სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ლანა ბერიძე
    01.12.2009

      საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც მისი ადვოკატი ქეთი ბექაური აცხადებს, უკიდურესად გართულებულია. იგი უკვე 35 დღეა შიმშილობს.

    ნათია ახალაია
    21.11.2009

    ცოტა ხნის წინ მიხეილ სააკაშვილი ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტს ეწვია და იქ კიდევ ერთელ ისაუბრა ილიას გზაზე. რას ნიშნავს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ილიაზე მუდმივი აპელირება და სინამდვილეში, რა ღირებულებებით ვმოძრაობთ თანამედროვე სამყაროში?

    ია აბულაშვილი
    21.11.2009

    საქართველოსა და უკრაინისათვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის ("მაპ") მინიჭების საკითხზე დეკემბერში ბრიუსელში ნატოს მინისტერიალზე იმსჯელებენ. ამის შესახებ ალიანსის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აფხაზეთს და ე.წ. სამხრეთ ოსეთს საქართველოს ტერიტორიის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს.

    ელზა წიკლაური
    21.11.2009

    ხელისუფლება თუ ერთი ხელით დევნილებისთვის ფართების დაკანონების პროცესს ახორციელებს, მეორე ხელით იმავე დევნილებს იმ საცხოვრებელი ფართებიდან ასახლებს, სადაც ისინი უკვე წლებია ცხოვრობენ. ბოლო ორი კვირის განმავლობაში მარტო თბილისში კომპაქტურად ჩასახლებული ადგილებიდან დევნილების გამოსახლების სულ მცირე 5 შემთხვევა დაფიქსირდა. ერთ-ერთი უკანასკნელი კი გუშინ მოხდა, აფხაზეთიდან დევნილები 37-ე საბავშვო ბაღიდან გამოასახლეს, მიზეზად კი შენობის ავარიულობა და იმავე შენობის დევნილების მიერ უკანონოდ დაკავება დაასახელეს.

    თამაზ კუპრეიშვილი
    21.11.2009

    ქართული ბლოგების კატალოგის ცცც.იდწპკწდდ.პუ-ს პრეზენტაცია გაიმართა 20 ნოემბერს, ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" ოფისში. ბლოგკატალოგი სწორედ აღნიშნული ფონდის ფინანსური მხარდაჭერით შექმნა "ომედია სტუდიამ".

    ეთერ ბალაძე
    19.11.2009

    ქალაქის მერის პირდაპირ არჩევნებში საარჩევნო ბარიერისათვის გააფრთებული ბრძოლა მიმდინარეობს, რომლის დიაპაზონი 30-დან 50%-მდე მერყეობს. რესპუბლიკელი ვახტანგ ხმალაძე "რეზონანსთან" საუბარში აცხადებს, რომ ხელისუფლება ადგილობრივი არჩევნების გასაყალბებლად ადმინისტრაციულ მექანიზმს გამოიყენებს.

    ია აბულაშვილი
    19.11.2009

    ევროკავშირმა საქართველოს კონფლიქტურ ტერიტორიებზე, შესაძლოა, სატელიტური დაკვირვება აწარმოოს. ქართული მხარე ამ ინიციტივით ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ გამოვიდა, თუმცა ტექნიკური და ფინანსური პრობლემების გამო მაშინ უარი მიიღო.

    ეკა ბასილაია
    19.11.2009

    საქართველოში სამხედრო რეზერვის ახალი, რეფორმირებული სისტემის პროექტი უკვე მზადაა და ის 2010 წლიდან ამოქმედდება. ეროვნული გვარდიის სარდლის, ზურაბ არსოშვილის თქმით, პროექტი უახლოეს პერიოდში პარლამენტს განსახილველად წარედგინება.

    ელზა წიკლაური
    18.11.2009

    დეკრეტული შვებულებების თანხა ისევ იგვიანებს. ამჯერად ამ საკითხით საპარლამენტო ოპოზიცია დაინტერესდა და ჯანდაცვის სამინისტროსგან შესაბამისი ახსნა-განმარტებები მოითხოვა. დეკრეტული შვებულებების დაგვიანებას "რეზონანსთან" საუბარში მშობიარეებიც ადასტურებენ, როგორც ჩვენი რესპონდენტი (რომელიც დედა ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში გახდა) ამბობს, დღემდე კუთვნილი 600 ლარი არ მიუღია.

    გელა მთივლიშვილი
    18.11.2009

    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს, რომ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემები საჯარო არ არის. მოქმედი კანონმდებლობით დაცული უნდა იყოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაც. კანონი ბავშვის გაშვილების ან გაშვილობილების თაობაზეც ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებას კრძალავს. საკანონმდებლო ვალდებულებების მიუხედავად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე ცცცყთთფყპწმყპუ გამოქვეყნებულია ინფორმაცია, რომელიც, იურისტების თქმით, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას არღვევს და არასრულწლოვანთა ინტერესებს სრულად უგულებელყოფს.

    გიორგი ფუტკარაძე
    18.11.2009

    ბათუმის რაიონულ სასამართლოში "მოძრაობის ერთიანი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის ეკა ბესელიას ძმის, სერგო ბესელიასა და შვილის, რატი მილორავას სასამართლო პროცესი და ოპოზიციის მხარდამჭერი აქცია დღეს გაიმართება.

    მარი ოთარაშვილი
    17.11.2009

    "ნუ გგონიათ, რომ ჩვენ გვაქვს ასეთი დავალება - ბავშვები აუცილებლად ციხეში ჩავსვათ. ასეთი რამე არ გაგვიკეთებია და არც გავაკეთებთ," - ირწმუნება "რეზონანსთან" საუბარში ედუარდ კოკოითის მრჩეველი, კოსტა ძუგაევი. მისივე თქმით, 4 ნოემბერს გატაცებული 4 ტირძნისელი მოზარდის მიმართ, მიუხედავად მათი "დამნაშავეობისა", ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება მაქსიმალურად ლოიალური იქნება.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved