ელზა წიკლაური
11.03.2014

გაძვირებულმა პირველადი მოხმარების პროდუქტებმა, ცივმა ზამთარმა და მედიკამენტებზე მომატებულმა ფასმა მოსახლეობას ხარჯი ისევ გაუზარდა. თუკი ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჩვეულებრივი შინამეურნეობის დანახარჯი დაახლოებით 10-15%-ით შემცირდა, წლევანდელ ზამთარს ის ისევ ძველ ნიშნულს დაუბრუნდა.

მაკა ხარაზიშვილი
11.03.2014

მოსახლეობა "დარიალჰესის", "ხუდონჰესის" და ამჯერად უკვე აჭარის ჰესების წინააღმდეგ დაირაზმა. "დარიალჰესის" საკითხი უკვე გადაწყვეტილია, "ხუდონჰესის" ბედი საერთოდ გაურკვეველია. აჭარის ჰესთან დაკავშირებითაც საპროტესტო ცეცხლის ჯერჯერობით მინელდა. მოსახლეობა ელოდება მთავრობა დაპირებებს ოფიციალურ დოკუმენტში თუ ასახავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტს გააგრძელებენ. ჰესების მშენებლობა კი მთავრობის სტრატეგიული მიმართულებაა და რამდენიმე ახალი ხელშეკრულა მოკლე ხანში გაფორმდება.

მარიამ აფციაური
08.03.2014

საზოგადოების ნაწილი სამუშაო ადგილების შემცირებას უჩივის. ესენი არიან "კავკასუს ონლაინის", "ერემჯი გოლდის", "ზედაზენის", სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. როგორც "რეზონანსს" "კავკასუს ონლაინში" მომუშავე ტექნიკური ჯგუფის პერსონალმა განუცხადა, ახლო მომავალში 200 კაციდან 40-ის გაშვება იგეგმება. რეორგანიზაციაზე საუბრობენ თავად კომპანიაშიც.

თამარ ურუშაძე
08.03.2014

სპეციალისტების განცხადებით, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა მთავარი მიზეზი იოდის დეფიციტი ან მისი სიჭარბეა. მამაკაცებში თირეოტოქსიკოზი საკმაოდ ხშირად იწვევს სქესობრივი ფუნქციის მოშლას. საერთოდ კი, ამით ქალები მამაკაცებთან შედარებით 8-10-ჯერ უფრო ხშირად ავადდებიან, ძირითადად 30-50 წლის ასაკში. ხოლო ბავშვებსა და ხანდაზმულებში იგი იშვიათად ვითარდება.

მარიამ აფციაური
05.03.2014

მართვის მოწმობის აღება რთულდება. პრაქტიკულ გამოცდას კიდევ ერთი პუნქტი, ქალაქში ტარება დაემატება. მოსახლეობის ნაწილმა ეს ფაქტი დადებითად შეაფასა, ზოგი კი, პირიქით, დააფრთხო და გამოცდაზე გასვლა დააჩქარა. სხვათა შორის, მართვის მოწმობის გამოცდაზე გასვლის მსურველთა რაოდენობა ერთბაშად გაიზარდა.

მარი ჩიტაია
04.03.2014

რეგიონებში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გამარტივების გამო, მისი მოხმარების მასშტაბებიც იზრდება. მიუხედავად ამისა, სოფლის მოსახლეობას კომპიუტერის შეძენის შესაძლებლობა არ აქვს და ასეთ კატეგორიას ინტერნეტი მობილური ოპერატორების საშუალებით მიეწოდება.

თეა ბეჟიტაშვილი
03.03.2014

 უკვე რამდენიმე დღეა, სამების საკათედრო ტაძარი და ტაძრის მიმდებარე ტერიტორია მომლოცველებითაა სავსე. დედაქალაქის გარდა, მოსახლეობა რაიონებიდანაც ჩამოდის, რათა ტაძარში შესვლა და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებთან მიახლოება შეძლონ.

მარიამ აფციაური
01.03.2014

დღეს ქართველი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ეკლესიურად ცხოვრობს, ამას ადასტურებს თუნდაც წმინდანების მიმართ ხალხის დამოკიდებულება. მიუხედავად ამისა, ასტროლოგიური პროგნოზების პოპულარიზაცია შედეგს აღწევს და ადამიანებში გარკვეულ ინტერესს აღძრავს. "ეისითის" მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, დადგინდა, რომ თბილისის მოსახლეობის უმეტესობა, 54% ასე თუ ისე მსგავს ცრუ რწმენებს ენდობა და ითვალისწინებს.

მარი ჩიტაია
01.03.2014

ავტომფლობელები დარღვევებისას ახალი წესებით დაჯარიმდებიან. აღსანიშნავია, რომ ჯარიმები გაზრდილია ისეთ დარღვევებზე, რომლის შემთხვევაც მეტია. ხოლო მაღალი რისკის მქონე ავტოსაგზაო შემთხვევებზე სანქციები შერბილდა.

თამარ ურუშაძე
01.03.2014

ის შეიძლება ნებისმიერ ასაკში გამოვლინდეს, ზღვარი არ არსებობს, მათ შორის შესაძლოა ეს ჩვილ ბავშვებშიც მოხდეს, თუმცა, ფსორიაზი ბავშვთა ასაკში მაინც იშვიათობაა და დიაგნოზიც არ ისმება.

მაია აბაიაძე
28.02.2014

პირველი მარტიდან მართვის მოწმობები განსაზღვრული ვადით გაიცემა. მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, იმ პირის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობის, ვისაც მინიჭებული აქვს: ფ, იუ, ი, ე, თ, ფ1, ი1 კატეგორიები, (ქვეკატეგორიები) მოქმედების ვადა იქნება 15 წელი; ხოლო ვისაც აქვს: ს, სუ, ვუ, ს1, ს1უ, ვ1 და ვ1უ კატეგორიები (ქვეკატეგორიები), მათი მოქმედების ვადა იქნება 5 წელი.

მარიკა გოგოხია
25.02.2014

 დაზღვეულ პაციენტებს პოლიკლინიკებში სრული სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება უჭირთ. პრობლემას ხშირად ის დაზღვეულები აწყდებიან, რომელთაც შედარებით ძვირადღირებული გამოკვლევები სჭირდებათ. მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო ჯანდაცვა ასეთ შემთხვევაში სრულ ან თანადაფინანსებას გულისხმობს და ეს პროცესი გამჭვირვალეც არის, სრულყოფილ მომსახურებას პაციენტები რატომღაც ვერ იღებენ. მსგავსი ფაქტი ხშირია ექოკარდიოსკოპიისა და კომპიუტერული ტომოგრაფიის შემთხვევაში.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×