თამთა ჩაჩანიძე 14.10.2022
„შეიძლება ადამიანებს 3, 4 და 5 წელი ანგარიშებზე და ქონებაზე ყადაღა ედოთ, მაგრამ სასამართლოში არავის არ ასამართლებენ. მეც მაქვს მიმდინარე საქმე, რომელიც სტრასბურგში მაქვს გასაჩივრებული და უკვე წარმოებაშია მიღებული. ადამიანების ქონებას ყადაღა სამი წელია ადევს და ამ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, ჯერ არავინ არ დაუჭერიათ, ჩემი კლიენტის ქონება დაყადაღებულია, რომელიც გარდაცვლილი დედისგან და მამისგან მემკვიდრეობით აქვს მიღებული," - აცხადებს „რეზონანსთან" ადვოკატი და ეკონომიკური სამართლის ანალიტიკოსი აკაკი ჩარგეიშვილი.
|
ელზა პაპოშვილი 13.10.2022
ვინ არის ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე პასუხისმგებელი? - ამ კითხვაზე პასუხი ახლა გამოძიებამ უნდა გასცეს. ვაკის პარკში შადრევნის თითქმის 13 მილიონი ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოებს მერიის დაკვეთით კომპანია "გრინსერვის პლიუს" აწარმოებდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შადრევნების კასკადს ბოლო ინსპექტირება 29 აგვისტოს ჩაუტარდა. აღსანიშნავია რომ "გრინსერვისს" ჰყავდა ასევე კონტრაქტორი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული კასკადებისა და შადრევნების ელექტრომომარაგებასა და სუსტი დენებით უზრუნველყოფაზე.
|
ელზა პაპოშვილი 12.10.2022
თელავის რაიონულმა სასამართლომ მეგობარი ქალის მკვლელობისთვის დაკავებულ 22 წლის თორნიკე გამხვეტელაშვილს, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე მამუკა წიკლაურმა სრულად გაითვალისწინა პროკურატურის მოთხოვნა, სადაც სახელმწიფო ბრალდება, პატიმრობას მოითხოვდა და განმარტავდა, რომ ბრალდებულის მხრიდან არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე.
|
ელზა პაპოშვილი 11.10.2022
საზარელი მკვლელობა თბილისში - ვაჟა-ფშაველაზე ნაქირავებ ბინაში მოკლული უკრაინელი ქალის ცხედარი იპოვეს. სავარაუდოდ, ქალი ერთი კვირის მოკლული უნდა იყოს. მეზობლები სახლიდან უსიამოვნო სუნმა შეაწუხა, თუმცე ვერ ხვდებოდნენ რა იყო მიზეზი. მკვლელობის შესახებ კი მაშინ შეიტყვეს, როდესაც ქალს ტაქსის მძღოლმა მოაკითხა და მისი ამბით დაინტერესდა. ახალგაზრდა ქალი ტაქსით ხშირად სარგებლობდა და რადგანაც ერთი კვირის განმავლობაში არ გამოჩნდა, მძღოლს ეჭვი გაუჩნდა, რომ რაღაცაში იყო საქმე.
|
ელზა პაპოშვილი 10.10.2022
ფემიციდის მორიგი ფაქტი კახეთში - თელავში ალაზნის ქუჩაზე, 26 წლის ქალი მცირეწლოვანი შვილების თვალწინ, მეგობარმა მამაკაცმა ჯერ სასტიკად სცემა, შემდეგ კი აბაზანაში ყელი გამოჭრა. ამ საზარელ ფაქტს 6 წლის გოგონა და მისი წლინახევრის და შეესწრნენ. გოგონა დახმარებას მეზობლებისგან ითხოვდა, თუმცა, როცა ვერაფერს გახდა, გვერდით კორპუსში მცოვრებ ბებიასთან გაიქცა. გოგონას დედამ დახმარებისთვის პოლიციაში დარეკა, თუმცა, ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ქალი უკვე მოკლული დახვდათ, მამაკაცი კი გაქცეული.
|
რეზონანსი 09.10.2022
თბილისში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ნაქირავებ ბინაში ირანის მოქალაქე 20 წლის მამაკაცმა 40 წლის საქართველოს მოქალაქე ქალი მოკლა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, ის მოკლულის ცხედარს სახლში 2 დღის განმავლობაში მალავდა.
