ანი ფაცია
01.02.2014

აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში თოვს. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების სამმართველოს უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განაცხადა, რომ 4 თებერვლიდან გამოიდარებს, თუმცა, ყინვები მაინც მოსალოდნელია.

ელზა წიკლაური
01.02.2014

13 თვის შემდეგ ყველა ავტომფლობელს მანქანის ტექნიკური დათვალიერებისთვის 50 ლარამდე გადასახადის გადახდა მოუწევს. ტექდათვალიერების აღდგენას, როგორც მთავრობაში განმარტავენ, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომლის ხელმოწერით სავარაუდო თარიღად 2014 წლის შემოდგომა სახელდება. სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილის მტკიცებით, ეს პროცესი სავალდებულოდ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისა და ძალაში შესვლიდან 4 წლის შემდეგ, დაახლოებით 2019-20 წლებში გახდება. გამოდის, რომ სავალდებულო ტექდავთალიარება ამ დროს უნდ დაწესდეს.

თამარ ურუშაძე
01.02.2014

სპეციალისტების განცხადებით, ზუსტი მიზეზები, თუ რა შეიძლება იწვევდეს გლაუკომას, დღემდე უცნობი და დაუდგენელია. თუმცა, ისინი აღნიშნავენ, რომ მისი განვითარებისთვის მრავალი ფაქტორის ერთობლიობაა მიზეზი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მემკვიდრეობა, თვალის აღნაგობის ინდივიდუალური თავისებურებანი, აგრეთვე, გულ-სისხლძარღვთა, ნერვულ და ენდოკრინულ სისტემათა პათოლოგიები.

იაგო ნაცვლიშვილი
30.01.2014

 ხვალიდან მთელ საქართველოში უხვი ნალექია მოსალოდნელი, დღის პირველ ნახევარში დაწყებული თოვლჭყაპი მეორე ნახევარში უკვე თოვლად იქცევა. ნალექი უახლოესი ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. 1-ლი თებერვლიდან კი უკვე ძლიერი ყინვებია მოსალოდნელი, ტემპერატურა 10-15 გრადუსით დაეცემა.

მარიამ აფციაური
29.01.2014

60 წელს გადაცილებულ ადამიანთა ფუნქციები და პერსპექტივა მეტად შეზღუდულია. უმეტესობა რაიონებში თავს სოფლის მეურნეობით იქცევს. ქალაქში საქმე შედარებით რთულადაა, გამოკითხულთაგან მცირედი გარევაჭრობაშია დასაქმებული, დანარჩენები კი მხოლოდ შვილიშვილებზე ფიქრით და ზრუნვით არიან დაკავებულნი.

მარი ჩიტაია
28.01.2014

ლარის კურსის ვარდნის გამო, სამომხმარებლო ბაზრებზე პროდუქტების ფასის ზრდამ მყიდველ-გამყიდველი თანაბრად შეაშფოთა. ხალხს აქვს არც თუ უსაფუძვლო შიში, რომ მაღლა წასული ფასები ძველ ნიშნულს კიდევ დიდხანს არ დაუბრუნდება. მეტიც, მოსახლეობის უმეტესობა ფიქრობს, რომ მაღალი ფასი დარჩება მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაშიც და იაფი პროდუქტების ხანა საბოლოოდ წარსულს ჩაბარდება.

მაკა ხარაზიშვილი
28.01.2014

ავტომობილების ტექდათვალიერება 13 თვეში აღდგება. საქართველოში რეგისტრირებულ 900 ათას ავტომობილს 22 სერვისცენტრი მოემსახურება. ტექდათვალიერების ღირებულება ჯერ დადგენილი არ არის.

მაია აბაიაძე
27.01.2014

ბოლო პერიოდში საქართველოში უკმაყოფილო ტურისტების რიცხვი იზრდება. უცხოელები ხშირად საუბრობენ, რომ რეგიონებში მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურაა, მომსახურების სერვისია დაბალი. საზოგადოებაში განსაკუთრებული ვნებათაღელვა ერთ-ერთი რუსი ტურისტის ბლოგმა გამოიწვია, სადაც ის დეტალურად აღწერს მესტიასა და ბათუმში არსებულ არასახარბიელო მდგომარეობას.

მარიამ აფციაური
25.01.2014

ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის "ეისითის" მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, თბილისელთა უმეტესობა ზრდასრული შვილის საცხოვრებლად ცალკე გაშვებას არ ეწინააღმდეგება. "რეზონანსთან" საუბრისას კი მშობლები სულ სხვაგვარ კომენტარს აკეთებენ. ბევრი მათგანი "ბავშვის" დამოუკიდებლად, ოჯახისგან მოშორებით ყოფნას უარყოფითად უყურებს. ფინანსების გარდა, პრობლემა ქართული მენტალიტეტიცაა.

თამარ ურუშაძე
25.01.2014

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად სეზონური გრიპით დედამიწის მოსახლეობის 5-15% (დაახლოებით 36-დან 108 მილიონი ადამიანი) ავადდება. აქედან 3-დან 5 მილიონამდე შემთხვევაში დაავადება სერიოზული გართულებებით მიმდინარეობს, 250-დან 500 ათასამდე ადამიანი კი გრიპისგან იღუპება.

მარიამ აფციაური
24.01.2014

ლარის გაუფასურება, პროდუქტებზე ფასის ზრდა, მაღალი კომუნალური გადასახადები და ხელფასის იგივე ოდენობა - მოსახლეობა ინფლაციურ წნეხს განიცდის. ვისაც საშუალო შემოსავალი ჰქონდა, ღარიბდება, ხოლო ვისაც ისიც არ გააჩნდა, მათთვის ცხოვრება გაუსაძლისი ხდება.

მარიამ აფციაური
22.01.2014

სოციალურ ქსელში ჩართულთა უდიდესი ნაწილი თავს დაცულად ვერ გრძნობს. მათი აზრით, "ფეისბუკი" საკუთარი ცხოვრების აფიშირებას და სხვათა მიერ გაკონტროლებას უწყობს ხელს. ამაზე კვლევა ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფმა "ეისითმაც" ჩაატარა. რესპონდენტთა უმეტესობა აცხადებს, რომ მათი სოციალური ქსელების პაროლები სხვებისთვისაც ხელმისაწვდომია.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×