ია აბულაშვილი
17.01.2020

 ჩვენი წინაპრები დიდი კრძალვთი ეკიდებოდნენ ეკლესიის საიდუმლოებებს და მის ტრადიციებს. შვიდ მთავარ საიდუმილოს მოსდევს ძალმოსილი წყლის კურთხევის საიდუმლო, რომელიც სათავეს უძველესი წარსულიდან იღებს. მოციქულთა დადგინებებში წყალკურთხევის წესის დამკვიდრება მიეწერება წმინდა მახარობელ მათეს. არსებობს სხვა ვერსებიც, როდის დამკვირდა წყალკურთხევა, როგორც საეკლესიო წესი.

ბარონიოსის მოწმობით წყალკურთხევა, როგორც საეკლესიო წესი დამკვიდრდა რომის ეპისკოპოსის ალექსანდრეს მიერ, რომელიც იმპერატორ ადრიანეს დროს ეწამა ჭეშმარიტი სარწმუნებისთვის (117-138 წწ). ანტიოქიის პატრიარქი ბალსამონი მე-12 საუკუნეში ტრულის საეკლესიო კრების 65-ე კანონის განმარტებაში მოიხსენიებს წყალკურთხევას როგორც უძველეს ჩვეულებას დამკვიდრებულ ქრისტიანულ ეკლესიაში. სხვა ვერსიით კი წყალკურთხევის დამკვიდრება ქრისტიანულ ეკლესიაში მე-9 საუკუნის კონსტანტინეპოლის პატრიარქს ფოტის უკავშირდება.

წმინდა იოანე ოქროპირის შეგონებით წმინდა ღვთივგაცხადებული ნაკურთხი წყალი მრავალი წლის განმავლობაში უხრწნელი რჩება, არის ახალი, სუფთა და სასამოვნო დასალევი, თითქოს ახალი ამოხაპული იყოს კამკამა წყლიდან. ეს არის საღვთო მადლის მიერ აღსრულებული სასწაული, რომლსაც ცხადად ხედავს თითოეული ჩვენთაგანი. სულხან საბას განმარტებაში, წყალი არის "ერთი ოთხთა კავშირთაგანი, კეთილად დაბადებული ღვთისაგან პირველსა დღესა".

აიაზმა ბერძნული სიტყვაა და საეკლესიო ლიტარატურაში ნიშნავს ნაკურთხ წყალს და წყლის კურთხევის ცერემონიალს. წყალი ძალას კურთხევით იძენს, რომელიც კურნავს ადამიანების სულს და სხეულს, განდევის მისგან ხილული და უხილავი მტრის ბოროტ ზრახვებს. მართლმადიდებულ ეკლესიაში დადგენილია ორი წყალკურთხევა დიდი და მცირე წყალკურთხევა. დიდი აიაზმა აღესრულება მხოლოდ ღვთის განცხადების ნათლისღების დღესაწაულის წინა დღეს და თავად დღესასწაულზე. ამ დროს უბრალო წყალი მღვდლის ლოცვით განიწმინდება და სასწაულ ძალას იძენს. ქართველებს ოდითგანვე დიდი რწმენა ჰქონდათ ნაკურთხი წყლისადმი, რადგან სჯეროდათ, რომ ნალისღებას აღებული წყალი არ იხრწნება; ამ დღეს კი ყველა მდინარეს, ნაკადულს თუ ხევის წყალს ისეთივე მადლი ეძლეოდა, იორდანეს რომ მიეცა მაცხოვრის ნათლისღებას. საეკლესო მოძღვრებით, აიაზა არის უდიდესი სასწაული ღვთისა, რომელიც ყოველდღე უნდა მიიღს ადამიანმა უზმოზე, აკურთხოს თავისი საცხოვრისი, რათა მშიდობამ და სიყვარულმა დაისადგუროს ოჯახებში. ლოცვა და კურთხევით მიიღოს ავადმყოფობისა და ყოველგვარი შეჭირვების დროს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×