სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ტატა შოშიაშვილი
    09.09.2018

     წლეულს პროექტის "საქართველო - ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2018"-ის საპატიო სტუმარი სამოცდაათამდე ქართველი მწერალი და პოეტი გახდება, ხოლო პრემია "საბას" დაჯილდოება 12 ოქტომბერს, ბაზრობის პარალელურად გაიმართება.

    გამომცემელთა ასოციაციის ხელმძღვანელი გვანცა ჯობავა აცხადებს, რომ ამ ბაზრობის ფორმატი გახსნის ცერემონიაზე უმაღლესი პირების დასწრებასაც ითვალისწინებს.

    "ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ოფიციალური გახსნა გაიმართება 9 ოქტომბერს საღამოს და იმავე დღეს დაიწყება საქართველოს ღონისძიებებიც - ეს იქნება ბაზრობის გახსნაც, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის დახურულია-ხოლმე. შემდეგ, მეორე დღეს საქართველოს პავილიონიც გაიხსნება. თვითონ წიგნის ბაზრობა ყველასთვის გაიხსნება 10 ოქტომბერს და გაგრძელდება 14-ის ჩათვლით.

    "საქართველოს სახელით წლევანდელ წიგნების ბაზრობაზე წარსდგება სამოცდაათამდე მწერალი, მათ სიას კულტურის სამინისტრო ადგენდა. მათ შორის:  ბესიკ ხარანაული, აკა მორჩილაძე, დათო ტურაშვილი, არჩილ ქიქოძე, რატი ამაღლობელი, ლია სტურუა, დათო გაბუნია და ბევრი სხვა," - ამბობს ჯობავა.

    მისი თქმით, წიგნების ბაზარს, სავარაუდოდ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი დაესწრება:

    "ზოგადად ამ პროექტს, საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგენას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კურირებს. შესაბამისად, პროექტის ფორმატიდან გამომდინარე, ცნობილია, რომ წიგნის ბარზობის გახსნას უმაღლესი პირები უნდა დაესწრონ."

    მისი თქმით პრემია "საბას" დაჯილდოებაც ფრანკფურტში 12 ოქტომბერს, წიგნების ბაზრობის პარალელურად გაიმართება.

    პრემია "საბას" ნომინანტი ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ ქართულ ლიტერატურას ფრანკფურტის ბაზრობაზე ძალიან დიდი სივრცე აქვს გამოყოფილი, რომელიც საუკეთესოდაა მოწყობილი.

    "რეზონანსთან" საუბრისას ლევან ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ წელს ყველა პირობაა შექმნილი საიმისოდ, რომ საქართველო წიგნების ბაზრობაზე ღირსეულად წარსდგეს:

    "პავილიონი ჯერ არ მინახავს, მაგრამ, როგორც ვიცი, გვაქვს ძალიან დიდი სივრცე, ძალიან კარგადაა ჩვენი მხარე მომზადებული. ბევრი რამაა იმისთვის გაკეთებული, რომ კარგად წარვსდგეთ. უნდა აღინიშნოს, რომ წლევანდელ წიგნების ბაზრობაზე საქართველოს სახელით ძალიან ბევრი ახალი თარგმანი გავა. საკმაოდ რთული პროგრამაა შემუშავებული. ქვეყანას ასეთი შანსი ეძლევა ერთხელ და, სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, როგორც ჩანს, ახლა მეტნაკლებად ვისარგებლებთ.

    "ინტერესი,რომელიც გამოავლინეს გერმანელებმა, ძალიან სერიოზულია და გამოგვადგება. ვფიქრობ, რომ ეს ბაზრობა არის ის შესაძლებლობა, რომლითაც ჩვენ კარგად ვისარგებლებთ. ძალიან სერიოზული კოჰორტაა ჩვენების. ამ ბაზრობაზე წარდგენილი იქნება არამხატვრული ლიტერატურაც," - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved