ია აბულაშვილი
10.01.2020

 "სვეტიცხოვლის კრების ეკლესიის პირდაპირ, არაგვის მდინარის გაღმა, წმინდა ჯვრის ეკლესიის სამხრეთით, ძირს, შორიდან მოსჩანს კლდესა ზედა მცირე ხეობა ფრიად ფურცლოვანი, შუა კედელში გამოქვაბულ არს მცირე ეკლესია, რომელიც ნახევარი ყოფილა არს ნაშენი აწ დარღვეული წმინდა მოციქული ნინოსი. ამ ეკლესიის ძირში კლდიდან გამოდის მცირე წყალი.

ფრიად მშვენიერის გემოსი, რომელსაც უწოდებენ ძუძუს წყაროს. წყარო ესე არს გამოთხოვილი წმინდა ნინოს ცრემლით ოდენ დაემალა ნეტარი ამ ქვეყნის ამაო დიდებას რომელთა დედათა მშობიარობის შემდეგ დაეშრიტების ხოლმე რძე, მოვლენან ამ წყაროსთან, უთევიან მოწიწებით ღამეს იმ ეკლესიის გვერდით და შემდეგ მხურვალისა ლოცვისა წმინდა ნინოს მიეცემის ხოლმე რძე ყრმათათვის" - ასე აღწერდა მე-19 საუკუნის ცნობილი ქართული ეკლესიის ისტორიკოსი და მოამაგე მიხეილ საბინინი წმინდა ნინოს მიერ აღმოჩენილ სასწაულმოქმედ წყაროს, რომელსაც სამკურნალო თვისებები აქვს.

წმინდა ნინოს ეკლესია, "ძუძუს წყაროს" საყდარი, მცხეთის პირდაპირ ჯვრის მთაზე მდებარეობს. ჯვრიდან 150 მეტრზე, სადაც ვიწრო ციცაბო ბილიკი ჩადის ხეების კორომში და ამის გამო მცხეთიდან მისი დანახვა შეუძლებელია. საყდარმა სახელწოდება "ძუძუძს წყარო" მიიღო წყაროდან, რომელიც აქ მოედინება.

გადმოცემის თანახმად, აქ წმინდა ნინო მუხლომოდრეკილი ევედრებოდა უფალს ქართლის მოქცევას. წმინდა ნინო ამ მთის ფერდობზე ღამეეს ათევდა და მისი ლოცვით კლდის ძირას სასწაულმოქმედი წყარო აღმოცენებულა. აქვე იდგა "აკაკის ხე", რომელიც სასწაულებს ახდენდა. იგი მეოთხე საუკუნეში მოუჭრიათ და მისგან დაუმზადებიათ ის ჯვარი, რომელიც თავდაპირველად ჯვრის ტაძრის ადგილას მდგარა. ჯვრის ტაძარში დღესაც შემორჩენილია ამავე ჯვრის რვაწახნაგა კვარცხლბეკი. ხე კურნავდა სხვადასხვა დაავადებებს, მის ძირში მოჩუხჩუხე წაყროსაც იგივე სამკურნალო თვისებები ჰქონდა.

გადმოცემის თანახამად, "ძუძუს წყარო" თავად წმინდა ნინოს მიერ არის ნაკურთხი და შიგ მისი ცრემლებია შერეული. წყარო გემოთი დედის რძეს წააგავს, უმი, აუდუღარი რძის გემო აქვს, ოდნავ ტკბილი და დედის რძესათვის ნოყიერი და ცხიმიანი. გარდა იმისა, რომ წყროს უნიკალური სამკურანალო თვისებები აქვს, იგი უშვილოთა შემწეა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×