი თავშესაფარი ფუნქციონირებს. ტერიტორიაზე ოცი დიდი სამხედრო კარავია გაშლილი, სადაც ორასამდე უსახლკარო მოქალაქე თავს ზამთრის ყინვებს აფარებს. იქვე არის საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის მიერ გაშლილი ე.წ. "ლურჯი კარავი", რომელიც საველე საავადმყოფოს ფუნქციას ასრულებს და სადაც ინფექციური დაავადებების მქონე პირებს მკურნალობენ.

თეა ბეჟიტაშვილი
13.01.2014

სოციალურ ქსელში აბიტურიენტთა გაერთიანება "აბიტურიენტთა თანადგომამ" აქცია დააანონსა - ისინი ზოგადი უნარების ვერბალური ნაწილისთვის მეხუთე სავარაუდო პასუხის დამატებას, ინგლისურ ენაში დავალებათა რიცხვის გაზრდას და დროის არდამატებას აპროტესტებენ. "აბიტურიენტთა თანადგომა" და აბიტურიენტები ზუგდიდსა და საქართველოს სხვა ქალაქებში 20 იანვარს 11 საათზე საგანმანათლებლო რესურსცენტრის წინ შეკრებასა და აქციის გამართვას აპირებენ.

მარიამ აფციაური
11.01.2014

ისეთი საბოლოო პროდუქტები, რომლებიც საქართველოსთან ასოცირდება, არც თუ ცოტაა. მაგალითად, ჩურჩხელა, "ბორჯომი", ჩოხა-ახალუხი, ხინკალი, ხაჭაპური, საცივი, ღვინო და კიდევ მრავალი სხვა. ქართული პროდუქცია (ის, რაც მხოლოდ საქართველოშია) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბრენდი, ხოლო ჩვენთვის ისტორია, კულტურა, ტრადიციაა.

თამარ ურუშაძე
11.01.2014

ადამიანების უმეტესობა გასტროენტეროლოგებს ახალი წლის შემდგომ პერიოდში აკითხავს, რადგან საახალწლო პერიოდში ორგანიზმი ძალიან იტვირთება, რაც გამოწვეულია მრავალფეროვანი საკვებით, ჭარბი ალკოჰოლის მოხმარებით, ერთმანეთთან შეუსაბამო საკვები პროდუქტების მიღებით და უმოძრაობით. განსაკუთრებით მძიმეა ეს პერიოდი მათთვის, ვინც მარხვას ინახავს, რადგან მარხვის პერიოდში ორგანიზმი მძიმე საკვები პროდუქტებიდან ისვენებს და შემდგომ ერთბაშად ხდება ამ საკვების მიღება, რაც დიდ ზიანს აყენებს ადამიანის ორგანიზმს. ამ თემასთან დაკავშირებით უფრო დეტალურად გვესაუბრება სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, გასტროენტეროლოგი ირაკლი ხმალაძე და ენდოკრინოლოგ-დიეტოლოგი ნაია ლატარია.

მაკა ხარაზიშვილი
10.01.2014

1-ელი აპრილიდან, დაახლოებით, 300-350 ათას დასაქმებულს, საშემოსავლო გადასახადის სახით, მაქსიმუმ 360 ლარი უკან დაუბრუნდება. ეს ეხება იმ ადამიანებს, რომელთა თვიური ხელფასი 500 ლარზე დაბალია.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×