სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ქეთი თოდუა
    10.07.2010

      ყველა ხალხში, მიუხედავად ეროვნებისა, გავრცელებულისა სხვადახვა წესი, რომელსაც თითქმის ყველა გულმოდგინედ იცავს. ეს წესები რწმენებს ემყარება და მათი უმრავლესობა, შესაძლებელია, მართალი არც იყოს. ცრურწმენების ბევრ ადამიანს სჯერა და მათ მიხედვით მოქმედებენ ხოლმე. როგორც წესი, ყოველთვის გამოჩნდება თუნდაც ერთი რეალური მაგალითი, რომელიც არსებულ ცრურწმენებს ამართლებს და ზოგიერთი უფრო მეტად რწმუნდება მათ სისწორეში.

    მაკა ხარაზიშვილი
    10.07.2010

      გვალვის გამო ბოსტნეულის მოსავალი ხმება. სიცხეს ისიც ემატება, რომ კახეთსა და შიდა ქართლში ათეულობით სოფელს სარწყავი წყალი არ მიეწოდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ ასეთი ინფორმაცია არ აქვთ. თუ მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა, ისინი კომისიას გამოყოფენ და ზარალს დაითვლიან.

    ნინო ფრანგიშვილი
    10.07.2010

      ფსიქიატრიის დაფინანსების პროგრამიდან ალკოჰოლიზმის მკურნალობისთვის, შესაძლოა, თანხები გამოიყოს. ამის შესახებ "რეზონანსთან" საუბარში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ექიმ-ნარკოლოგმა კაკი გამყრელიძემ განაცხადა.

    ლანა ბერიძე
    09.07.2010

      ტელეკომპანია "მაესტროს" ამჟამინდელმა გენრალურმა დირექტორმა კახა ბექაურმა, რომელიც თავის დროზე სახელმწტფო ტელევიზიის დირექტორის მოადგილე იყო, გუშინ საგანგებო პრესკონფერენცია გამართა და 2000-2003 წლებში სახელმწიფო ტელევიზიის მიერ 9-მილიონიანი დავალიანების დაგროვების მიზეზი გაიხსენა. ბექაური იმ ფაქტს აპროტესტებს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ამნისტია შეეხო და ეს 9-მილიონიანი დავალიანება ჩამოაწერეს.

    ნანა ლაღაძიშვილი
    09.07.2010

      ჭარბი წონა უამრავ ადამიანს ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ პრობლემებს რომ უქმნის, ეს სიახლე არ არის. პრობლემები განსაკუთრებით ზაფხულში იჩენს ხოლმე თავს. სუსტი სქესის წარმომადგენლები გაზაფხულიდან იწყებენ ზრუნვას, რომ ზაფხულს ფორმაში მყოფნი შეხვდნენ და სამსახურში, კაფეში თუ ტელეფონზე ჭორაობისას ყველაზე აქტუალურ თემად სწორედ ამა თუ იმ დიეტის ეფექტურობა იქცევა ხოლმე.

    მაკა ხარაზიშვილი
    09.07.2010

      "თელასმა" მოსახლეობა დაამშვიდა, რომ 2015 წლამდე ტარიფი არ შეიცვლება. არადა მომხმარებლები 2008 წლის შემდეგ ტარიფის არათუ გაძვირებას, არამედ გაიაფებას ელის, ვინაიდან 2008 წელს "ეი-ი-ესის" მიერ განხორციელებული ინვესტიციების ამოღების თვადა დასრულდა, რომელიც ახლაც ტარიფში დევს. თუმცა ტარიფი რომ არ გაიაფებულიყო, ზურაბ ნოღაიდელმა პრემიერის თანამდებობით ისარგებლა და "თელასს" ხელშეკრულება გაუფორმა, სადაც მითითებულია, რომ ტარიფი 2015 წლამდე არ შეიცვლება.

    თიკო ოსმანოვა
    09.07.2010

      დღეიდან ცნობილი პარაფსიქოლოგის ირაკლი ლომაიასა და "კვირის პალიტრის" ჟურნალისტის, ხათუნა პაიჭაძის დავა სასამართლოში გადაინაცვლებს. "კვირის პალიტრა" და ჟურნალისტი ხათუნ პაიჭაძე პარაფსიქოლოგისგან პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის გამო მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 50 ათასი ლარის გადახდას ითხოვს.

    ქეთი თოდუა
    08.07.2010

      ზაფხულში, როგორც წესი, ვაკანსიების რაოდენობა იზრდება. შვებულებაში გასული თანამშრომლების ადგილების შევსებას კომპანიები სტაჟიორებისა და კონტრაქტორების დახმარებით ცდილობენ. კომპანიები ისეთ ადამიანებს ეძებენ, რომლებიც მთელი ზაფხულის განმავლობაში უხელფასოდ იმუშავებენ, სამაგიეროდ კი ყველანაირ საქმეს შეასრულებენ.

    მარი ჩიტაია
    08.07.2010

      ივნისის თვე ავტობიზნესისთვის მომგებიანი აღმოჩნდა. მომხმარებელი ამ პერიოდში განსაკუთრებით აქტიური იყო. ამის მიზეზად ავტოიმპორტიორები დოლართან ევროს ვარდნას ასახელებენ, რის გამოც საქართველოში იმპორტირებული ავტომობილების ნაწილი გაიაფდა.

    მაკა ხარაზიშვილი
    08.07.2010

      "სოკარმა" კახელებს გაზის ტარიფი 10 თეთრით გაუძვირა. ის, რაც თბილისელი აბონენტებისთვის აიკრძალა, კახელებისთვის დასაშვები აღმოჩნდა. 2008 წლის სექტემბრიდან, ენერგეტიკის მინისტრის ალეკო ხეთაგურის საფუძველზე, რომელიც გაზის ტარიფის ნაწილობრივ დერეგულირებას ითვალიწინებდა, ზუსტად იგივე გადაწყვეტილება მიიღო "ყაზტრანსგაზ-თბილისმა". კერძოდ, თბილისელი ახალი აბონენტებისვის გაზის ტარიფი 75 თეთრი გახდა. მაშინ, აბონენტების "ახალ" და "ძველად" დაყოფა დისკრიმინაციულად შეფასდა, შესაბამისად, ალეკო ხეთაგურმა კომპანიას მომხმარებლისთვის ერთი ტარიფის დაწესება მოსთხოვა. ამჯერად არათუ მომხმარებლის, არამედ თბილისელი და არათბილისელი მოსახლეობის დაყოფა მოხდა.

    ლილი ხმალაძე
    07.07.2010

      2009 წელს საქართველოში განქორწინების მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა. ამავდროულად იმატა ქორწინებისა და შობადობის რიცხვმაც. ამავე მონაცემებით გაზრდილია სიკვდილიანობის მაჩვენებელიც. დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებში ეჭვი შეაქვს. მისი მონაცემებით, სიკვდილიანობა და ემიგრაცია ერთად აღებული შობადობას კვლავ აჭარბებს და, შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობა მცირდება.

    ნანა ლაღაძიშვილი
    07.07.2010

      ზაფხულის დადგომისთანავე პრესაში დიდი ინტერესი გაჩნდა თუ სად აპირებენ არდადეგების გატარებას ხალხზე ზრუნვით გადაღლილი პატივცემული გვამები. საკანონმდებლო თუ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს მთასა და ზღვას შორის არჩევანის გაკეთება არ უწევთ. როგორც ირკვევა, ჯერ მთის კურორტებს მოივლიან და შემდეგ ზღვაზე მიიღებენ მზის აბაზანებს, რადგან სამსახურში დაბრუნებულებმა ნამზეურით მოიწონონ თავი. იმაზეც კი ბევრს ფიქრობენ,


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter