სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    25.01.2017

     ქართულ ჭიდაობას, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა. აღნიშნული ინიციატივა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ეკუთვნის. ამასთანავე "რეზონანსისთვის" ცნობილი გახდა, რომ არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსის მინიჭება იგეგმება "ქართული სუფრის ტრადიციასა და კულტურისთვის". მომავალში კი, აღნიშნული სტატუსი ქართულ მინანქარსაც მიენიჭება.

    სამინისტროს ინფორმაციით, 24 იანვარს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, "ქართულ ჭიდაობას" ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის სტატუსი მიენიჭა. აქამდე "ქართულ ჭიდაობას" არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წელს მიანიჭა.

    "ქართული ჭიდაობა ჩვენი ერის იდენტობის განმსაზღვრელი და თვითმყოფადობის გამოხატულებაა," - წერია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჭიდაობა სპორტის უძველესი სახეობაა, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში. მისი, როგორც სპორტის ეროვნული სახეობის სიძველეზე მეტყველებს ალავერდის ტაძრის კედელზე შესრულებული ჭიდაობის სცენაც. სცენაზე აღბეჭდილი პერსონაჟთა სახეები, სამოსი და მოძრაობის პლასტიკა ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს ქართულ ტრადიციულ საჭიდაო ხელოვნებაზე. მსგავსი შეჯიბრება საქართველოში თან სდევდა რელიგიურ დღესასწაულებს.

     კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იუნესკოსა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის არამატერიალური მემკვიდრეობის განყოფილების უფროსის, მაკა თაქთაქიშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, არამატერიალური ძეგლის სტატუსი 2016 წელს ბაზიერობას და "ზარით დაკრძალვის სვანურ რტუალს მიენიჭა". მისივე თქმით ამ ეტაპზე აღნიშნული სტატუსი 34 ელემენტს გააჩნია.

    "საქართველოს არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი 34 ელემენტს აქვს მინიჭებული. მათ შორის, 2016 წელს ბაზიერობას, ფრინველის, ფრიინველზე ნადირობის ტრადიციას და ზარით დაკრძალვის სვანური რტუალს მიენიჭა.

    "ახლა, დღის წესრიგში დგას ქართული სუფრის ტრადიცია და კულტურა. ამ საკითხზე ვმუშაობთ და ასევე, სამომავლოდ განიხილება, ქართული მინანქრარზე მუშაობის ტრადიციისთვისაც არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსის მინიჭება," - განაცხადა მაკა თაქთაქიშვილმა.

    მისივე თქმით, იმის რომ ობიექტს ძეგლის სტატუსი მიენიჭოს საკმარისია, შესაბამისი ჯფუფის მიერ ინიციატივის განხილვა, რომელსაც შემგომ კომისია განიხილავს და გასცემს რეკომენდაციას.

    "ძეგლის სტატუსის მინიჭებისთვის საკმარისია, შემოვიდეს ინიციატივა ჯგუფისა, რომელსაც სააღრიცხვო ბარათი ექნება გაკეთებული, რის მიხედვით კომისია განიხილავს და შემდგომ სააგენტოს გენერალური დირექტორი მიიღებს გადაწყვეტილებას.

    "ძალიან რთულია იმის თქმა, ჩემ მიერ აღნილშულ ელემენტებს როდის მიენიჭებათ არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი, რადგან ჯერ მსალაა მოსამზადებელი, შემდგომ კი თანხლები პროცედურებია გასავლელი. საბჭოზე, სპეციალისტთა მიერ უნდა მოხდეს საკითხის განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა, ამ ყველაფერს კი დროს ჭირდება," - გვითხრა არამატერიალური მემკვიდრეობის განყოფილების უფროსმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter