სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა წიკლაური
    01.06.2010

      საქართველოს შავიზღვისპირეთსა და თურქეთის კურორტებზე ტურისტების მიერ დასვენებისას დახარჯული თანხა თითქმის ერთმანეთს უტოლდება, ყოველ შემთხვევაში, როგორც ტურისტულ კომპანიებში აცხადებენ, ფასთა სხვაობა არც ისე დიდია. უფრო მეტიც, მათი თქმით, ხშირ შემთხვევაში, ადგილობრივი ტურისტი ბათუმსა და ქობულეთში უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე თუნდაც ანტალიაში.

    ელზა წიკლაური
    01.06.2010

      მოსახლეობაში საბანკო სექტორისადმი დამოკიდებულება არაერთგვაროვანია - ნაწილი ბანკებს ენდობა და ფულს, ანაბრის სახით იქ ინახავს, ნაწილი კი თვლის, რომ მისი დანაზოგი უსაფრთხოდ მხოლოდ სახლში იქნება. კიდევ ერთი ნაწილი კი, რომელსაც ბევრი ფული არ აქვს და, შესაბამისად, ვერც დანაზოგს აკეთებს, ამბობს, რომ ბევრი ფული რომ ჰქონდეს, მის შენახვას მხოლოდ ბანკებს ანდობს.

    ნანა ლაღაძიშვილი
    01.06.2010

      31 მაისს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში თამბაქოს კონტროლის ალიანსის ორგანიზებით თამბაქოს საწინააღმდეგო საერთაშორისო დღე აღნიშნეს. თამბაქოს ეპიდემიისადმი მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად ეს დღე 1987 წლიდან აღინიშნება. როგორც "თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ "რეზონანსთან" საუბრისას განაცხადა, 2010 წლის თამბაქოს საწინააღმდეგო საერთაშორისო დღის თემა გახდა გენდერი და თამბაქო.

    ელზა წიკლაური
    01.06.2010

      2009 წელს უმუშევრობის ზრდასთან დაკავშირებით კვლავ განსხვავებული ინფორმაციები ვრცელდება. "საქსტატის" მონაცემებით შარშან ეს მაჩვენებელი 0,5%-ით გაიზარდა და 17%-ს მიაღწია, გაერთიანებულ პროფკავშირებში კი ირწმუნებიან, რომ უმუშევრობამ ნახევარ პროცენტზე მეტით მოიმატა.

    მარი ჩიტაია
    29.05.2010

      თბილისმა ძვირი ქალაქის სტატუსის შენარჩუნება დიდი ხნის განმავლობაში შეძლო და მისი შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი არც ამჯერად შეცვლილა. შესაბამისად, მაღალია დედაქალაქის ცხოვრების დონე, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უმეტესობა სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა და კიდევ ათასობით ადამიანი ელოდება ამგვარი სტატუსის მინიჭებას, რომ ცხოვრების პირობები მცირედით მაინც გაიუმჯობესოს. სწორედ ეს ფაქტორი გახლავთ მიზეზი იმისა, რაც ექსპერტებს აფიქრებინებთ, რომ თბილისსა და რეგიონებში მცხოვრები ადამიანები სიღარიბის ზღვარზე იმყოფებიან. აქაც და იქაც ადამიანებს თვითგადარჩენისათვის უწევთ ბრძოლა.

    მარიამ ხიდაშელი
    29.05.2010

      მოსახლეობის დიდ ნაწილს ფულის ბანკში შენახვას სახლში დამალვა ურჩევნია. ევრობანკის ექსპერტების განცხადებით, საბანკო სექტორმა სერიოზული სამუშაოები უნდა ჩაატაროს, რომ დეპოზიტების მოცულობა გაზარდოს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით კი, საქართველოში დეპოზიტების მოცულობა იზრდება და პირველი მაისის მდგომარეობით იგი 3,7 მილიარდ ლარს შეადგენს.

    ქეთი თოდუა
    29.05.2010

      ქორწილის, ბავშვის დაბადების, დაბადების დღის, ნათლობის დიდი სუფრით აღნიშვნა საკმაოდ გავრცელებულია მთელ საქართველოში. გრანდიოზული სუფრით აღინიშნება სკოლის, უმაღლესი სასწავლებლების დასრულებაც.
      გარდა ამისა, ქორწინებიდან 10, 20 თუ 25 წელი, სკოლის დამთავრების მრგვალ-მრგვალი თარიღები და მსგავსი თავყრილობები ბევრი ადამიანისთვის დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან ერთად შეკრების მიზეზია.

    ელზა წიკლაური
    28.05.2010

      სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასება ახალი მეთოდოლოგიით იწყება. პირველი ივნისიდან მაცივარი და ტელევიზორი ფუფუნების საგნად არ ჩაითვლება და ეს საგნები ოჯახის ბაზაში მოხვედრისთვის დამაბრკოლებელი ფაქტორი აღარ გახდება. შეფასებისას ყურადღება ისეთ საგნებზე გაკეთდება, როგორიცაა ძვირადღირებული გამათბობლები, სატელიტური ანტენა, პლაზმური ტელევიზორი და ა.შ. ამასთან, გათვალისწინებული იქნება, არის თუ არა ესა თუ ის ნივთი იურიდიული პირის მიერ ნაჩუქარი.

    ელზა წიკლაური
    28.05.2010

      2007 წლის 30 იანვარს მეტროსადგურ "დელისთან" მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 3-სართულიანი (ერთი სართული სარდაფი იყო) მინებიანი შენობა დაანგრია, საერთო ჯამში, 494 კვადრატული მეტრი. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფაქტიდან 3 წელზე მეტი გავიდა, დღემდე არც დამნაშავე დასჯილა და უფრო მეტიც, საკუთრების უფლების ხელყოფისგან მიყენებული ზარალი არც ერთი მეწილესთვის არ აუნაზღაურებიათ.

    მაკა ხარაზიშვილი
    28.05.2010

      11 და 21 ივნისს ტყეები აუქციონზე ისევ გავა. ამჯერად ეკონომიკის სამინისტრო გრძელვადიანი ტყითსარგებლობის აუქციონზე ლიცენზიის გასაცემად 3 ლოტს გაიტანს - წინანდლის ტყეები, პანკისის ხეობა და ხუბერი (სამეგრელო ზემო სვანეთი). 21 ივნისის აუქციონზე კი თითქმის მთელი პანკისი გავა. სპეციალისტები ყველაზე მეტად პანკისის ხეობის ტყეების გაჩეხვამ გააღიზიანა. მათი განცხადებით, ამ ხეობაში უნიკალური ჯიშის ხეებია, გარდა ამისა პანკისი სასაზღვრო ზოლია და ხელისუფლება ეს ტერიტორია არათუ "გაანადგუროს", არამედ დაცულ ტერიტორიად უნდა გამოაცხადოს.

    მაკა ხარაზიშვილი
    27.05.2010

      მენავთობეებს მოგების მარჟა კიდევ უფრო მეტად გაეზარდათ. გამოდის, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობპროდუქტები გაძვირდება თუ გაიაფდება, ქართველი ნავთობიმპორტორები ჯიბეს გამუდმებით ისქელებენ. თითქმის ერთი თვეა, საერთაშორისო ბაზრებზე ბენზინის ფასი მინიმუმამდე შემცირდა, საქართველოში კი საწვავი ზოგმა კომპანიამ 5 თეთრით, ზოგმა კი მხოლოდ 3 თეთრით გააიაფა.

    ლანა ბერიძე
    27.05.2010

      დღეიდან ტელეკომპანია "მაესტრო" ახალი სამაუწყებლო ბადით გავა ეთერში. როგორც "რეზონანსს" არხის გენდირექტორმა კახა ბექაურმა განუცხადა, განახლებული მაუწყებლობა დღეს 20:00 საათზე დაიწყება. ტელეკომპანიის ახალ სამაუწყებლო ბადესთან დაკავშირებულ დეტალებს ბექაური არ აკონკრეტებს. ის არც იმას ამბობს, თუ რა ტიპის გადაცემები გავა ეთერში და ვინ წაიყვანს მას.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter