სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    27.11.2019

     მართლმადიდებელი ეკლესია საშობაო მარხვითა და ლოცვით ემზადება იესო ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის. ეკლესიის ისტორიაში შობის მარხვის შესახებ ცნობები მეოთხე საუკუნიდან მოიპოვება. შობის მარხვა თავდაპირველად მკაცრად განსაზღვრული არ ყოფილა. 

    ტურის მეორე საეკლესიო კრების კანონით, ბერებს დეკემბრის დასაწყისიდან ქრისტეშობამდე უნდა ემარხულათ. პატრიარქ ლუკას მოსაყდრეობის დროს, იმპერატორ მანუელის მმართველობისას, 1166 წელს მოწვეულ კრებაზე დადგინდა, რომ შობის მარხვა 40 დღე უნდა ყოფილიყო. მარხვის დროს, გარდა ოთხშაბათისა და პარასკევისა, ბერებისთვისაც დაშვებული იყო თევზის, ზეთის და ზომიერად ღვინის მიღება.

    ლეონ დიდის სიტყვებით, საშობაო მარხვა არის უფლისადმი გაღებული მსხვერპლი. მარხვა კურნავს სულიერ ჭრილობებს და ცოდვით გახრწნილ სულს, განამტკიცებს გონებას და ღმრთისადმი შიშს. წმინდა სვიმონ თესალონიკელის სიტყვები, შობის მარხვა მოსეს მარხვას განასახიერებს, რომელმაც ორმოცდღიანი მარხვის შემდეგ უფლისგან ქვის ორი ფიქალი მიიღო, რაზედაც ამოტვიფრული იყო უფლის სიტყვები:

    „ორმოცი დღის მარხვის შემდეგ ვიხილავთ და ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამისგან ვღებულობთ ცოცხალ სიტყვას, რომელიც ამჯერად ქვებზე არ არის ამოტვიფრული, ხორცშესხმულია, როგორც ხორციელად შობილი და ვეზიარებით მის ღვთაებრივ სისხლს და ხორცს“.

    მართლმადიდებელ ეკლესიაში შობის მარხვა 27 ნოემბრიდან იწყება და 7 იანვრამდე გრძელდება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×