სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნატა გიორგაძე
    09.07.2013

    პარლამენტი სათამაშო ბიზნესის საკითხს სექტემბერში დაუბრუნდება, მანამდე კი ბიზნესის ამ სექტორისადმი მომხმარებლების ინტერესთან დაკავშირებით "ილიაუნი ბიზნეს რევიუმ" სპეციალური კვლევა ჩაატარა. კვლევის მიხედვით, ონლაინ აზარტული თამაშების მომხმარებელთა 89%-ს 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდები შეადგენენ. ამავე კვლევის მიხედვით, მომხმარებელთა 87% ხარჯავს 50 ლარს და მხოლოდ 5%-ია, ვინც თამაშისთვის 1000 ლარს ან მეტს ხარჯავს.

    სალომე სარიშვილი
    08.07.2013

    სპეციალურად "მთელი კვირისთვის" ბათუმიდან

    გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივლისის თვისთვის ბათუმის ქუჩები ტურისტებით სავსეა, რასაც "მთელ კვირას" ადგილობრივი მოსახლეობაც უდასტურებს. როგორც გასულ წლებში, ასევე წელსაც ტურისტების უმრავლესობა სომხეთიდან არის ჩამოსული, თუმცა მათ რიცხვს წელს: თურქები, რუსები, უკრაინელები და ჩეხებიც ემატებიან.

    ქეთი თოდუა
    06.07.2013

    სად ვიცხოვროთ, ქალაქის ცენტრში თუ გარეუბანში - ეს თითოეული ადამიანის გემოვნებაზეა დამოკიდებული. ზოგიერთს ქალაქის შუაგულში, გადატვირთულ გარემოში ურჩევნია ცხოვრება, ნაწილი კი სიმშვიდეს და მეტ-ნაკლებად პრესტიჟულ გარეუბანს ანიჭებს უპირატესობას.

    თამარ ურუშაძე
    06.07.2013

    ქართველი სპეციალისტების განცხადებით, ნიკოტინი ძალიან დიდ ზიანს აყენებს ორგანიზმს, მათ შორის პირის ღრუსა და კბილებს. სიგარეტი აჩენს კბილებზე ნადებს, აღნიშნული ნადები გამოირჩევა "წებოვანობით", შედეგად უფრო აქტიურად იკრავს საკვებ ნარჩენებს, ნადებს და მასში არსებულ მიკრობებს. აქედან გამომდინარე, სერიოზული პრობლემა ექმნება ღრძილებს, ჩნდება არასასიამოვნო სუნი პირის ღრუში. სიგარეტი ფერს უცვლის კბილებს. აქტიურ მწეველებში პირის ღრუს სიმსივნური წარმონაქმნების განვითარების რისკი საკმაოდ მაღალია.

    მარიამ აფციაური
    05.07.2013

    საქართველოში აბიტურიენტების აბსოლუტური უმეტესობა რეპეტიტორთან დადის. მიზეზი - სკოლაში მიღებული ცოდნა არასაკმარისია გამოკითხულთაგან თითქმის ყველა გამოცდებს კერძო მომზადების შედეგად აბარებს. არიან გამონაკლისებიც, ვინც უმაღლესში ჩაბარებას სკოლის ცოდნით აპირებს და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ მომზადება საკმაო თანხას უკავშირდება.

    ნატა გიორგაძე
    03.07.2013

     1-ლი ივლისიდან გაზრდილ შემწეობას მხოლოდ ის ოჯახები მიიღებენ, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან და მათი სარეიტინგო ქულა 57 ათასზე ნაკლებია. ამ დროისთვის გაზრდილ შემწეობას 20 ათასამდე დევნილი იღებს, უკვე სექტემბერში კი ცნობილი გახდება, კონკრეტულად რამდენი დევნილის ოჯახი მოხვდება სოციალურად დაუცველთა ბაზაში და, შესაბამისად, რამდენი მიიღებს გაზრდილ დახმარებას.

