ელზა პაპოშვილი
26.03.2021

ემუქრება თუ არა საფრთხე ვაშლიჯვრის მოსახლეობას და უნდა მოხდეს თუ არა მათი ევაკუაცია? - მოსახლეობა აბობს, რომ ისინი მიწის  პატარა  ბიძგებს გრძნობენ და  მეწყერის ჩამოწაოლის სფრთხე არსებობს. ამიტომაც ქალაქის მერს კახა კალაძეს სთხოვენ, რომ მათი სახლებიდან გაყვანა მოხდეს. ისინი თავს მშვიდად ვერ გრძნობენ და არ გამორიცხავენ, რომ მიწამ მოწყვეტის შემთხვევაში მათი სახლები ჩაიტანოს. 

ია აბულაშვილი
26.03.2021

მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელსაც კულტურის სფეროს ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა, ამბობს, რომ ასეთი თავდასხმა არა თუ ნაადრევია, არამედ გაუმართლებელიც.

ელზა პაპოშვილი
26.03.2021

არსებობს მოსაზრება, თითქოს კოვიდგადატანილებისთვის არ არის რეკომენდებული 6 თვემდე ვაქცინაცია, ეს არის დეზინფორმაცია და მტკნარი ტყუილი. გული მწყდება, რომ ვიღაცები ცდილობენ ეს ტრაგედია კომერციული მიზნებით გამოიყენონ, აცხადებს „რეზონანსთან“ ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში აკაკი ზოიძე და ამატებს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა ვაქცინაციის პროცესის დისკრედიტაცია არ მოხდეს. 

ელზა პაპოშვილი
25.03.2021

„ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოშია. მას შენახვის განსაკუთრებული პირობები სჭირდება, ეს არის -70 გრადუსი, ამიტომ ის მხოლოდ 3 დიდ ქალაქში, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში 6 კლინიკაზე გადანაწილდება. ჩამოსულია 29 250 ათასი დოზა, რაც 14 ათას ადამიანს ყოფნის, რადგან აცრა ორჯერ კეთდება.

 

ელზა პაპოშვილი
25.03.2021

კრიმინალური გარჩევა კახეთში - გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში ადგილობრივებმა დილის 8 საათზე ავტომატიდან მიჯრით გასროლის ხმა გაიგონეს, გარეთ გამოსულებმა კი გაიგეს, რომ მათ თანასოფლელზე თავდასხმა მოხდა. ავტომობილში, სადაც  4 ადამიანი იჯდა, ავტომატით დაცხრილეს. მანქანაში საჭესთან მჯდომი მამაკაცი ადგილზევე დაიღუპა, 3 დაჭრილმა კი თავს გაქცევით უშველა. 

ელზა პაპოშვილი
24.03.2021

რა გახდა თურქეთში 25 წლის თეონა თუაშვილის სასტიკი მკვლელობის მოტივი კვლავ უცნობია. ჯერჯერობით მისი ოჯახის წევრები და ახლობლები დანაშაულის სხვდასახვა  ვერსიებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ შესაძლოა სასტიკი დანაშაული გოგონას ქმარს უკავშირდებოდეს. 

ია აბულაშვილი
24.03.2021

მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე დადებითად აფასებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას დარჩეს პოლიტიკაში და შექმნას ახალი პარტია - დარწმუნებულია, რომ თავისი ავტორიტეტით გახარია წარმატებას მიაღწევს.

ელზა პაპოშვილი
23.03.2021

2-თვიანი ძებნის შემდეგ, პოლიციამ საკუთარი მამის სასტიკ მკვლლეობაში ეჭვმიტანილი 22 წლის ახალგაზრდა დააკავა. მკვლელობა 21 იანვარს ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში მოხდა. როდესაც მეზობლებმა 60 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს, მისი შვილი იქვე ტრიალებდა და მასზე ეჭვი არავის გასჩენია. თუმცა, პოლიციის მოსვლის შემდეგ იგი უკვალოდ გაქრა.

თამთა ჩაჩანიძე
23.03.2021

პენიტენციური სამსახურის ცნობით, დაწესებულების ექთანს კორონავირუსზე ტესტი 18 მარტს ჩაუტარდა და უარყოფითი პასუხის შემდეგ, იმავე დღეს „ასტრაზენეკას" ვაქცინით აიცრა. 20 მარტს კი მას კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორ და რატომ შეიძლებოდა ეს ასე მომხდარიყო?

ელზა პაპოშვილი
22.03.2021

სპეციალისტები შიშობენ, რომ თუ კი საქართველოში ვაქცინაციის პროცესი ჩავარდება და მოსახლეობა და მედიკსოები აცრაზე უარს იტყვიან, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღა გარდაუვალია. მათი თქმით, ასევე, აუცილებელია, რომ პირბადის ტარების წესები 95%-მდე ავიდეს და ყველა ის წესები დავიცვათ, რაც  რეგულაციებით არის გათვალისწინებული. კორონავირუსისი მესამე ტალღა აპრილშია მოსალოდნელი, ამიტომაც მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.  

ია აბულაშვილი
22.03.2021

ცნობილი მეცნიერი, აკადემიკოსი თემურ ნანეიშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას ახალი პარტიის შექმნასთან დაკავშირებით დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ქართული საზოგადოება დიდი ხანია ელოდება ქვეყანაში გაჩნდეს მესამე პოლიტიკური ძალა.

ელზა პაპოშვილი
20.03.2021

რუსთავში, მე-4 სკოლის მიმდებარედ, არასრუწლოვანმა გოგონამ თანატოლი ცივი იარაღით დაჭრა. გოგონებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება 19 მარტს ღამით, კომენდანტის საათის დროს მოხდა, რომელიც შემდეგ ჩხუბში გადაიზრადა.


Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×