სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    თამთა ქარჩავა
    14.05.2010

      წვევამდელების სამხედრო სამსახურში გაწვევა დასრულდა. მომავალ კვირას კი ფიცის დადების ცერემონია გაიმართება. ახალი გაწვევა კი სექტემბრიდან დაიწყება. თუმცა ამის პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერის სანაცვლოდ ჯარში გაწვევებით მანიპულირება ხდება. ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ჯამბულ ბაკურაძე.

    სალომე გოგოხია
    13.05.2010

      თბილისის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთი გაუპატიურების საქმის განხილვა დაასრულა. 27 წლის მამაკაცს, რომელსაც მეზობლის მცირეწლოვანი გოგონას გაუპატიურება ედებოდა ბრალად, მოსამართლე ზვიად ესებუამ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროცესზე დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.

    წერილი
    13.05.2010

    ნატა გიორგაძე

      თუ საგადასახადომ სუპერმარკეტებსა და სხვა ტიპის სავაჭრო დაწესებულებებთან მიმართებაში წინასაარჩევნოდ მარწუხები ოდნავ მოუშვა, სამაგიეროდ, რესტორნებისა და კვების ობიექტებისთვის მოიცალა და თანაც მთელი ძალით. სულ ორიოდე დღის წინ გადამხდელები ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის ერთ-ერთი კანდიდატის კუთვნილ რესტორანშიც შევიდნენ და სხვა რესტორნებისგან განსხვავებით მხოლოდ ერთი დღე დაჰყვეს. მიზეზი კი მეპატრონის მიერ "საქმეში" მისი ხელმძღვანელობის ჩარევა გახდა. აღნიშნული რესტორნიდან წამოსული საგადასახადო გზირები კი თავს უკვე სხვა რესტორნებს "დაესხნენ".

    მაკა ხარაზიშვილი
    13.05.2010

      სააკაძის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობა "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისგან" წყალს ითხოვს. მოსახლეობის განცხადებით, უკვე მეოთხე თვეა, წყალი თითქმის არ მიეწოდებათ, ვინაიდან გაიწელა მიმდებარე ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები. კომპანიაში კი აცხადებენ, რომ ნაძალადევის რაიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, რომელიც უკვე დასრულებულია და მოსახლეობას წყლით მომარაგება რამდენიმე დღეში აღუდგება.

    თამთა ქარჩავა
    13.05.2010

      8 მაისს ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ვახტანგ აბუაშვილმა თბილისში, რუსთაველის ძეგლთან გიორგი გამცემლიძე მოკლა. 2 წლის თავზე გამცემლიძის მკვლელობაში მსჯავრდებული ვახტანგ აბუაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. 2-წლიანი პატიმრობის ვადა აბუაშვილს 7 მაისს ეწურებოდა, თუმცა 6 მაისს გიორგობას გაათავისუფლეს.

    სალომე ცეცხლაძე
    12.05.2010

      ინფორმატიკის პროექტების საერთაშორისო კონკურსზე, რომელშიც 40-მდე ქვეყნის 140 პროექტი მონაწილეობდა, საქართველომ ვერცხლის მედალი აიღო.

    სალომე გოგოხია
    12.05.2010

      1997 წელს გლდანში მომხდარი გაუპატიურებისთვის ბრალდებული სანდრო ჭ. სასამართლომ დაუსწრებლად გაასამართლა. მოსამართლე მაია ჯვარშეიშვილმა მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. არსებული კანონმდებლობის თანახმად, სასამართლო პროცესები ბრალდებულის დაუსწრებლად მიმდინარეობდა.

    ქეთი თოდუა
    12.05.2010

      ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე, აბიტურიენტებმა, როგორც წესი, თავიანთი არჩევანი დააფიქსირეს. მათ პრიორიტეტების მიხედვით ჩამოწერეს მათთვის სასურველი ექვსი ფაკულტეტი. აღმოჩნდა, რომ ფასების შემცირების მიუხედავად, კერძო უმაღლესი სასწავლებლები კვლავ ჩრდილში მოექცნენ. აბიტურიენტები და მათი მშობლებიც წელსაც სახელმწიფო უნივერსიტეტებს ამჯობინებენ.

    ეკა ბასილაია
    11.05.2010

      "კავკასიაში" მომხდარი შეხლა-შემოხლის აქტიური მონაწილე სასულიერო პირის დაჯილდოება ამ ინციდენტს არ უკავშირდება და მანამდე იყო დაგეგმილი, აცხადებენ საპატრიარქოში. პატრიარქის პრესმდივანმა "რეზონანსს" განუცხადა, რომ მამა დავით ისაკაძე "სიტუაციას ანეიტრალებდა", "ბარიერის" წამყვანი კი ირწმუნება, რომ სწორედ მამა დავითი იყო შეხლა-შემოხლის ერთ-ერთი წარმმართველი.

    ელზა წიკლაური
    11.05.2010

      იმ ფონზე, როდესაც კრედიტ-ინფოს მონაცემთა ბაზაში ურჩ გადამხდელთა რაოდენობა თვიდან თვემდე ისევ იზრდება და საერთო ჯამში უკვე 300 ათასსაც გადააჭარბა, "ბიზნეს-რეზონანსმა" გადაწყვიტა მოსახლეობის ბანკებისადმი დამოკიდებულებასა და ურთიერთობასთან დაკავშირებით რიგით მეორე, მცირე სატელეფონო გამოკითხვა ჩაეტარებინა. ამიტომ ისევ შემთხვევით შერჩევის პრინციპით 50 ადამიანი ტელეფონით გამოვკითხეთ და ასეთი მარტივი შეკითხვა დავუსვით - რა ურთიერობა აქვთ მათ ბანკებთან, ერიცხებათ ხელფასი, სარგებლობენ კრედიტით თუ გახსნილი აქვთ ანაბარი?

    მაკა ხარაზიშვილი
    11.05.2010

      ისევ მედლები, რესტორანი და ერთჯერადი 200-ლარიანი დახმარება - მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს მთავრობამ მხარდაჭერა ასე აღუთქვა. წინასაარჩევნოდ, სოციალურად დაუცველი ადამიანებით მანიპულირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საპიარო ბერკეტია. არადა, ომის ვეტერანთა რიცხვი ყოველწლიურად სწრაფად იკლებს. ამჟამად სულ 6000-მდე ომის ვეტერანია საქართველოში. საუკეთესო შემთხვევაში მათი დახმარება 129 ლარით განისაზღვრება.

    მარი ჩიტაია
    11.05.2010

      კომპიუტერული კურსების შემსწავლელი ცენტრების დიდ ნაწილს ბოლო პერიოდში მუშაობა საგრძნობლად გაუაქტიურდა. ამ ბიზნესის წარმომადგენელთა თქმით, აქამდე მოთხოვნის შემცირება, ძირითადად, ფინანსური კრიზისით იყო გამოწვეული. მართალია, კრიზისი ახლაც იგრძნობა, მაგრამ ამ ეტაპზე მოსახლეობა შედარებით გამოცოცხლდა, რაც გარკვეულწილად, თბილისის მერიის ფარგლებში მიმდინარე დასაქმების პროგრამის აქტიურობითაც არის გამოწვეული. სპეციალისტები იმასაც კი ამბობენ, რომ მერიამ კომპიუტერის შემსწავლელ ორგანიზაციებს ამ პროგრამით ერთგვარი რეკლამაც გაუკეთა, რის გამოც რამდენადმე მოიმატა კომპიუტერის შემსწავლელთა რაოდენობამ ორგანიზაციებშიც.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter