ია აბულაშვილი
22.01.2020

საქართველოს ეკლესიის უდიდესი წმინდანი შიო მღვიმელი ერთ-ერთი ასურელი მამათაგანია, რომელის სახელსაც შიო მღვიმის მონასტრის დაარსება და მრავალი სასწაული უკავშირდება.

შიო მღვიმელი დაიბადა ანტიოქიაში. 20 წლის უკვე მოწაფე იყო განთქმული მეუდაბნოის იოანესი. თავის ქონება გლახაკებს დაურიგა, თავად კი ბერად აღიკვეცა. მე-6 საუკუნის შუა წლებში იოანე თავის მოწაფეებთან ერთად საქართველოში მოვიდა. ცხოვრობდნენ ჯერ მცხეთაში, შემდეგ ზედაზნის მთაზე. 4 წლის შემდეგ შიო მღვიმეელმა სარკინეს მთაზე დაარსა შიო მღვიმის მონსტერი. აქ ააგეს პირველი ეკლესია ნათლისმცემლის სახელობის. შიო მღვიმელმა სიცოცხლის უკანასკნელი წლები 12 მეტრის სიღრმის მღვიმეში განმარტოებით გაატარა, აქედან მოდის სახელი "მღვიმელი". ანდერძის თანახმად კი იქვეა დაკრძალული.

თქმულების თანახმად, უდაბნო ადგილას სადაც ბერები დასახლდნენ, სულ 25 ბერი, ნეტარ შიოს შეუნიშნავს, რომ ერთ-ერთ ბერს, რომელსაც წყალი მოჰქონდა, სიარულში ეშმაკმა წააბრძიკა. ბერი შეწუხდა, რადგან დიდი გზიდან მოჰქონდა და ცრემლები წამოუვიდა. ამ დროს ნეტარმა შიომ დაინახა ანგელოზი, რომელიც თითქოს კლდის ძირს თხრიდა. მიხვდა რომ ანგელოზი ღმერთმა გამოუგზავნა და ბერს უფხრა, "ნუ სწუხარ მაგ ცრემლების წილ ღმერთმა წყალი გააჩინა, რათა გაურჯელად ივსებოდეს ძმათა სარწყულიო". ეს თქვა და წყარო წამოჩუხჩუხდა.

ბერები იმაზეც წუხდნენ, რომ ეკლესია არ ჰქონდათ, სადაც კვირას შეიკრიბებოდნენ და ილოცებდნენ. თხოვეს შიოს ღმერთისთვის შეევედრებინა. შიო ადგა და თავის გამოქვაბულის პირდაპირ მდგარ კლდეზე ავიდა, ბერები ლიტანიით გაჰყვნენ. დიდხანს ილოცა და ევედრა ღმერთს ეჩვენებინა ადგილი ტაძრის ასაშენებლად. ლოცვის შემდეგ მას ებოძა ცეცხლი, რომელიც მარცხენა ხელის გულზე დაიდო და ზედ საკმეველი დაასხა. მარჯვენა ხელით ჯვარი გადასახა და ბერებს უთხრა ლოცა გაეგრძელებინათ, თვითონ კი საკმეველს აკმევდა.

საკმევლის კვამლი ჰაერში ავიდა და სვეტივით აღიმართა ცამდე, ვიდრე ცას არ მიეფარა. მერე ისევ ჰაერში გამოჩნდა მიწისკენ მომავალი საკმევლის სვეტი და ერთ ადგილზე გაჩერდა. შიოს ხელისგულზე ნაკვერჩხალი ორ საათზე დიდხან იწოდა, მაგრამ ხელი არ ეწვოდა. შიომ ბარი მოიხოვა სამგზის დასვა იმ ადგილას, რომელსაც საკმევლის სვეტი ადგა და თქვა "დიდება შენ ღმერთო, რომელიც სამპიროვნებითა და ერთარსებით იდიდები, სრულ ჰყავ ტაძარი შენი დიდების!". ცოტა მოშორებით ისევ სამგზის დასცა ბარი მიწას და თქვა "ყოვლადწმინდა ღვთისმშობელო მარიამ, რომელმაც ღვთის სიტყვა ხორციელად შობე, აქ დაამტკიცე შენი სადიდებელი სახლი". იქვე მახლობლად შიომ ჯურღმულის მსგავსი მღვიმე ნახა და ბერებს უთხრა, რომ აქ ზემოთ ნათლისმცემლის ეკლესია უნდა აშენდესო. საკმეველი სამ დღეს განუძრევლად იდგა და ენით უთქმედ სურნელებას გამოსცემდა მესამე დღეს კი გაქრა.

გავიდა ხანი, მონასტერს მხეცები შემოეჩვივნენ და ბერებს სახედრები დაუჭამეს. შიომ ილოცა უფლისადმი, რომ ყველა იქ მობინადრე გარეული ცხოველი ერთად შემოკრებილიყო. დაასრულა თუ არა ლოცვა, მართლაც მოგროვდნენ მხეცები. შიო ადამიანის ენაზე დაელაპარაკა და აუხსნა, რომ უდაბნო პირმეტყველთა მიერ იყო დაკავებული და ამ ადგილს გასცლოდნენ. ერთი მათგანი კი წარსულში ჩადენილი საქციელის ზღვევისთვის დარჩენილიყო და სახედრებისთვის ემწყემსა. მხეცნი მყის მომოიფანტნენ, დარჩა მხოლოდ ერთი მგელი, რომელიც დილას საძოვარზე სახედრებს ყმუილით აცილებდა, საღამოს კი ბერებს მათ დაბრუნებას ისევ ყმუილით ატყობინებდა. ექვსი წელი დაჰყო მგელმა მწყემსობაში და ადამიანივით იკვებობდა პურით და წყლით.

ერთხელაც ერთი სახედარი კლდეზე გადაიჩეხა, ბერმა, რომლის სახედარიც იყო შიოს უთხრა, რომ მგელმა შეჭამაო. მგელი ყმუილით იმართლებად თავს, მერე კვერთზე მოავლო პირი და თავისკენ ეწეოდა. გამომყევიო. შიომ ორი ბერი გააყოლა და ყველამ იხილა კლედზე გადაჩეხილი ვირი. შიომ მგელს უთხრა "მხეცო კმარა არს მსახური ეგე შენი და მადლიერი ვარ შენდა, აწ უკვე თავისუფალი ხარ შენ". წავიდა მგელი, შიომ კი ბერებს უთხრა, ამირეიდან თავისი სახედერებითვის თვიოთნ ემწყესად, რომ უდანაშაულო მხეცი იქნებოდა თუ ადამიანი აღარაფერი დაებრალებინათ.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×