სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ია აბულაშვილი
    13.01.2020

     დღეს ლამის მთელი მსოფლიო იკვლევს როდის დადგება "მეორედ მოსვლა". ბიბლიაში და წინასწარმეტყველთა სიტყვებში კი ბევრჯერ არის ნახსენები, რომ ქრისტე დაბრუნდება, როგორც მოსამართლე და განსჯის დედმიწაზე მცხოვრებ ხალხს.

    მათეს სახარებეში ნათქვამია, რომ "როცა მოვა კაცის ძე, იესო ქრისტე ანგელოზებთან ერთად თავის დიდებით, მაშინ ტახტზე დაჯდება, შეიკრიბება მის წინაშე ხალხი და გამოაცალკევებს ადამიანებს ერთმანეთისგან როგორც მწყემსი.

    ეს განსჯა "დიდი განსჯის" დროს მოხდება, რომლის მსგავსიც არ ყოფილა". როდის მოვა ქრისტე "იმ დღესა და საათზე... არავინ იცის", მაგრამ იესო მოვა სულიერი სხეულით და არა ხორციელით.

    ვიდრე, იესო ზეცად ამაღლდებოდა, თავის მოწაფეებს დაჰპირდა, რომ კვლავ დაბრუნდებოდა, ამის მაჩვენებელი იქნებოდა ქვეყნიერებაზე როგორ განვითარდებოდა მოვლენები.

    "ცოტაც და ქვეყნიერება ვეღარ მიხილავს, ერთგული მოციქულები კი მიხილავთ, რადგან მე ვცოცხლობ".

    მეორედ მოსვლის შესახებ აღწერილია ძველ აღთქმაში წინაწარმეტყველ დანიელის წიგნში. იოანეს გამოცხადებაში (აპოკალიფისის) კი აღწერილია მოვლენები, რაც იესო ქრისტეს დედამიწაზე მეორედ მოსვლის ჟამს უნდა მოხდეს.

    კატაკლიზმები და სასწაულები, ციური ცეცხლი, მკვდრების აღდგომა, ანგელოზთა გამოცხადება.

    ბიბლიის მიხედვით, მეორედ მოსვლა მოხდება მას შემდეგ, რაც ადამიანები დაივიწყებენ ჭეშმარიტ ღმერთს, სხვადახვაგვარი ურჯულოებანი მომრავლდებიან. ამას მოჰყვება ანტიქრისტეს მოსვლა დედამიწაზე რომელიც 1290 დღე იბატონებს, "სანამ უფალი იესო შემუსრავს თავის ბაგეთა სულითა თავისი სხივოსანი გამოცხადებით". ის ადამიანები კი ვინც თაყვანი სცეს ანტიქრისტეს სასტიკად დაისჯებიან.

    დანიელ წინაწარმეტყველი იმასაც გვამცნობს, რომ ანტიქრისტე ცეცხლისა და გოგირდის ტბაში იქნება ჩაგდებული. ეს ქვეყანა ერთბაშად არ დასრულდება. ადამიანებს კვლავ მიეცემათ 40 დღე ცოდვების მოსანანიებლად. ამ 40 დღის განმავოლობაში ცაზე დარჩება გაბრწყინებული ჯვარი უფლისა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×