სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ლილი ხმალაძე
    13.07.2010

      დღეიდან განსაკუთრებულად მაღალი ტემპერატურა კლებას დაიწყებს. სინოპტიკოსები ამბობენ, რომ 21 ივლისამდე მთელს საქართველოში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდანელი.

    მარი ჩიტაია
    13.07.2010

      ზაფხულის ცხელი დღეებისგან თავის დაღწევას სახელისუფლო თუ კერძო სექტორში მომუშავე ადამიანები კუთვნილი შვებულების საშუალებით ადვილად ახერხებენ. უფრო სწორი შეფასება იქნებოდა გვეთქვა, რომ ამ მხრივ კერძო სექტორში მომუშავეებს ბედი ნაკლებად სწყალობთ. ამის მიზეზი უხელფასო შვებულებების მეთოდია, რასაც ეკონომიკური კრიზისის საბაბით ამა თუ იმ კომპანიის ხელმძღვანელები ბოლო დროს ხშირად მიმართავენ. თუმცა, "პროფკავშირებში" ასეთ ინფორმაციას არ ადასტურებენ და აცხადებენ. რომ უხელფასო შვებულების გაცემა შეიძლება მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში დაფიქსირდეს. მისი აუნაზღაურებლობა შრომითი უფლებების დარღვევას ნიშნავს.

    ნანა ლაღაძიშვილი
    13.07.2010

      აგრარულ ბაზრებსა და თბილისის შემოგარენში საზამთრო უკვე დიდი რაოდენობით გამოჩნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსავალი მოწეულია. შეიძლება ითქვას, საზამთრო ერთადერთი ხილია, რომლის რეალიზაციაზე ზრუნვაც სახელმწიფოს არ უწევს, ისევე როგორც ყურძნისა და ციტრუსის შემთხვევაში. ამ უკანასკნელის რეალიზაცია რუსეთის ბაზრის ჩაკეტვის შემდეგ სერიოზულ პრობლემად იქცა. საქართველოში კი საზამთროს მოსავალი არც ისეთი დიდი რაოდენობითაა, რომ მისი ექსპორტი პოლიტიკას დაუკავშირდეს.

    მარი ჩიტაია
    13.07.2010

      ახალი საგადასახაო კოდექსი მეორე მოსმენით 16 ივლისს დაგეგმილ პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე განიხილება. წესით და რიგით კოდექსის შეცვლილ-შესწორებული ვარიანტი უკვე ინტერნეტსივცეში უნდა ყოფილიყო განთავსებული, მაგრამ ეს ყველაფერი მთავრობის მორიგი ფანდი აღმოჩნდა. მთავრობის საპარლამენტო მდივანი აცხადებს, რომ ელექტრონული ვერსია ინტერნეტში რამდენიმე დღეში გამოჩნდება. მანამდე კი, სავარაუდოდ, განხილვა იქნება და კოდექსის საბოლოო ვარიანტი ისევ არავის ექნება ნანახი. საპარლამენტო უმრავლესობაც დროს იხელთებს და კოდექსს მეორე მოსმენითაც უმალ დაამტკიცებს.

    გიორგი გირკელიძე
    12.07.2010

    სპეციალურად "მთელი კვირისთვის" ოზურგეთიდან
       
      13 ივლისს საქართველოში პედაგოგები გამოცდაზე შეეცდებიან დაამტკიცონ და გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები, რათა შემდეგ სერტიფიცირებულნი გახდნენ. პედაგოგების უმეტესობა ფიქრობს, რომ გამოცდებს ჩააბარებენ. ამ მიმართულებით "მთელი კვირასთან" განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი საუბრობს.

    მარი ჩიტაია
    10.07.2010

      საქართველოში კომუნალური გადასახადების გაძვირების ახალი ტალღა დაიწყო. პირველი ამ მხრივ რეგიონებია. მაგალითად, გურიაში უკვე დაიწყეს საუბარი დასუფთავების საფასურის გაზრდასთან დაკავშირებით, კახეთში გაზის გადასახადი ძვირდება. სავარაუდოდ, ტენდენცია სხვა რეგიონებზეც გავრცელდება და ბოლოს, ალბათ, საერთო სენი დედაქალაქამდეც ჩამოაღწევს.

    ქეთი თოდუა
    10.07.2010

      ყველა ხალხში, მიუხედავად ეროვნებისა, გავრცელებულისა სხვადახვა წესი, რომელსაც თითქმის ყველა გულმოდგინედ იცავს. ეს წესები რწმენებს ემყარება და მათი უმრავლესობა, შესაძლებელია, მართალი არც იყოს. ცრურწმენების ბევრ ადამიანს სჯერა და მათ მიხედვით მოქმედებენ ხოლმე. როგორც წესი, ყოველთვის გამოჩნდება თუნდაც ერთი რეალური მაგალითი, რომელიც არსებულ ცრურწმენებს ამართლებს და ზოგიერთი უფრო მეტად რწმუნდება მათ სისწორეში.

    მაკა ხარაზიშვილი
    10.07.2010

      გვალვის გამო ბოსტნეულის მოსავალი ხმება. სიცხეს ისიც ემატება, რომ კახეთსა და შიდა ქართლში ათეულობით სოფელს სარწყავი წყალი არ მიეწოდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ ასეთი ინფორმაცია არ აქვთ. თუ მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა, ისინი კომისიას გამოყოფენ და ზარალს დაითვლიან.

    ნინო ფრანგიშვილი
    10.07.2010

      ფსიქიატრიის დაფინანსების პროგრამიდან ალკოჰოლიზმის მკურნალობისთვის, შესაძლოა, თანხები გამოიყოს. ამის შესახებ "რეზონანსთან" საუბარში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ექიმ-ნარკოლოგმა კაკი გამყრელიძემ განაცხადა.

    ლანა ბერიძე
    09.07.2010

      ტელეკომპანია "მაესტროს" ამჟამინდელმა გენრალურმა დირექტორმა კახა ბექაურმა, რომელიც თავის დროზე სახელმწტფო ტელევიზიის დირექტორის მოადგილე იყო, გუშინ საგანგებო პრესკონფერენცია გამართა და 2000-2003 წლებში სახელმწიფო ტელევიზიის მიერ 9-მილიონიანი დავალიანების დაგროვების მიზეზი გაიხსენა. ბექაური იმ ფაქტს აპროტესტებს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ამნისტია შეეხო და ეს 9-მილიონიანი დავალიანება ჩამოაწერეს.

    ნანა ლაღაძიშვილი
    09.07.2010

      ჭარბი წონა უამრავ ადამიანს ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ პრობლემებს რომ უქმნის, ეს სიახლე არ არის. პრობლემები განსაკუთრებით ზაფხულში იჩენს ხოლმე თავს. სუსტი სქესის წარმომადგენლები გაზაფხულიდან იწყებენ ზრუნვას, რომ ზაფხულს ფორმაში მყოფნი შეხვდნენ და სამსახურში, კაფეში თუ ტელეფონზე ჭორაობისას ყველაზე აქტუალურ თემად სწორედ ამა თუ იმ დიეტის ეფექტურობა იქცევა ხოლმე.

    მაკა ხარაზიშვილი
    09.07.2010

      "თელასმა" მოსახლეობა დაამშვიდა, რომ 2015 წლამდე ტარიფი არ შეიცვლება. არადა მომხმარებლები 2008 წლის შემდეგ ტარიფის არათუ გაძვირებას, არამედ გაიაფებას ელის, ვინაიდან 2008 წელს "ეი-ი-ესის" მიერ განხორციელებული ინვესტიციების ამოღების თვადა დასრულდა, რომელიც ახლაც ტარიფში დევს. თუმცა ტარიფი რომ არ გაიაფებულიყო, ზურაბ ნოღაიდელმა პრემიერის თანამდებობით ისარგებლა და "თელასს" ხელშეკრულება გაუფორმა, სადაც მითითებულია, რომ ტარიფი 2015 წლამდე არ შეიცვლება.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved