ელზა წიკლაური
13.05.2014

"ყაზტრანსგაზ-თბილისი" იმ პოლიეთილენის მილებს, რომლებიც წლების განმავლობაში თბილისში ბუნებრივი აირის გაყვანილობისთვის გამოიყენებოდა, მთლიანად დამცავ ბუდეში მოაქცევს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროცესი უკვე დაწყებულია და რამდენიმე კორპუსში სამუშაო დასრულდა კიდეც. თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - თბილისელების" თავმჯდომარე გულიკო ზუმბაძე კი ამბობს, რომ პოლიეთილენის მილების თუნუქის კონსტრუქციაში ჩასმა მხოლოდ გარე დაზიანებისგან თავის დაზღვევაა, რაც გაჟონვისგან თავდაცვას ნამდვილად არ ნიშნავს.

თეა ბეჟიტაშვილი
12.05.2014

საქართველოში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 73.9 წელია და ამ მაჩვენებლით მსოფლიოს 194 ქვეყანას შორის 82-ე ადგილზე ვართ. ეს მონაცემები გასულ კვირას გაერომ გამოაქვეყნა.

მარიამ აფციაური
10.05.2014

საზღვარგარეთ მოგზაურობა ძალიან ბევრს იზიდავს, თუმცა უმეტესობას ამის შესაძლებლობა არ გააჩნია. ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით დადგინდა, რომ უცხო ქვეყანაში დასვენების სურვილი ძირითადად ახალგაზრდებს აქვთ. რაც შეეხება ცხოვრებას, აქ ხმები ასე გადანაწილდა, 100-დან 23%-ს ამერიკაში უნდა ყოფნა. უპირატესობა ამ ქვეყანას ერთადერთი მიზეზის გამო ენიჭება. რესპონდენტების აზრით, ყველაზე მეტად ფული ამერიკის შეერთებულ შტატებში "იშოვება".

თამარ ურუშაძე
10.05.2014

სპეციალისტები ერთხმად აღიარებენ, რომ ორსულებისთვის მავნე ჩვევები განსაკუთრებით საშიშია. თითოეულ მათგანს შესაძლებელია მომაკვდინებელი ეფექტი ჰქონდეს. დეტალურად ამ თემასთან დაკავშირებით გვესაუბრება თბილისის ერთ-ერთი კლინიკის სამეანე სამსახურის უფროსი, მედიცინის დოქტორი შორენა კიკვაძე და მეან გინეკოლოგი თამთა ცაავა.

მარიამ აფციაური
09.05.2014

დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ დიდ პრობლემად სიმსუქნე სახელდება. როგორც "ეისითის" კვლევიდან და "რეზონანსის" მიერ ჩატარებული მცირე გამოკითხვის შედეგად გაირკვა, საქართველოში ეს საკითხი არც ისე მძაფრად დგას. 409 თბილისელიდან ჭარბი წონა მხოლოდ 21%-ს აწუხებს. ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლა, ძირითადად, ქალბატონებს უწევთ. აქედან გამომდინარე, ეს პრობლემა მამაკაცებში მეტად იჩენს თავს.

ელზა წიკლაური
09.05.2014

9 მაისს მსოფლიოს რამდენიმე ათეულ ქვეყანაში აღნიშნავენ. ამ დღეს ქართველი ვეტერანები, ტრადიციულად, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან იზეიმებენ. საქართველოში დღემდე 2210 ომის ვეტერანი შემორჩა. მათი მინიმალური ასაკი 87 წელია.

ელზა წიკლაური
07.05.2014

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ, შესაძლოა, მედიკამენტოზური მკურნალობის ნაწილიც დააფინანსოს. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, უწყება ამ მიმართულებით მუშაობს და დეტალური ინფორმაცია ცნობილი მოგვიანებით გახდება. ჯანდაცვის მომსახურებაში ყველაზე დიდი წილი მედიკამენტებზე მოდის, შესაბამისად, სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ წამლების ხარჯის ნაწილი აუცილებლად თავის თავზე უნდა აიღოს.

ელზა წიკლაური
06.05.2014

აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელორუსი, რუსეთი - ყველა ამ ქვეყანაში ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულოა. გამონაკლისი მხოლოდ საქართველო და უკრაინაა, ორივე ქვეყანაში ტექდათვალიერება წლების წინ გაუქმდა, თუმცა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ჩვენთანაც და უკრაინაშიც ტექდათვალიერება უკვე სავალდებულო გახდება. საქართველოში ეს პროცესი - 2015 წლიდან, უკრაინაში კი - 2016 წლიდან დაიწყება.

თეა ბეჟიტაშვილი
05.05.2014

"ეს არ არის ახალი ამბავი. ჯერ კიდევ შარშან ზაფხულში გამოვლინდა და გაიშიფრა. ეს გახლავთ ე.წ. ორთოპოქსვირუსების ჯგუფი და ამ ჯგუფში შემავალი ერთ-ერთი ახალი ვირუსი, რომლის გენეტიკური წყობა აქამდე ცნობილი ვირუსებისგან განსხვავდება. გამოწვეული დაავადება, რომელიც ცხოველიდან ადამიანზე გადადის, მსუბუქად მიმდინარეობს", - აღნიშნავს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე "მთელ კვირასთან" საქართველოში აღმოჩენილი ახალი ვირუსის შესახებ საუბრისას.

მაკა ხარაზიშვილი
03.05.2014

იპოთეკით დაზარალებულები ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან. მევალეები პარლამენტსა და პრემიერ-მინისტრს დახმარებას სთხოვენ. მთავრობამ კი იმის შიშით, რომ ბანკები არ დაზარალებულიყვნენ, ეს საკითხი დიდი ხანია დახურა.

თამარ ურუშაძე
03.05.2014

სპეციალისტები ერთხმად აღიარებენ, რომ ადამიანის სრულფასოვანი ცხოვრებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ძილს. ძილის რეჟიმის დარღვევა საკმაოდ სერიოზული პათოლოგიაა, რომელიც მთელ რიგ ფსიქოლოგიურ პრობლემებს იწვევს. დეტალურად ამ თემასთან დაკავშირებით გვესაუბრება თბილისის ერთ-ერთი კლინიკის ნევროლოგიის სამსახურის უფროსი გიორგი ლაჭყეპიანი.

მარიამ აფციაური
03.05.2014

ტაქსის მძღოლებში გაჩნდა შიში, რომ სახელმწიფო მათ ბიზნესს გააკონტროლებს. "ტაქსისტებში" გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გადასახადი არჩევნების შემდეგ დაეკისრებათ. ექსპერტები ტაქსის ბიზნესის დარეგულირებას სხვადასხვა ჭრილში განიხილავენ და აცხადებენ, რომ ტექდათვალიერებას დამატებული კიდევ ტაქსის ლიცენზია, ძალიან დაამძიმებს მათ მდგომარეობას და ეს უფრო მეტ უმუშევრობას გამოიწვევს.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×