თამარ ურუშაძე
01.03.2014

ის შეიძლება ნებისმიერ ასაკში გამოვლინდეს, ზღვარი არ არსებობს, მათ შორის შესაძლოა ეს ჩვილ ბავშვებშიც მოხდეს, თუმცა, ფსორიაზი ბავშვთა ასაკში მაინც იშვიათობაა და დიაგნოზიც არ ისმება.

მაია აბაიაძე
28.02.2014

პირველი მარტიდან მართვის მოწმობები განსაზღვრული ვადით გაიცემა. მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, იმ პირის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობის, ვისაც მინიჭებული აქვს: ფ, იუ, ი, ე, თ, ფ1, ი1 კატეგორიები, (ქვეკატეგორიები) მოქმედების ვადა იქნება 15 წელი; ხოლო ვისაც აქვს: ს, სუ, ვუ, ს1, ს1უ, ვ1 და ვ1უ კატეგორიები (ქვეკატეგორიები), მათი მოქმედების ვადა იქნება 5 წელი.

მარიკა გოგოხია
25.02.2014

 დაზღვეულ პაციენტებს პოლიკლინიკებში სრული სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება უჭირთ. პრობლემას ხშირად ის დაზღვეულები აწყდებიან, რომელთაც შედარებით ძვირადღირებული გამოკვლევები სჭირდებათ. მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო ჯანდაცვა ასეთ შემთხვევაში სრულ ან თანადაფინანსებას გულისხმობს და ეს პროცესი გამჭვირვალეც არის, სრულყოფილ მომსახურებას პაციენტები რატომღაც ვერ იღებენ. მსგავსი ფაქტი ხშირია ექოკარდიოსკოპიისა და კომპიუტერული ტომოგრაფიის შემთხვევაში.

ელზა წიკლაური
25.02.2014

საქართველოში მინიმალური ხელფასის ცნება არ არსებობს. არ არსებობს კანონით დადგენილი ნორმაც, შესაბამისად, არის შემთხვევები, როდესაც დამსაქმებელი დასაქმებულს საარსებო მინიმუმზე დაბალ ხელფასს უხდის. მაგალითად, გურჯაანში მუსიკალური სკოლის პედაგოგების გარკვეული ნაწილი თვეში მხოლოდ 15 ლარს იღებს, სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული სანიტრების ყოველთვიური ანაზღაურება ხშირ შემთხვევაში 60-70 ლარს არ აღემატება.

ელზა წიკლაური
25.02.2014

"გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება ანაზღაურდება ნამუშევარი დროის შესაბამისად", - შრომის კოდექსში არსებული აღნიშნული ჩანაწერის მიუხედავად, დამსაქმებლები სტაჟიორებს ისევ უხელფასოდ ამუშავებენ. დამქირავებლების მახეში კი სამუშაოს მაძიებელი არაერთი ადამიანი გაბმულა, მათ შორის, სუპერმარკეტის კონსულტანტ-სტაჟიორები და მშენებლობაზე დასაქმებული რიგი მუშა-სტაჟიორები.

მარიამ აფციაური
22.02.2014

საქართველოში მოძალადე ადამიანების რაოდენობა გაიზარდა. კავშირი "საფარის" ხელმძღვანელის განცხადებით, დღეს ეს პრობლემა საქართველოში მძაფრად დგას და ამიტომ შეიქმნა აუცილებლობა კანონში "გადაკიდების" მუხლის შემუშავებისა, რომელიც, ორგანიზაციის წევრებთან ერთად, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ უკვე განიხილა. კანონპროექტი პარლამენტს დაახლოებით 6 თვეში წარედგინება და ძალაში 2014 წლის ბოლოს შევა.

თამარ ურუშაძე
22.02.2014

ბოლო მონაცემებით დადგინდა, რომ ბრონქული ასთმა ამცირებს სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას მამაკაცებში 6,6 წლით, ქალებში - 13,5 წლით. სპეციალისტების განცხადებით, ასთმის განვითარების მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორად მიჩნეულია კონტაქტი ალერგენებთან და ქიმიურ ნივთიერებებთან.

მარიამ აფციაური
21.02.2014

ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა დროის დეფიციტს განიცდის. მიზეზი მისი არასწორი გადანაწილებაა. "რეზონანსმა" გამოკითხვისა და დაკვირვების შედეგად დაადგინა, რომ მოსახლეობის უმეტესობა მუშაობას, ძირითადად, 11 საათზე იწყებს და 7-9 საათზე ამთავრებს.

ელზა წიკლაური
20.02.2014

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაწყებიდან ერთი წლის თავზე ამბოლატორიებსა და სტაციონარებში მიმართვიანობა თითქმის გაორმაგდა. 1-ელი ივლისიდან დღემდე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სულ 200 ათასამდე მოქალაქემ ისარგებლა, რაც იმას ნიშნავს, რომ სამედიცინო დაწესებულებებს დღეში, საშუალოდ, 1 200-მდე ადამიანი მიმართავს. ყველაზე მეტი ადამიანი გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებით სარგებლობს.

მარიამ აფციაური
19.02.2014

ქართველთა უმეტესობა ონლაინ აზარტული თამაშების წინააღმდეგია. მათი აზრით, ინტერნეტით კაზინოსთან და ტოტალიზატორთან წვდომამ მომხარებელთა რაოდენობა ძალიან გაზარდა, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც. გამოკითხულთა ნაწილი სიტუაციის დარეგულირებასა და გაკონტროლებას ითხოვს.

ნატა გიორგაძე
18.02.2014

ბათუმში შპს "ბათუმის ავტოტრანსპორტის" დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით ავტობუსის მძღოლები კვლავ გაფიცულები არიან და მუშაობის დაწყებას იმ დრომდე არ აპირებენ, ვიდრე მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება არ მოხდება. საწარმოს ადმინისტრაციაში კი აცხადებენ, რომ თუ გაფიცულ მძღოლებთან შეთანხმება არ შედგება, სარეზერვო რესურსს გამოიყენებენ.

მარი ჩიტაია
18.02.2014

თბილისში მოქმედ თეატრებს ფინანსურად ძალიან უჭირთ. კერძო თეატრების გარდა, პრობლემა აქვთ იმათაც, რომლებსაც სახელმწიფო აფინანსებს. მიზეზი მაყურებლის დეფიციტია. რაც დროს გადის თეატრსა და მაყურებელს შორის კავშირი სულ უფრო სუსტდება. ერთი შეხედვით, თეატრმა დაკარგა საზოგადოებრივი ფუნქცია და მასთან ერთად მაყურებელიც.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×