რეზონანსი
18.12.2022

წელიწადის ნებისმიერ დროს კოპენჰაგენი განსაკუთრებით მშვენიერია, ნებისმიერ ამინდში ამ ქალაქში შეიძლება აღმოაჩინო რაღაც გამორჩეული განსხვავებული და საინტერესო - მასში არის ზღაპარი, რომელსაც ბავშვობაში გვიამბობდნენ, ან ანიმაციურ ფილმებში გვაქვს ნანახი.

არქიტექტურული ორიგინალურობა თავისებური შეფერილობით (ლაჟვარდისფერი), პატარა და ლამაზი არხებით დასერილი ქუჩები, სამეფო დინასტიის ისტორია დიდებული სასახლეებითა და ტაძრებით, შუასაუკუნოვანი ნიჰავნის (ძველი პორტი) მაგია და რაც მთავარია უამრავი მომღიმარი სახეები მთლიანობაში ერთ ლამაზ ზღაპარს ქმნის.

და თუ ესეც არ არის საკმარისი ტივოლის ბაღები საოცნებო ბავშვობაში ნამდვილად გადაგიყვანთ, თავისი საოცარი ატრაქციონებით, ბაღებით, წარმოდგენებით, რესტორნებითა და კაფეებით.

რამდენჯერაც არ უნდა ნახო კოპენჰაგენი, მასში ყოველთის რაღაც ახალს, განსაკუთრებულს და შენთვის საინტერესოს აღმოაჩენ - ნებისმიერ ჯერზე, როდესაც ბრუნდები კოპენჰაგენში - ბრუნდები შენს ტკბილ ბავშვობაში, ზღაპარში, რომელზეც ყოველთის ოცნებობდი.

კოპენჰაგენი დანიის დედაქალაქი და ასევე მუნიციპალიტეტის სახელი, რომელშიც იგი მდებარეობს. 1,116,979 მცხოვრებით კოპენჰაგენი დანიის უდიდესი ქალაქია.

 კოპენჰაგენი დანიის ეროვნული პარლამენტის, მთავრობისა და მონარქიის ბინაა.

კოპენჰაგენის კლიმატი ოკეანურია. მთელი წლის განმავლობაში ატლანტიკური დაბალი წნევა გავლენას ახდენს ქალაქის ატმოსფეროზე, რის გამოც ის არასტაბილური ამინდებით ხასიათდება. გარდა ივლისისა და სექტემბრისა ნალექი ზომიერადაა, ეს თვეები კი კოპენჰაგენში განსაკუთრებული ნალექით გამოირჩევა. შედარებით უფრო ცივ თვეებში, მარტსა და დეკემბერში, ხშირია თოვლიანი და წვიმიანი ამინდები, რა დროსაც ტემპერატურა 0 ან უფრო დაბალ გრადუსზე ეცემა. ამ თვეებში ასევე ხშირია თოვლის ქარბუქი.

კოპენჰაგენში წლის ყველაზე მზიანი თვე ივნისია. ამ დროს დღის განმავლობაში საშუალოდ 18 საათი მზეა. მიუხედავად ნალექისა, ყველაზე ცხელ თვედ ივლისი მიიჩნევა, როდესაც დაფიქსირდა საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა 22 °C-ა. ამის პარალელურად, ნოემბრის თვეში მზე საშუალოდ 8 საათს ანათებს, დეკემბრიდან თებერვლამდე კი ეს დრო 7 საათამდე მცირდება. თებერვალი განსაკუთრებით მშრალი თვეა. განსაკუთრებული ამინდის პირობებში ზამთარში შეიძლება 50 სმ სიმაღლის თოვლი მოვიდეს სულ რაღაც 24 საათში, ზაფხულის ტემპერატურამ კი შესაძლოა 33 °C-საც მიაღწიოს.

მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო სეზონურად განსხვავდება დღე-ღამისა და მზის სინათლის დროც. ზაფხულობით მზე დილის 04:26 საათზე ამოდის და 21:58 საათზე ჩადის, რაც 17 საათსა და 32 წუთს უდრის. ზამთარში კი მზე 08:37 საათზე ამოდის და ჩადის 15:38 საათზე, რაც 7 საათის ტოლია.

ალექსანდრე ანდრიაძე

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×