სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ლილი ხმალაძე
    14.12.2009

    "აიცინხარა" - ერთი მიწის შვილები - საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად აფხაზების მიერ შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მიზანიც აფხაზებისა და მათი შერეული ოჯახების გაერთიანება და სოციალურ-ჰუმანიტარული პროგრამების განხორციელებაა. როგორც ჩვენთან საუბრისას ამ ორგანიზაციის წევრებმა თქვეს, სწორედ კულტურული, ჯანდაცვისა თუ სპორტული პროექტებით აპირებენ ურთიერთობას აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობასთან, რადგან დაინტერესება საკმაოდ დიდია.

    ეკა ბასილაია
    13.12.2009

    პოსტსაბჭოთა ქვეყნების ისტორიის სახელმძღვანელოებში რუსეთის "მტრის ხატად" წარმოჩენის იდეოლოგიას რუსი მეცნიერები ეწინააღმდეგებიან და ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოს ერთობლივად შედგენის თხოვნით გამოდიან.
    დასკვნა მოამზადეს რუსმა ისტორიკოსებმა ალექსანდრე დანილოვმა და ალექსანდრე ფილიპოვმა, რომლებიც რუსეთის ისტორიის გახმაურებული სახელმძღვანელოს ავტორები არიან.

    თათია ლიპარტია
    13.12.2009

    რესპუბლიკის მოედნის განვითარების საკითხი გაურკვეველია. მოედანი, რომელიც საბჭოთა საქართველოსთვის საკმაოდ აქტუალური იყო, რადგან იმდროინდელ საქართველოში აღლუმების ჩასატარებლად თბილისს გამორჩეული ადგილი სჭირდებოდა, დღეს თითქმის უფუნქციოა. თბილისელი არქიტექტორები იმასაც აცხადებენ, რომ ძველი "ივერია" ბევრად უფრო კარგად ჯდებოდა თბილისის არქიტექტურაში, ვიდრე დღევანდელი "რედისონი".

    ეკა ლემონჯავა
    13.12.2009

    5 იანვარს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში საბავშვო "ევროვიზიის" შარშანდელი გამარჯვებული ჯგუფი "ბზიკები" მეგობრებთან ერთად კონცერტს გამართავს. საღამოზე მსოფლიო საახალწლო ჰიტებთან ერთად ჯგუფის რამდენიმე ახალი სიმღერაც გაიჟღერებს. როგორც "კვირის რეზონანსთან" "ბზიკების" სტუდიის მუსიკალურმა დირექტორმა, მომღერალმა კახა კუხიანიძემ აღნიშნა, ეს იქნება გრანდიოზული შოუ-კონცერტი.

    ეკა ლემონჯავა
    13.12.2009

    5 იანვარს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში საბავშვო "ევროვიზიის" შარშანდელი გამარჯვებული ჯგუფი "ბზიკები" მეგობრებთან ერთად კონცერტს გამართავს. საღამოზე მსოფლიო საახალწლო ჰიტებთან ერთად ჯგუფის რამდენიმე ახალი სიმღერაც გაიჟღერებს. როგორც "კვირის რეზონანსთან" "ბზიკების" სტუდიის მუსიკალურმა დირექტორმა, მომღერალმა კახა კუხიანიძემ აღნიშნა, ეს იქნება გრანდიოზული შოუ-კონცერტი.

    გიორგი ფუტკარაძე
    12.12.2009

    საქართველოში იტალიის საელჩომ თბილისში, "ევროპულ სახლში" იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფუძნებული პროექტი "არგო" წარმოადგინა.
    პროექტი საზოგადოება "საქართველო-იტალია"-სთან და თბილისის "ევროპულ სახლთან" ერთად თანამშრომლობით ხორციელდება და წარმოადგენს მონაცემთა ბაზას, რომელიც შეიცავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების შედეგად ასეულობით იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდის მონაცემებს.

    მარი ოთარაშვილი
    12.12.2009

    საუნივერსიტეტო ქვეყანა - გერმანია ქართველებისთვის, უმეტესწილად დამწყები სტუდენტებისა თუ მეცნიერთათვის, მრავალმხრივ საინტერესო სასწავლო პროგრამებს ახორციელებს. საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, უფასო სწავლება ან სწავლის დაბალი საფასური, სხვა ევროგაერთიანების წევრი ქვეყნებისგან შედარებით იაფი ცხოვრების პირობები - სწორედ ეს გახლავთ ვფფვ-ის (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის) მთავარი მიზანი.

    მაკა კალაძე
    12.12.2009

    "აბა, თუ მეტყვით, "ჯორჯია" (გეორგია) სად მდებარეობს?" - ამ შეკითხვით იწყებს ხოლმე პირველ ლექციას, ვინაიდან ფიქრობს, რომ უპირველესად აუდიტორიამ უნდა გაიგოს, თუ "რა დიდი ისტორიის და ერის წარმომადგენელია".
    ნათია სირაბიძე ზეპირი კომუნიკაციის საფუძვლებს (საჯაროდ სიტყვით გამოსვლა) ნიკოლსონის სახელობის კომუნიკაციის სკოლაში (ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ასწავლის. იგი მასწავლებელ-ასისტენტია და საგნის ლაბორატორიულ-პრაქტიკული ლექციები მიჰყავს.

    ქეთი თოდუა
    12.12.2009

    ბოლო რამდენიმე წელია ადამიანის განათლება და ცოდნა სერტიფიკატების რაოდენობით განისაზღვრება. რაც უფრო მეტი სერტიფიკატი და დიპლომი აქვს - მით უფრო დაფასებულია. არადა, საყოველთაოდ დადგენილია, რომ ადამიანს ცოდნა და განათლება თავში უგროვდება და არა ქაღალდებში.
    სერტიფიკატების "შეგროვებით" გატაცებულ ადამიანთა ორი ნაწილი არსებობს: პირველი ნაწილი თავს მხოლოდ იმით იწონებს, რომ სმ-ში ბევრ გრაფას ავსებს. მეორე ნაწილი კი აღებულ სერტიფიკატებსა თუ დიპოლომებს თვალსაჩინო ადგილას გამოფენს - ბინაში, სამუშაო კუთხესთან ან თუ ოფისი აქვს, აუცილებლად ოფისში, საკუთარ მაგიდასთან.

    სალომე ცეცხლაძე
    12.12.2009

    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველად შუალედური გამოცდა ონლაინ გამოცდის სახით ჩატარდა. ეს ელექტრონული სწავლების განვითარების პროგრამის ფარგლებში მოხდა. პროგრამა გულისხმობს ელექტრონული სწავლების გამოყენებას ტრადიციულ ფორმის სწავლებასთან ერთად.

    ნინო ცხოიძე
    12.12.2009

    საქართველოში ახალი სატელევიზიო არხის გახსნის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას თბილისში და, თურმე, საზღვარგარეთაც კი, დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. მით უმეტეს, რომ მისი სახელწოდება - "პირველად კავკასიაში", ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანებისთვის, სწორედ საქართველოს ხელისუფლების პოზიციასთან ასოცირდება და თუ აქამდე ხშირად გვესმოდა ფრაზა "პირველად საქართველოში", ახლა, მათი თქმით, ცხადი გახდა, რომ სააკაშვილის გეგმები და სარეკლამო პროპაგანდა კავკასიაზე გავრცელებასაც ითვალისწინებს.

    მარი ოთარაშვილი
    11.12.2009

    "პრინტერი რომ შეგატანინოთ, ოკუპანტები წაგართმევენ და მერე ჩვენთან დაიწყებ ჩივილს - მიშველეთ, მიშველეთო", - ამ მოტივით გუშინ ახალგორის მოსწავლე-ახაგაზრდობის სახლის დირექტორს, თამარ მეარაყიშვილს უკვე მეორედ ქართულმა ბლოკ-საგუშაგომ გზის გაგრძელების უფლება არ მისცა. ამის გამო მეარაყიშვილს, მიუხედავად ათასგვარი ძალისხმევისა, ოკუპირებულ რაიონში შესვლა პრინტერის გარეშე მოუწია.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved