ია აბულაშვილი
17.12.2019

 პირველმა ქართულმა ინკლუზიურმა თეატრმა, რომელიც თბილისში 2015 წელს დაარსდა, უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. როგორც თეატრის დამფუძნებელი, რეჟისორი და ხელოვნებათმცოდნე ირა კოხრეიძე აღნიშნავს, თეატრის რეპერტუარში ოთხი საავტორი სპექტაკლია: "მოგზაურობა", "ლეგენდა მედიაზე", "სიზმარი ქვეცნობიერ სამყაროაზე"; ხოლო სპექტაკლი "კონტაქტი" ა.წ. ივლისში საფესტივალო გასტროლების ფარგლებში, ჩინეთში, ქალაქ პეკინში ორჯერ გაიმართა.

სპექტაკლი "კონტაქტი" ასევე მიწვეული იყო საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე "საჩუქარი", სადაც დასი წარსდგა ევროპის თეატრალური და თანამედროვე ხელოვნების წამყვანი ვარსკვლავების გვერდით. რამდენიმე დღის უკან კი თელავის მერიის მხარდაჭერით, დასი გასტროლით ეწვია თელავს, დრამატული თეატრის სცენაზე წარმოდგენილი იყო სპექტაკლი "კონტაქტი".

"დასში გაერთიანებულია 25 ადამიანი, რომელთა შორის 15-მდე მსახიობი სპეციალური საჭიროების მქონე პირია (დაუნის სინდრომი, აუტისტური სპექტრი, უსინათლო, თალასემია და აშ). მათი ასაკი 14-დან 30-წლამდეა. ასევე დასში გაწევრიანებული არიან ტიპიური განვითარების მსახიობები და ხელოვანები.

ირა კოხრეიძის ინკლუზიური თეატრის სპექტაკლი "კონტაქტი", დასის ბოლო ნამუშევარია, რომლის პერმიერა 2019 წლის მარტში გაიმართა, რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე. სპექტაკლი ჩინეთის დრამატული ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის პროგრამში მოხვდა, რომელმაც ქართული ინკლუზიური ხელოვნებას პირველი საერთაშორისო აღიარება და წარმატება მოუტანა.

სპექტაკლი მოგვითხრობს გზაზე, რომელსაც სული დაბადებამდე გადის, დადგმაში ნაჩვენებია მთავარი გმირების სხვადასხვა განზომილებაში გადაადგილება, მათი შეხვედრა უცნაურ არსებებთან, რაც დაბადებისთვის მზადების პროცესს ასახავს. გმირები ეძებენ კარს, რომელიც მათ დედამიწასთან დააკავშირებს. ყველაფერი კი სულისგანსხეულებით მთავრდება, და გვახსენებს, რომ ყოველი ადამიანი მნიშვნელოვანი და უნიკალური დანიშნულებით ევლინება მატერიალურ სამყაროს.

"ჩვენი თეატრის მიზანია, ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ შშმ პირთა მონაწილეობით შესაძლებელია მაღალი სტანდარტების თანამედროვე ხელოვნების პროდუქტის შექმნა. ვფიქრობთ, ასეთი მიდგომა ამსხვრევს ბევრ სტერეოტიპს და მოდელს, რაც ინკლუზიაშიც სამწუხაროდ დამკვიდრდა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი მიზანი მართლდება, შედეგად ვიღებთ იმას, რომ დასის წევრებს ფსიქოლოგიურ ფონთან ერთად, უმუშავდებათ პროფესიონალური მიდგომა საქმის მიმართ, რასაც მაღალი ხარისხის თეატრალური პროდუქტი ჰქვია და საბოლოო ჯამში, თეატრალური ხელოვნების ახალ მიმართულებას აყალიბებს ჩვენს ქვეყანაში"- განაცხადა "რეზონანსთან" თეატრის დამფუძნებელმა, ფისქოლოგმა და თეატრის მთავარმა მხატვარმა გიორგი მიქაბერიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×