ია აბულაშვილი
21.12.2019

 თავისი მრავალსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე, ქართველმა ხალხმა ხელოვნების არაერთი უნიკალური ნიმუში შეექმნა.  არქტიექტურის, ფერწერის, ქვაზე კვეთის ძეგლები თავისი მნიშვნელობით დღესაც მსოფლიოს ხელოვნების საგანძურს შედგენს. მათ შორის საპატიო ადგილს იკავებს მოხატული წიგნები, რომლებიც საქართველოს შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ ეკლესია-მონასტრებში იქმნებოდა. სწორედ აქ ხდებოდა ხელნაწერების გადაწერა, მოხატვა, აკინძვა და ბეჭდურ ყრდაში ჩასმა. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი განადგურდა და ოსტატთა ვინაობაც უცნობია, მაგრამ რაც გადარჩა ისიც საკმარისია, რომ წარმოდგენა ვიქონიოთ ჩვენს სამწიგნობრო ხელოვნებაზე.

ამ ხელნაწერებს შორის კი ერთ-ერთი გამორჩეული არის მოქვის ოთხთავი, დაწერილი ოქროზე, რომელიც დღეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული. მე-19 საუკუნეში ეს უნიკალური ძეგლი გელათის მონასტერში ინახებოდა. 1921 წელს საქართველოს ეროვნულ საგანძურთან ერთად ექვთიმე თაყაიშვილის თაოსნობით საფრანგეთში გაიტანეს, საქართველოში კი 1945 წელს დააბრუნეს.

მოქვის ოთხთავი, მოქვის სახარება, შუა საუკუნეების ქართულ სახარებად წოდებული, გადაწერილია 1300 წელს აფხაზეთში, ღვთისმშობლის სახელობის მოქვის ეკლესიაში, დანიელ ეპისკოპოსის დაკვეთით, რომელზედაც გამოხატულია ღვთისმშობელი ყრმით და დანიელ ეპისკოპოსი. ოთხთავი გადაწერა იმ დროს ცნობილმა ხელნაწერის მომხატველმა ეფრემმა.

ოთხთავი შედგება 328 ფურცლისგან და შესრულებულია ნუსხა-ხუცურით, კარგად დამუშავებულ ტყავის ფურცლებზე.

ხელნაწერის დასაწყისი ათი მდიდრულად შემკული კამარაა, ყველა ახალი თავის დასაწყისში გაკეთებულია ასევე მდიდრული თავსამკაული. საზედაო ასოები კი ძირითადად ფრინველთა და ცხოველთა გამოსახულებებისგან შედგება.

როგორც ხელოვნებათმცოდნეები აღნიშნავენ, 152 მინიატურა, რომელიც ამშვენებს მოქვის ოთხთავს, თავისი მრავალფეროვანი ორნამენტებით ეროვნული საგანძურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლად არის მიჩნეული. შინაარსით კი მოქვის სახარების მინიატურები ერთ მთლიან ციკლს ქმნიან, რომელიც იწყება ქრისტეს გენიალოგიით და მთავრდება სულიწმინდისმოფენით და ღვთისმშობლის მიძინებით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×