სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნინო საბაშვილი
    11.04.2010

      ნასას მეცნიერის მიერ გამოთვლილი დედამიწის ღერძის 8 სანტიმეტრით გადახრა აიტაცა ესჯერ უცხოეთის, შემდეგ კი საქართველოს საინფორმაციო საშუალებებმა და საზოგადოების, რაღაც ნაწილში აჟიოტაჟი, გაურკვევლობა და ათასი მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

    წერილი
    10.04.2010

      განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი რუსთავში კინო "რუსთაველის" ფოიეში მე-9 სასწავლო - სამეცნიერო გამოფენას ეწვია და სხვადასხვა სკოლის მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიისა და მათემატიკის შემეცნებითი - სასწავლო პროექტები დაათვალიერა.

    წერილი
    10.04.2010

    გადაწყვეტილება #001

    ქ. თბილისი 2010 წლის 25 მარტი
      საბჭოს თავმჯდომარე:  ეთერ თურაძე
      საბჭოს წევრები: ელისო ჩაფიძე; ხათუნა გოგაშვილი; ნინო ზურიაშვილი; მერაბ მერკვილაძე; ირაკლი აბსანძე; მაია მეცხვარიშვილი; ლია ჩახუნაშვილი.
      განმცხადებლები: ფიზიკური პირები - ა. ჭ, პ. ჯ, რ. ფ;
      წევრი: ჟურნალისტი - ნათია კობერიძე.

    ქეთი თოდუა
    10.04.2010

      ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე აბიტურიენტებმა უნივერსიტეტები უნდა აირჩიონ. სასურველი ფაკულტეტების გარდა, აბიტურიენტები არჩევანს უნივერსიტეტის პრესტიჟულობისა და გადასახადის მიხედვითაც არჩევენ.

    ქეთი თოდუა
    07.04.2010

      ქართული, უძველესი ტრადიციის მიხედვით, ქართველი ქალის უმთავრესი მოვალეობა ოჯახის მოვლა, საოჯახო საქმეების კეთება და სამზარეულოში ფუსფუსია. დროის ცვლილებისა და გენდერული თანასწორობის მიუხედავად, ეს ტრადიცია მაინც ძალაში რჩება.

    მაკა ხარაზიშვილი
    06.04.2010

      ერთი ადამიანი მგზავრობისთვის თვეში, დაახლოებით, 45 ლარს ხარჯავს. თუ გავითვალისწინებთ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში ღარიბი მოსახლეობის რაოდენობა 40%-ს გასცდა, 45 ლარს ერთი ადამიანის თვიურ ხარჯებში საკმაოდ დიდი წილი უჭირავს. საწვავის გაძვირების ფონზე მგზავრობის კიდევ უფრო გაძვირებაა მოსალოდნელი და, შესაძლოა, ამ მიმართულებით გაწეული ხარჯები კიდევ უფრო გაიზარდოს.

    ელზა წიკლაური
    06.04.2010

      ქვეყანაში რომ მომხმარებელთა უფლებები ყოველ ნაბიჯზე ირღვევა, ცხადია. ამაზე საექსპერტო წრეებში უკვე დიდი ხანია საუბრობენ. მართალია, საქართველოში სურსათის უვნებლობის სამსახური არსებობს, მაგრამ მას კანონით კონტროლი ჯერჯერობით შეჩერებული აქვს, შესაბამისად, ქართული ბაზარი ისევ ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტებით გაჯერებული რჩება. სპეციალისტები ამის მთავარ მიზეზად ხარისხის კონტროლის არარსებობას ასახელებენ, უვნებლობის სამსახურში კი ირწმუნებიან, რომ ისინი ბაზარზე გასაყიდად გამოტანილი პროდუქციის მონიტორინგს თითქმის ყოველთვის აწარმოებენ.

    სააგენტო
    06.04.2010

    ნატა გიორგაძე

    მობილური კომპანიების მიერ დაწესებული ტარიფების გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება. "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" დასკვნამ, სადაც ტარიფების სიძვირეზე სალსახად იყო საუბარი, უკვე პოლიტიკური ელფერიც მიიღო. ლეიბორისტები ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიების მხრიდან ტარიფების განახევრებას ითხოვენ და მიზნის მიღწევამდე გაჩერებას არ აპირებენ.

    ქეთი თოდუა
    03.04.2010

      ვნების კვირა - დიდმარხვის ბოლო და აღდგომის წინა კვირაა. ამ კვირაში თითოეული დღე გარკვეულ რელიგიურ დატვირთვას ატარებს. სწორედ ამ დღეებში მოხდა საიდუმლო სერობა, ზიარების საიდუმლოს დაწესება, უფლის გაცემა, პილატეს სამსჯავრო, იესო ქრისტეს ჯვარცმა, მისი სიკვდილი და დასაფლავება.

    წერილი
    01.04.2010

    ნანა ლაღაძიშვილი 

    აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა, რაც განპირობებულია იმით, რომ სადღესასწაულო დღეებში საგრძნობლად მოიმატებს დედაქალაქიდან გამსვლელთა რაოდენობა. მგზავრთა დიდ ნაკადს ელოდებიან ავტოსადგურებშიც. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც სამარშრუტო ტრანსპორტის მძღოლები ერთმანეთს წუთებს აღარ უთვლიან, შეუვსებელ სავარძლებს არ ანგარიშობენ და არ წუწუნებენ, ცარიელი მივდივარო.

    ქეთი თოდუა
    01.04.2010

      "დღეს პირველი აპრილია, მოტყუება ადვილია" - ამ ფრაზას ხვალ მთელი დღის განმავლობაში გაიგონებთ. საქართველოში და ბევრ სხვა ქვეყანაში მოტყუების დღეა. პირველი აპრილს ყველა ცდილობს ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მეგობრებს, თანამშრომლებს რაღაც მოატყუოს და ამით გარშემომყოფები გაამხიარულოს.

    სალომე ცეცხლაძე
    30.03.2010

      "მანქანაში დაბორკილებული პირველად მე ჩამსვეს, ხოლო შალვა დვალიაშვილი ამ მანქანის ქვეშ იყო შესული. მისი წაქცევისა და ცემის მომენტს ვხედავდი, როგორ წააქციეს, როგორ ურტყამდნენ (იგულისხმება საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები - ავტორი) და მან ის შეძლო, რომ სხეულის ნაწილები გადაერჩინა და ხოხვით შევიდა მანქანის ქვეშ. ამის შემდეგ გამოათრიეს ფეხებით და კიდევ დაუწყეს ცემა", - ეს ამონარიდია პატრულის დაუმორჩილებლობისთვის დაკავებული ადვოკატის კახა სოხაძის მიერ ქუთაისის სახალხო დამცველის აპარატისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებითი წერილიდან.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter