სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ქეთი თოდუა
    27.02.2010

    თევზაობა და ნადირობა მამაკაცებში საკმაოდ პოპულარულია. მათთვის ეს მხოლოდ გართობისა და დროის სასიამოვნოდ გაყვანის საშუალება არაა. თევზაობაში და ნადირობაში გარკვეული აზარტიც დევს. ამიტომ მოყვარულებიცა და პროფესიონალებიც ყოველთვის განსაკუთრებულად ემზადებიან, სანამ სანადიროდ ან სათევზაოდ წავლენ.

    თიკო ოსმანოვა
    26.02.2010

    "ყველამ დაინახოს, რომ საქართველოს მსოფლიოს რუკიდან ვერავინ წაშლის" - ამ დევიზით გუშინ, 1921 წლის უკუპაციის მორიგ წლისთავთან დაკავშირებით, თბილისის ქუჩებში სხვადასხვა არსამთავრობო ორგანიზაციებისა და უმაღლესი სასწავლებლების მიერ ორგანიზებული რამდენიმე საპროტესტო მსვლელობა და ფოტო გამოფენა მოეწყო.
    აქციის მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ რუსეთი აგრესორი ქვეყანაა და საქართველო არასდროს შეეგუება თავისუფლების დაკარგვას.

    ლანა ბერიძე
    26.02.2010

    გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მეწყერის, ღვარცოფისა და წყალდიდობების საშიშროება იზრდება. მარტის შუა რიცხვებიდან, მას შემდეგ, რაც თოვლი დნობას დაიწყებს, საფრთხე ერთიორად მატულობს.

    სალომე ცეცხლაძე
    26.02.2010

    თბილისის მერიის წინ ახალგაზრდების ერთმა ნაწილმა აქცია გამართა. ისინი მერიას ახალი ორგანიზაციის - "ჩვენი ხმა გიგი უგულავას" ქალაქის ბიუჯეტიდან დაფინანსებაში ადანაშაულებენ. ორგანიზაციის დამფუძნებელი და თბილისის მერია კი ამ ფაქტს უარყოფენ.

    თამთა ქარჩავა
    25.02.2010

    "საქართველოში სასამართლოს მიმართ ნდობამ 66%-ს მიაღწია," - ასეთი განცხადება გააკეთა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა, რომლის თქმით, ეს მაჩვენებელი გაეროს მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით მიიღეს.
    განსხვავებული პოზიცია აქვთ ადვოკატებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც კუბლაშვილს მოსახლოების შეცომაში შეყვანის მცდელობაში სდებენ ბრალს.

    მარი ჩიტაია
    25.02.2010

    წინასაარჩევნო მარათონზე გაჭირვებული ადამიანების პრობლემებმა თითქოს წინა პლანზე წამოიწია. ერთი შეხედვით ასე ჩანს, თუმცა სატელევიზიო კადრებს მიღმა ხალხის ცხოვრება ბევრად მძიმეა და რეალობისგან აბსოლუტურად განსხვავებული. წინასაარჩევნო დაპირებებში მიწისძვრით დაზარალებულები რატომღაც გამორჩათ. მათ შესახებ დრო და დრო ვიგებთ, როდესაც სტიქია შემოუტევთ ან ვიღაც უბედური შემთხვევის მსხვერპლი ხდება.

    ნინო ფრანგიშვილი
    25.02.2010

    ჰეპატიტ ცე-სთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრას ცდილობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც გუშინ სპეციალურად შეიკრიბნენ. შეკრების მიზანი საქართველოში ინფიცრებული მოსახლეობისთვის მკურნალობის ხელმისაწვდომობის მოგვარებაა. კავშირი "ნაბიჯი მომავლისაკენ", ღია საზოგადოების ინსტიტუტის (აშშ), ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით სპეციალური სტრატეგიული გეგმის შემუშავებას იწყებს.

    ლანა ბერიძე
    25.02.2010

    საზოგადოებრივი რადიოს თანამშრომლებს მარტიდან კონტრაქტი შეუწყდებათ. "რეზონანსის" ინფორმაციით, საუბარია 200-მდე ადამიანზე. თუმცა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენდირექტორი გია ჭანტურია ამბობს, რომ 200 გადამეტებული რიცხვია, მაგრამ რამდენ ადამიანს ემუქრება უმუშევრად დარჩენა, ჭანტურია ვერ აკონკრეტებს.

    მარი ოთარაშვილი
    25.02.2010

    "საქართველოს ხელისუფლებას აგდებული დამოკიდებულება რომ აქვს და რომ უყრუებს ოსური მხარის მოთხოვნას - რაიმე ტიპის ინფორმაცია მიაწოდოს უგზო-უკვლოდ დაკარგულ ოს ტყვეთა შესახებ - გარკვეულწილად ამით არის გამოწვეული ის, რომ ქართველების გატაცება-დაპატიმრება ერთი და იგივე ბრალდებით ("საზღვრის უკანონო გადაკვეთა") გახშირდა", - ამბობს კონფლიქტლოგი პაატა ზაქარეიშვილი.

    თიკო ოსმანოვა
    24.02.2010

    "მხოლოდ სახლებზე მიყენებული ზარალის ოდენობა 650 ათასი ლარია, გარდა ამისა, 50 ათას ლარზე მეტი ამოძირკვული ხეების მოჭრასა და ლიკვიდაციას დასჭირდება" - ეს ქარისგან მიყენებული ზარალის ოდენობაა, რომელიც გუშინ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა დათვალა. თუმცა, რაც შეეხება სხვა რაიონებს, მათი ზარალი ჯერ ცნობილი არ არის. ქალაქის მერიაში იფიცებიან, რომ ქარისგან მიყენებულ ზარალს სრულად ანაზღაურებენ.

    ეთერ ბალაძე
    22.02.2010

    ე.წ. თურქი მესხები 1944 წელს გაასახლეს საქართველოს სამხრეთ რაიონებიდან. 1999 წელს საქართველომ ევროსაბჭოს წინაშე ოფიციალურად იკისრა ისტორიულ სამშობლოში მათი დაბრუნების ვალდებულება. ორიოდე წლის წინ პარლამენტმაც მიიღო შესაბამისი კანონი.

    ირმა ჩაფიძე
    22.02.2010

    წელიწადნახევარია, ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს. ქეთი ხუციშვილი, გარდა საერთაშორისო ფონდებში მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილებისა, იმითაც გამოირჩევა, რომ თანამშრომლებმა ის ყველაზე კომუნიკაბელურ და ხალისიან უფროსად დაასახელეს. შესაბამის სერტიფიკატს ფონდის ხელმძღვანელის სამუშაო მაგიდის გვერდით აღმოაჩენთ.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved