სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ანი ფაცია
    26.07.2013

     გაუნათებელი, უსუფთაო და მოუწესრიგებელი მიწისქვეშა გადასასვლელები კვლავ დედაქალაქის პრობლემად რჩება. "ანტისანიტარიაა, მეშინია რამე ინფექცია არ იყოს და ამიტომ ყოველთვის თავს ვარიდებ და ვცდილობ, რომ არ ვისარგებლო მიწისქვეშა გადასასვლელებით," - ამბობს "რეზონანსთან" საუბარში მოქალაქე ლიკა საბაშვილი. თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ინფორმაციით კი, ისინი მუდამ ზრუნავენ მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგებაზე.

    მარიამ აფციაური
    26.07.2013

    მარიხუანას ლეგალიზაციისა და დეკრიმინალიზაციის საკითხს არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ნაწილი ამ ინიციატივას ემხრობა, ზოგიერთი მათგანი კი მხოლოდ დასჯის ფაქტს აპროტესტებს. უმეტესობა ორივე მოსაზრებას უარყოფითად აფასებს და იმ გამომწვევ შედეგებზე საუბრობს, რაც შეიძლება ამ ცვლილებას მოჰყვეს. საკითხს არასამთავრობო ორგანიზაციებიც ეხმაურებიან, მათი ნაწილი ლეგალიზაციის შემდეგ მარიხუანას მომხარებელთა რიცხვის ზრდაზე საუბრობს.

    ნატა გიორგაძე
    25.07.2013

    აბორტის თემა ძალიან სენსიტიურია ნებისმიერ საზოგადოებაში, გამონაკლისი არც საქართველოა. ორივე მხარეს, როგორც აბორტის მომხრეებს, ასევე მათ მოწინააღმდეგეებს აქვთ საკუთარი არგუმენტები. აბორტის აკრძალვის მომხრეები ამბობენ, რომ ამით, პირველ რიგში, გენოფონდის გაზრდა მოხდება და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ქალის ჯანმრთელობა რისკის ქვეშ არ დადგება. აბორტის მომხრეები კი თვლიან, რომ თუ მისი აკრძალვა მოხდა, კრიმინალური აბორტების რიცხვი მოიმატებს და საქმიანობა იატაქვეშეთში გადაინაცვლებს.

    მარიამ აფციაური
    24.07.2013

    კომპიუტერთან ხშირი კონტაქტი მოზარდის ფსიქიკაზე, ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. ექიმების შეფასებით, იგი იწვევს ნერვულ აღზნებადობას, მხედველობის დაქვეითებას, თვალის და შემდეგ უკვე ტვინის გაღიზიანებას. როგორც აღმოჩნდა, მშობლები ამ საკითხს პრობლემატურად აღიქვამენ და ცდილობენ ბავშვებს შეზღუდვა დაუწესონ, რაც ხშირად უთანხმოების მიზეზი ხდება.

    იაგო ნაცვლიშვილი
    23.07.2013

    სპეციალურად "რეზონანსისთვის" ბათუმიდან

    უკვე 71 დღეა წალკელ ე.წ. ეკომიგრანტებს ბათუმის ცენტრში, აჭარის მთავრობის სახლთან კარვები აქვთ გაშლილი. მათი თქმით, წასასვლელი არსად აქვთ და კარვებში უწევთ ცხოვრება.ეკომიგრანტების უმრავლესობა ბათუმში ერთ-ერთ შენობაში, ყოფილ ბავშვთა სახლში შეიჭრნენ, თუმცა მათ პოლიცია შენობაში არ უშვებს და შესასვლელში ცხოვრობენ. როგორც ამბობენ, ადგილი არ ჰყოფნით, ამიტომ ღამის გათენება მანქანაში უწევთ.

    მარი ჩიტაია
    23.07.2013

    სავაჭრო ობიექტების მიერ მოტყუებული მომხმარებლების რიცხვი დღითიდღე იზრდება. ტექნიკისა და პარფიუმერიის მაღაზიების უმეტეს ნაწილში მომხმარებლებს ატყუებენ ხარისხის, გამოშვებული ტექნიკის ვადის, ვარგისიანობის და ნივთის ზუსტი შემადგენლობის შესახებ. ხშირია ისეთი ფაქტიც, როდესაც ტექნიკაზე დართული ინსტრუქცია ამომწურავად არ იძლევა ინფორმაციას ნივთის დეტალური შემადგენლობისა და გამოშვების ვადაზე. ხოლო სერვის-ცენტრებში პრეტენზიებით მისულ დაზარალებულებს საკუთარი უფლებების დაცვა უჭირთ.

    ქეთი თოდუა
    20.07.2013

    ზაფხულის მოსვლა ზოგიერთ ადამიანს დასვენების გამო უხარია. ბევრი დასაქმებული, სწორედ ამ სეზონზე იღებს შვებულებას და მიდის დასასვენებლად. დასასვენებელი ადგილი ბევრია - საზღვრებს გარეთ, საზღვრებს შიგნით, კურორტებსა თუ უბრალოდ, სოფლებში.

    თამარ ურუშაძე
    20.07.2013

    ქართველი სპეციალისტების განცხადებით, ზაფხულში განსაკუთრებით უზმოზე და ჭამის წინ სითხის დიდი რაოდენობით მიღებაა საჭირო. აგრეთვე, აუცილებელია 4 საათში ერთხელ საკვების მიღება, არ აქვს მნიშვნელობა სად იმყოფებით და რას აკეთებთ, ეს ორგანიზმის სწორად ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

    მაია აბაიაძე
    19.07.2013

    არასწორი გარუჯვით შესაძლებელია დამწვრობა მივიღოთ და ორგანიზმს სერიოზული პრობლემა შევუქმნათ. "პირველ რიგში, დროის შერჩევაა საჭირო, რა დროს არ შეიძლება მზეზე გასვლა და გარუჯვა - მზეზე ყოფნა უსაფრთხოა დილით 11 საათამდე და საღამოს 5 საათის შემდეგ", - განუცხადა "რეზონანსს" დერმატო-ვენეროლოგმა გიორგი არველაძემ.

    მარი ჩიტაია
    18.07.2013

    თბილისის საბავშვო ბაღების უმეტესობა შევსებულია. ბავშვების რეგისტრაცია ჯერ არ დაწყებულა, მიუხედავად ამისა, ძნელად მოიძებნება ბაგა-ბაღი, სადაც თავისუფალი ადგილია. თბილისის საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ყველა მეტ-ნაკლებად პრესტიჟული ბაღი მოთხოვნადია და ამ ეტაპზე სრულად არის შევსებული.

    ელზა წიკლაური
    17.07.2013

    "თბილისის მიკროავტობუსი" მძღოლებს ზაფხულის პერიოდში მარშრუტზე მოძრაობის გადასახადს უმცირებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, შემცირება ეტაპობრივად მოხდება და ყველა იმ ხაზს შეეხება, რომელსაც მგზავრთა ნაკადი შეუმცირდათ. "რეზონანსის" კითხვაზე, თუ რას ნიშნავს "ეტაპობრივად" და რატომ არ მოხდა გადასახადის ერთიანად შემცირება, "თბილისის მიკროავტობუსში" კონკრეტული პასუხი არ გაგვცეს. მძღოლები კი ამბობენ, რომ გადასახადი მხოლოდ საგზურზე და თანაც მხოლოდ 3,4 ან მაქსიმუმ 7 ლარით შეუმცირდათ, 43-ლარიანი იჯარის გადახდის ვალდებულება კი ისევ დარჩათ.

    თამარ ურუშაძე
    13.07.2013

      ვინ არ ოცნებობს ზაფხულში დასასვენებლად ზღვაზე წასვლაზე. მიიღოს ზღვაზე ცურვით სიამოვნება და პარალელურად კარგად გაირუჯოს. დერმატოვენეროლოგ მაია დონდუას განცხადებით, " ამისათვის საჭიროა, კარგად გვქონდეს შერჩეული მზის დამცავი კრემები და აუცილებელია, შევარჩიოთ სწორი დრო პლაჟზე გარუჯვისთვის. მზის ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით კანი იღებს მუქ შეფერილობას, ეს კანის დამცველობითი თვისებაა. აღსანიშნავია, რომ მზის სხივებს როგორც დადებითი აგრეთვე, უარყოფითი თვისებაც აქვს. სხივების ზედმეტი მოქმედება იწვევს ონკოლოგიურ დაავადებებს, სხვადასხვა სტადიის დამწვრობას, აგრეთვე მავნებელია თვალებისთვისაც".


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×