    მარიამ აფციაური
    03.07.2013

    წონის პრობლემა ზაფხულში ყველაზე მეტად იჩენს თავს, ანუ მაშინ, როდესაც ზედმეტი კილოგრამების დაფარვა თითქმის შეუძლებელია. დიეტოლოგთან საუბრის შემდეგ გაირკვა, რომ ზღვის სეზონზე ამ საკითხით 25%-ით მეტი ადამიანია დაინტერესებული. აქედან 60% მანდილოსნები, ხოლო 40% მამაკაცები არიან. თითოეული მათგანი კალორიების წინააღმდეგ ბრძოლის სხვადასხვა საშუალებებს მიმართავს.

    სალომე სარიშვილი
    03.07.2013

    მორწმუნეები ელექტრონული ბარათების ალტერნატივის მოთხოვნით იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანსა და პრემიერ ივანიშვილს 50 ათას ხელმოწერას გადასცემენ. ამის შესახებ განცხადება "მართლმადიდებელთა კრებულის" ხელმძღვანელმა, ზაზა ნანობაშვილმა გააკეთა. ხელმოწერები სამინისტროსა და პრემიერს უახლოეს დღეებში გადაეცემა, თუმცა როგორც "რეზონანსს" იუსტიციის სამინისტოდან აცნობეს, ელექტრონული ბარათების ალტერნატივის დაშვებაზე საუბარი სამინისტროში ჯერჯერობით არ მიმდინარეობს.

    მარი ჩიტაია
    02.07.2013

    სპეციალურად "ბიზნეს-რეზონანსისთვის" ამბროლაურიდან

    წლევანდელი საზაფხულო სეზონი რაჭაში, ტრადიციულად, წყნარია. "სტუმრის" მიღება ჯერჯერობით რამდენიმე ოჯახმა შეძლო. ამ სტატუსის მიღმა, პირველ რიგში, ადგილობრივები იგულისხმებიან, რომელთაც დარჩენილები მასპინძლებად თვლიან და ამგვარი სახელწოდებით მათ იშვიათად მოიხსენიებენ.

    ანი ფაცია
    01.07.2013

    ზაფხულის დადგომასთან ერთად, თბილისის უბნებში კვლავ გაჩნდა მაღალი ბალახის და, შესაბამისად, გველების პრობლემა. "ყოველ ზაფხულს გვეშინია ბავშვების ეზოში გაყვანა, რადგან ჩვენ გარშემო უზარმაზარი ბალახებია. სიცხესთან ერთად გველებიც იწყებენ გამოსვლას, იქნებ ვინმემ მოგვხედოს", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას თემქის მესამე მიკრორაიონში მცხოვრები სოფო ასლანიშვილი.

    ნატა გიორგაძე
    29.06.2013

    #45 სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის ღირებულება 10 თეთრით იზრდება. 1-ლი ივლისიდან აღნიშნული სამარშრუტო ტაქსით გადაადგილებისას მგზავრს, ნაცვლად 30 თეთრისა, 40 თეთრის გადახდა მოუწევს. ტარიფის გაზრდას უკმაყოფილო ხვდებიან თავად მგზავრები და ამბობენ, რომ ასეთ მოკლე მარშრუტზე მგზავრობა 40 თეთრი ნამდვილად არ უნდა ღირდეს. მეტიც, ისინი არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს მომავალში ტარიფი სხვა მარშრუტებზეც გაიზარდოს.

    თამარ ურუშაძე
    29.06.2013

    სტრესი შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის. ფსიქიატრი თამარ ბაზღაძე ამბობს, რომ სტრესი შეიძლება იყოს ფიზიკური, მაგალითად, გამოწვეული სითბოთი და სიცივით, ასევე ფსიქოლოგიური, რომელიც გამოწვეულია სოციალური ფაქტორებით. გამოყოფენ ეუსტრესს, ანუ დადებითი მოვლენებით გამოწვეულ რეაქციას, ეს არის მცირე სტრესი, რომელიც დამანგრევლად არ მოქმედებს ადამიანზე და დისტრესს, რომელიც ნეგატიური მოვლენებით შეიძლება იყოს გამოწვეული.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×