ელზა წიკლაური
18.03.2014

საქართველო სამეზობლოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ბავშვის დაბადებისას ოჯახი სახელმწიფოსგან არც ერთჯერად დახმარებას იღებს და მით უფრო, არც ყოველთვიურ შემწეობას. მეზობელ და მეგობარ ქვეყნებში ეს საკითხი დიდი ხნის წინათ გადაწყდა. ამ ქვეყნებში დახმარება ყველა იმ ოჯახს ეკუთვნის, სადაც ბავშვი იბადება, მნიშვნელობა არ აქვს, ის ამ ოჯახის პირველი შვილია, მეორე თუ მესამე.

მარიამ აფციაური
15.03.2014

თბილისელების პროტესტი ხეების გაჩეხვასთან დაკავშირებით კვლავაც გრძელდება. 401 გამოკითხულიდან სამი მეოთხედი (75%) მიიჩნევს, რომ დედაქალაქში ცუდი ეკოლოგიური მდგომარეობაა. ათიდან სამი თბილისელი თვლის, რომ თბილისში არსებული ბაღებისა და გამწვანებული ტერიტორიების რაოდენობა საკმარისი არ არის. პრობლემა დროდადრო უფრო მძიმდება, რადგან ხეების მოჭრა ახლა უკვე შუა საბურთალოზე მიმდინარეობს.

თამარ ურუშაძე
15.03.2014

სპეციალისტების განცხადებით, კატარაქტის ოპერაცია თვალის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ოპერაციაა. არსებობს დაავადების თანდაყოლილი და შეძენილი ფორმები. თანდაყოლილი კატარაქტა, ჩვეულებრივ, არ პროგრესირებს. რაც შეეხება შეძენილ კატარაქტას, მისი გამომწვევი მიზეზები შეიძლება სხვადასხვა იყოს. კატარაქტის დროს თვალის ბროლი მონაცრისფრო, მონაცრისფრო-თეთრი ან რძისფერი ხდება.

ია აბულაშვილი
14.03.2014

ქართული სუფრა, რომელიც ჩვენი სულიერი და კულტურული ტრადიციის მნიშვნელოვანი მონაპოვარია და დღესაც ქართველობის ერთ-ერთ ძლიერ საიდენტიფიკაციო ნიშანს წარმოადგენს, როდის ჩაისახა, ქვეყნის მრავალსაუკუნოვარი ისტორიის რომელ ეპოქაში, დღესაც კვლევის საგანია.

თაკო მათეშვილი
13.03.2014

 3-4 კვირაში თბილისის გზებზე არსებული პრობლემები მოგვარდება - ასე პასუხობენ ასფალტის საფარის მდგომარეობით აღშფოთებულ მძღოლებსა და საკრებულოს დეპუტატებს დედაქალაქის მერიაში და აცხადებენ, რომ პრობლემების მოგვარებას ხელს უამინდობა უშლის და არა თანხის უქონლობა, ან საზოგადოებაში უკმაყოფილების დათესვის მცდელობა, რასაც მათ ბევრი აბრალებს.

მარიამ აფციაური
13.03.2014

ისრაელის მიმართულებით სააღდგომო ტურზე მოთხოვნა გაზრდილია. როგორც ტურისტულ კომპანიებში აცხადებენ, მომლოცველთა რაოდენობა, საშუალოდ, 40%-ით არის მომატებული. ნაწილი ამის მიზეზად ვიზის აღების გამარტივებას ასახელებს. თუმცა შედარებით პატარა კომპანიებისთვის, რომლებიც ინდივიდუალურად ერთ პიროვნებას უკეთებენ საგზურს, ეს პროცესი კვლავაც გართულებულია.

მარიამ აფციაური
12.03.2014

ახალგაზრდა თაობისთვის ქართული წეს-ჩვეულებები თანდათან უფასურდება. უმეტესობა ევროპისკენ მიილტვის და იქ დამკვიდრებულ სტერეოტიპებს ირგებს. გამოკითხულთა ნაწილისთვის, დაახლოებით 7%-თვის ეს მისაღებია. ბევრი კი დღემდე ქართული ტრადიციების, ჩვეულებების ერთგული რჩება.

ელზა წიკლაური
11.03.2014

ბოლო 2 თვის განმავლობაში კომერციული ბანკების მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხის მოცულობა 6,5%-ით გაიზარდა, მოვალეთა რეესტრში ჩანაწერთა რიცხმაც უკვე 113 ათასს გადააჭარბა. ამასთან დაკავშირებით, "ბიზნეს-რეზონანსმა" მცირე გამოკითხვა ჩაატარა. კითხვაზე - გაქვთ თუ არა ამა თუ იმ სახის ვალი (სამომხმარებლო და იპოთეკური სესხი, განვადება, საკრედიტო ბარათი) - 100 გამოკითხულიდან 74-მა დადებითი პასუხი გასცა. დანარჩენ 26-ს ან საერთოდ არ აუღია ვალი, ან ფინანსური ვალდებულებები უკვე დაფარული აქვს.

ელზა წიკლაური
11.03.2014

გაძვირებულმა პირველადი მოხმარების პროდუქტებმა, ცივმა ზამთარმა და მედიკამენტებზე მომატებულმა ფასმა მოსახლეობას ხარჯი ისევ გაუზარდა. თუკი ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჩვეულებრივი შინამეურნეობის დანახარჯი დაახლოებით 10-15%-ით შემცირდა, წლევანდელ ზამთარს ის ისევ ძველ ნიშნულს დაუბრუნდა.

მაკა ხარაზიშვილი
11.03.2014

მოსახლეობა "დარიალჰესის", "ხუდონჰესის" და ამჯერად უკვე აჭარის ჰესების წინააღმდეგ დაირაზმა. "დარიალჰესის" საკითხი უკვე გადაწყვეტილია, "ხუდონჰესის" ბედი საერთოდ გაურკვეველია. აჭარის ჰესთან დაკავშირებითაც საპროტესტო ცეცხლის ჯერჯერობით მინელდა. მოსახლეობა ელოდება მთავრობა დაპირებებს ოფიციალურ დოკუმენტში თუ ასახავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტს გააგრძელებენ. ჰესების მშენებლობა კი მთავრობის სტრატეგიული მიმართულებაა და რამდენიმე ახალი ხელშეკრულა მოკლე ხანში გაფორმდება.

მარიამ აფციაური
08.03.2014

საზოგადოების ნაწილი სამუშაო ადგილების შემცირებას უჩივის. ესენი არიან "კავკასუს ონლაინის", "ერემჯი გოლდის", "ზედაზენის", სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. როგორც "რეზონანსს" "კავკასუს ონლაინში" მომუშავე ტექნიკური ჯგუფის პერსონალმა განუცხადა, ახლო მომავალში 200 კაციდან 40-ის გაშვება იგეგმება. რეორგანიზაციაზე საუბრობენ თავად კომპანიაშიც.

თამარ ურუშაძე
08.03.2014

სპეციალისტების განცხადებით, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა მთავარი მიზეზი იოდის დეფიციტი ან მისი სიჭარბეა. მამაკაცებში თირეოტოქსიკოზი საკმაოდ ხშირად იწვევს სქესობრივი ფუნქციის მოშლას. საერთოდ კი, ამით ქალები მამაკაცებთან შედარებით 8-10-ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან, ძირითადად 30-50 წლის ასაკში. ხოლო ბავშვებსა და ხანდაზმულებში იგი იშვიათად ვითარდება.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×