ელზა პაპოშვილი 01.08.2022
ცხვარიჭამიაში, მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე რვავე დაკავებული წინასწარ პატიმრობაში რჩება. 7 ბრალდებული, რომელთა ნაწილს ხულიგნობას, ნაწილს კი დანაშაულის დაფარვას ედავებიან, ბრალს არ ეთანხმება. აღიარებითი ჩვენება მხოლოდ დავით ჯიჯეიშვილმა მისცა, რომელმაც 20 წლის მირიან კუკავა დანით სასიკვდლოდ დაჭრა.
|
თამთა ჩაჩანიძე 21.07.2022
იწყება თუ არა კორონავირუსის მეშვიდე ტალღა - საქართველოში კორონავირუსული შემთხვევების რიცხვი ყოველკვირეულად იზრდება, გაზრდილია ეპიდვითარებისთვის დამახასიათებელი ყველა ინდიკატორი, თუმცა სიკვდილიანობა საგანგაშო არაა და დღეში მაქსიმუმ ერთი ადამიანია. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ქვეყანაში ომიკრონის ქვეშტამები ცირკულირებს, რომლიც ძირითადად მსუბუქად მიმდინარეობს.
|
ელზა პაპოშვილი 17.07.2022
მკვლელობა მარნეულში - სოფელ მეორე ქესალოში 60 წლის მამაკაცი მამიდაშვილმა მოკლა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, დაპირისპირება ნათესავებს შორის ყოფით ნიადაგზე დაიწყო. თვითმხილველების თქმით, მამიდაშვილს მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა.
|
მამუკა ნაცვალაძე 15.07.2022
1801 წლის 12 სექტემბერს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე I-მა მანიფესტს მოაწერა ხელი, რომელიც რუსეთის შემადგენლობაში ქართლ-კახეთის სამეფოს შესვლას ითვალისწინებდა. ეს იყო დამოუკიდებელი სახელმწიფოს ანექსია, რაც არ გახლდათ თავსებადი ერთმორწმუნეობის იმ იდეოლოგიურ პოსტულატთან, რუსეთის საიმპერატორო კარი რომ ერთგულებდა თითქოს.
ერთია მანიფესტის შედგენა და მეორე მისი გაცნობა ხალხისთვის, რომელსაც იმ ხანად ორიათასწლოვანი სახელმწიფოებრივი ტრადიცია გააჩნდა. აშკარა იყო - სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო კარი ხვდებოდა მანიფესტზე მარტო იმპერატორის ხელის მოწერა რომ არ კმაროდა. ალექსანდრე დიდხანს ფიქრობდა, სად და რა ფორმით უნდა გამოეცხადებინა ქართველებისთვის ის, რომ მათ სახელწიფოს აღარ უნდა ეარსება.
რუსეთის საიმპერატორო კარის იდეოლოგებმა მხოლოდ შვიდი თვის შემდეგ მიაგნეს გამოსავალს. საცნაური კი ის გახლდათ, რომ რუსეთმა თავისი მზაკვრული იმპერიული მიზნების შესაფუთად ქართველთა უდიდესი სიწმინდე, წმინდა ნინოს ჯვარი გამოიყენა. სწორედ წმინდა ნინოს ჯვარი მოუძღოდა 1802 წლის აპრილში საქართველოში შემოსულ რუსთა არმიას.
|
ელზა პაპოშვილი 14.07.2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა მესხეთში ოჯახში დავა დაჭრით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, 65 წლამდე მამაკაცს შვილთან კონფლიქტი მოუვიდა, რის შემდეგაც სანადირო თოფიდან გაისროლა, საფანტი შემთხვევით მეორე შვილს მოხვდა. ახალგაზრდა ქალს ჭრილობა ყელისა და გულის არეში აქვს მიყენებული. ის კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს.
|
ელზა პაპოშვილი 13.07.2022
კილონახევარი ყალბი მონეტების და ქურდული გარჩევების საქმეზე პოლიციამ აჭარაში, თბილისსა და რუსთავში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს - ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. პოლონეთის პოლიციის შემდეგ ე.წ. კანონიერ ქურდს მინდია გორაძეს, იგივე სლავასოღლის, ახლა ქართული პოლიციაც ეძებს. მას ქურდულ გარჩევაში დისტანციურად მონაწილეობას ედავებიან. დანაშაულები 3-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
|
ელზა პაპოშვილი 12.07.2022
პოლონეთის პოლიცია ქართველ ე.წ. კანონიერ ქურდებს ეძებს. ძებნილთა შორის არის კრიმინალური ავტორიტეტი მინდია გორაძე, იგივე „ლავასოღლი“. ქართველი ქურდის დასაკავებლად სპეცოპერაცია პოლონეთის სხვადასხვა ქალაქში მიდის. მას პოლიცია, ვარშავის გარდა, სხვა ქალაქებშიც ეძებს. ე.წ. ქურდული „სხოდკა“ ჩაშლილია.
|
ელზა პაპოშვილი 11.07.2022
საქართველოს მოქალაქე 35 წლის მამაკაცი საბერძნეთში არასრუწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. როგორც ბერძნული მედია წერს, მამაკაცს გამოძიება მეგობარი ქალის შვილზე ძალადობას ედავება. 14 წლის გოგონამ ამის შესახებ პოლიციას ინფორმაცია თავად მიაწოდა.
|
ელზა პაპოშვილი 10.07.2022
თბილისში, უროთი ქმრის მიერ მოკლული 58 წლის ქალი მორიგი მძიმე ფემიციდის სტატისტიკის ნაწილია. მეზობლები მომხდარი მძიმე ფაქტის ახალ დეტალებზე ყვებიან. მათი ინფორმაციით, ქალი ქმარმა მძინარე საწოლში მოკლა, ხოლო ფაქტს მათი ქალიშვილი შეესწრო, რომელიც შეშინებული გაიქცა და ტელეფონზე ძმასთან დარეკვა შეძლო.
|
ელზა პაპოშვილი 08.07.2022
მმართველი გუნდი ოპოზიციურ სპექტრს კვლავ მათთან მუშაობისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ის პარტიები რომლებიც მონაწილეობას არ იღებენ 12 პუნქტის შესრულებაში, კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ მათ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არ სურთ. "ქართულ ოცნებაში" ასევე აცხადებენ,რომ თანამშრომლობაზე უარის თქმა, პოლარიზაციას კიდევ უფრო გააღრმავებს, რაც რადიკალური ოპოზიციის მიზანია.
|
რეზონანსი 08.07.2022
სანამ საქართველოში მონიტორინგის კომისია არ ჩამოვა და სიტუაციას არ შეაფასებს, იქამდე ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების საკითხზე საუბარი სერიოზული არ იქნება, აცხადებს პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი.
|
თეონა ვეშაგური 07.07.2022
ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულების საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნული პლატფორმის" წარმომადგენლები იყვნენ მიწვეული. პაპუაშვილი ამ საკითხზე სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან და კოლეგებთანაც მართავს შეხვედრებს, თუმცა ოპოზიციის ნაწილი მათში მონაწილეობაზე უარს აცხადებს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|