|
თამთა ჩაჩანიძე 09.10.2022
განათლების სამინისტრო პროფესიული სასწავლებლების რეფორმას იწყებს, რაც გულისხმობს იმას, რომ სასწავლებლები სტუდენტებს ძველებურად არა მხოლოდ პროფესიის შესწავლას უზრუნველყოფენ, არამედ სხვადასხვა სერვისებს შესთავაზებენ და ისეთი მნიშვნელოვანი კომპეტენციების განვითარებისკენ იქნება მიმართული, რომელიც ადამიანებს უკვე დასაქმების ბაზარზე დაეხმარება.
|
მამუკა ნაცვალაძე 08.10.2022
ერეკლე მეორის საგარეო პოლიტიკის შესწავლამ ცალსახად დაგვანახა პრობლემისადმი ისტორიოგრაფიის არამართებული მეთოდოლოგიური მიდგომა - საკითხი განიხილება მხოლოდ პოლიტიკურ სამკუთხედში - რუსეთთან, ოსმალეთსა და ირანთან ურთიერთობის კონტექსტში, ისე თითქოს ამ სამკუთხედს მიღმა საქართველოსთვის სამყარო არ არსებობს. შესაბამისად, ამ პრიზმიდან გამოტანილი დასკვნები ვერ იქნება ობიეტური.
როგორც ჩვენმა უახლოესმა კვლევებმა აჩვენა, ბერძნული პროექტი, XVIII ს-ის 60-90-იანი წლების ევროპის გადანაწილების გეგმა, იყო ის მთავარი კონცეპცია, რომელზეც მეფე ერეკლემ თავისი საგარეო და საშინაო პოლიტიკა ააწყო. თავად ბერძნულ პროექტს კი უმნიშვნელოვანესი წანამძღვრები გააჩნდა.
1453 წელს კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ ევროპა ოსმალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ვატიკანს უმძიმესი მდგომარეობიდან თავის დახსნის ერთდერთ ვარიანტად რჩება შექმნას ერთგვარი ბუფერი, რაც მაჰმადიანთა სვლას შეუშლის ხელს დასავლეთის მიმართულებით. სწორედ ასეთ ბუფერად სჭირდება მას მოსკოვის სამთავრო.
|
თეონა ვეშაგური 06.10.2022
ახალი 2022 წლის კვლევით, ინტელექტის დონით (IQ) საქართველო 85-ე ადგილს იკავებს და რეგიონულ ჭრილში გვისწრებს ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ყირგიზეთის გარდა. ექსპერტი რამაზ საყვარელიძე აღნიშნულის გამომწვევ მიზეზებზე „რეზონანსთან" საუბრობს და პრობლემის გადაჭრის გზებს ასახელებს.
|
ელზა პაპოშვილი 05.10.2022
თბილისში, საირმის ქუჩაზე სისხლიანი გარჩევა მოხდა, რა დროსაც ახალგაზრდა კაცი დაჭრეს.შემთხვევა ღამის საათებში მოხდა. ადგილობრივები რამდენჯერმე გასროლის ხმამ გააღვიძათ. ახალგაზრდებს შორის დაწყებული სიტყვიერი დაპირიპირება დაჭრით დასრულდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, გასროლის და ყვირილი ხმა გაიგეს. მათივე თქმით, კაცს ჭრილობა ფეხის არეში ჰქონდა მიყენებული. ერთ-ერთი ვერსიით მამაკაცს თავს ნაცნობი დაესხა, რომელიც ჩასაფრებული ელოდებოდა. ხოლო დაჭრის მოტივი ეჭვიანობაა. მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.
|
ელზა პაპოშვილი 04.10.2022
დმანისის პოლიციაში გამოკითხვების სერია სამშაბათს გვიანობამდე გაგრძელდა. კრიმინალური პოლიცია საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი დმანისის მუზეუმის დირექტორის, გოჩა კილაძის საქმეზე მის თანამშრომლებს ჰკითხავდა. როგორც თანამშრომლები ამბობენ, პოლიცია კითხვებს სვამს აუდიტის დასკვნაზე და იმაზე, ხომ არ ხდებოდა დირექტორზე ვინმეს მხრიდან ზეწოლა, რის გამოც მას შესაძლოა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა.
|
რეზონანსი 04.10.2022
საქართველოში შობადობა ბოლო 8 წელია მუდმივად მცირდება და სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ქვეყანა უკვე დემოგრაფიული კოლაფსია, საიდანაც გამოსვლა ძალიან რთული იქნება. მათი თქმით, ეს პრობლემა კორონავირუსის პანდემიამ კიდევ უფრო გაამძაფრა. გარდა ამისა, დემოგრაფიული კრიზისის ერთ-ერთ მიზეზად რეპროდუქციულ ასაკში მყოფნი ადამიანები მიგრაციაში ყოფნაც სახელდება.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|