სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა წიკლაური
    05.11.2013

    დედაქალაქის ქუჩებში მოძრავ ყვითელ სამარშრუტო ტაქსებში პიკის საათებში მგზავრობა აუტანელი გახდა. დილის 9-დან 11 საათამდე, საღამოს 6-დან 9 საათამდე სამარშრუტო ტაქსში არათუ დასაჯდომ, დასადგომ ადგილსაც კი ვერ იპოვით. ხშირად "მარშრუტკაში" ფეხზე 10-15 მგზავრიც კი დგას. არადა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების თანახმად, სამარშრუტო ტაქსში ფეხზე მხოლოდ 5 ადამიანი უნდა იდგეს და ამ ნორმის დარღვევის შემთხვევაში, მძღოლი აუცილებლად ჯარიმდება.

    მარი ჩიტაია
    05.11.2013

    ცეკვის სტუდიებზე მოთხოვნა გაიზარდა. ქორეოგრაფები მოთხოვნის ზრდას პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავებს" უკავშირებენ. მათი თქმით, რაც პროექტი დაიწყო, ცეკვის შემსწავლელთა რაოდენობა გაორმაგდა.

    მარიამ აფციაური
    02.11.2013

    ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის "ეისითის", ასევე "რეზონანსის" მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით დადგინდა, რომ თბილისელთა უმეტესობა კერძო უმაღლეს სასწავლებელსა და სკოლას ანიჭებს უპირატესობას. მიზეზად სწავლის დონე სახელდება. გარდა ამისა, კვლევა ჩატარდა იმის თაობაზეც, თუ რას ფიქრობენ თბილისელები ბოლო ერთი წლის განმავლობაში სწავლების განვითარების საკითხზე. ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ პერიოდში განათლების ხარისხი გაუმჯობესდა.

    თამარ ურუშაძე
    02.11.2013

    სპეციალისტების განცხადებით, არ არის სასურველი მძიმე ფიზიკური დატვირთვა, თუმცა, აუცილებელია ფეხით სიარული, სუფთა ჰაერზე სეირნობა. სასურველია ცურვა, თუ გაქვთ ამის საშუალება, აგრეთვე დილით ადრე ადგომა, რაც ყველას ეზარება, მაგრამ საჭიროა. ამ შემთხვევაში ადამიანი ხდება უფრო ენერგიული, ნაკლებად იღლება, რადგან ეს ენერგია დღის განმავლობაში მიგვყვება, სამსახურშიც დაკისრებულ მოვალეობებს უკეთ ვასრულებთ. ამიტომ, გაითვალისწინეთ, შუადღემდე ძილი კარგს ვერაფერს მოგიტანთ.

    მარიამ აფციაური
    01.11.2013

    "რეზონანსმა" 18-დან 23 წლამდე ახალგაზრდებში ჩაატარა მცირე გამოკითხვა, თუ რამდენს ხარჯავენ ყოველდღიურად. გაირკვა, რომ უმეტესობა ცარიელი ჯიბით დადის. ნაწილს აქვს გარკვეული თანხა, რომელიც დღეში, საშუალოდ, 5 ლარს შეადგენს. ცოტაა ისეთი, ვინც ამას საკუთარი სახსრებით ახერხებს. უმრავლესობა კვლავ ოჯახზეა დამოკიდებული.

    მარი ჩიტაია
    01.11.2013

    ბოლო ერთ წელიწადში საქართველოში ძიძაზე მოთხოვნა განახევრდა, ხოლო მომსახურების საფასური მინიმუმ 20%-ით შემცირდა. დასაქმების სააგენტოებში აცხადებენ, რომ ვაკანსია ბლომად აქვთ, თუმცა შესარჩევი კრიტერიუმი საკმაოდ რთულია და მას ბევრი ვერ აკმაყოფილებს. მთავარი კრიტერიუმი, რაც ძიძას სჭირდება, ენების ცოდნა, მუშაობის გამოცდილება, უმაღლესი სამედიცინო და პედაგოგიური განათლებაა. ამ ტიპის მომსახურების ფასი კი 200-400 ლარის ფარგლებში მერყეობს. ეს მაშინ, როცა, ერთი წლის წინათ ანაზღაურება 300-500 ლარის ფარგლებში იყო.

    ნინო ფრანგიშვილი
    31.10.2013

    20-26 ოქტომბერს მსოფლიოში ტყვიის ელიმინაციის გლობალური ალიანსისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მხარდაჭერით ტყვიით მოშხამვის პრევენციის კვირეული ჩატარდა. ღონისძიებაში საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმაც მიიღო მონაწილეობა.

    მარი ჩიტაია
    29.10.2013

    ზამთრის მოახლოება, როგორც წესი, მოსახლეობის აქტიურობას გამათბობელი საშუალებების მიმართ მნიშვნელოვნად ზრდის. წლევანდელი სეზონი, როგორც ამ ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, გასული წლებისგან განსხვავებულია და გაყიდვების ზრდა უკვე ამ ეტაპზე შესამჩნევია. მკაცრი ზამთრის მოლოდინმა მოსახლეობა თადარიგისთვის წინასწარვე განაწყო.

    ანი ფაცია
    28.10.2013

     თემქის მეოთხე მიკრორაიონში ე.წ. "გამგეობის უბანში", გლდანი-ნაძალადევის ყოფილი გამგეობის შენობასთან ასფალტის ზედაპირი წლებია რაც დაზიანებულია. ეს სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილების პრობლემას უქმნის და ასევე ფეხით მოსიარულეებისთვისაც არაკომფორტულია, რადგან უამინდობის დროს ორმოებში წყალი დგება.

    ქეთი თოდუა
    26.10.2013

    ყოველდღიურად ყველა ადამიანს სხვადასხვა იდეა უჩნდება, მაგრამ ღირებული იდეების მოფიქრება არც ისე მარტივი საქმეა. იგი გარკვეულ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნაზე უნდა იყოს დამყარებული. სხვა შემთხვევაში, რთული სათქმელია, მოჰყვება თუ არა მის განხორციელებას რამე კონკრეტული დადებითი შედეგი.

    თამარ ურუშაძე
    26.10.2013

    სპეციალისტების განცხადებით, დღესდღეობით ძალიან გახშირდა ფსიქოტროპული მედიკამენტების თვითნებური ანუ ბოროტად გამოყენება, რაც იწვევს ტოქსიკომანიას და ხშირ შემთხვევაში სიკვდილს. მედიკამენტების ჩამონათვალში, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებს საზოგადოების გარკვეული ნაწილი, "ბაკლოსანი" ლიდერობს. ამის შესახებ უფრო დეტალურად ტოქსიკოლოგიური სამსახურის უფროსი სოსო კუტუბიძე და ტოქსიკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია ბეჟანიშვილი გვესაუბრებიან.

    იაგო ნაცვლიშვილი
    25.10.2013

    ბოლო ერთი წლის განმავლობაში საგრძნობლად იმატა ახალგაზრდებში ნარკოტიკული თრობის მიზნით სხვადასხვა მედიკამენტის მიღებამ. ისინი ასეთ აბებს დაშვებულის ნაცვლად გაზრდილი დოზით იღებენ, რის შედეგადაც ხშირად საავადმყოფოში ხვდებიან. თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს მონაცემებით, წინა წელთან შედარებით ასეთი პაციენტების რაოდენობა დაახლოებით 7-ჯერ არის გაზრდილი - მათ კვირაში 7-დან 10-მდე ასეთი პაციენტის მიღება უწევთ.


    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×