სალომე სარიშვილი
04.04.2015

 დავით ბააზოვის სახელობის ებრაელთა ისტორიის მუზეუმი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ე.წ. ლაილაშის ბიბლიისა და რამდენიმე ებრაული ხელნაწერის გადაცემას სთხოვს. მუზეუმის ხელმღვანელობა ამტკიცებს, რომ ებრაელთა ისტორიული მუზეუმის გაუქმებამდე უნიკალური ხელნაწერები სწორედ მათთან ინახებოდა, ამიტომ ისინი მუზეუმს უნდა დაუბრუნდეს. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი, ისტორიკოსი ბუბა კუდავა კი ფიქრობს, რომ უნიკალური ექსპონატების ცენტრის საცავიდან გატანა უმნიშვნელოვანესი კოლექციის რღვევას გამოიწვევს, რაც დაუშვებლად მიაჩნია.

სალომე სარიშვილი
30.03.2015

 "იუნესკოს" ნომინაციაზე ქართული დამწერლობის წარდგენა ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ვინაიდან ხშირად კარგად ვერ აღვიქვამთ და გვავიწყდება, რომ ქართული დამწერლობის სახით უნიკალური კულტურული ფენომენი და უმდიდრესი კულტურა გაგვაჩნია. გვაქვს პატივი, რომ ის მასალა, რამაც ქართული დამწერლობა ჩვენამდე მოიტანა, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში იყოს დაცული," - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ისტორიკოსი ბუბა კუდავა.

სალომე სარიშვილი
28.03.2015

ომბუდსმენი კულტურის სამინისტროს ონის მუზეუმისთვის ახალი შენობის გადაცემას სთხოვს და აცხადებს, რომ შესაბამისი ინიციატივით სამინისტროს უკვე მიმართა. სახალხო დამცველის განცხადებით, მუზეუმის შენობა ავარიულია, რაც იქ განთავსებული სამუზეუმო ექსპონატების დაზიანების საშიშროებას ქმნის. ამ ფაქტს "რეზონანსთან" საუბრისას ონის მუზეუმის თანამშრომელიც ადასტურებს, თუმცა აღნიშნავს, რომ კულტურის მინისტრმა მათ დახმარების პირობა უკვე მისცა.

სალომე სარიშვილი
27.03.2015

 კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო წელს 5 მნიშვნელოვან ძეგლზე კვლევით და სარეაბილიტაციო სამუშოებს განახორციელებს: ვარძია, მუცო, ნოქალაქევი, გრაკლიანი და ზემო სვანეთის სოფელი ჩაჟაში, სადაც სარეალიბიტაციო სამუშაოების მე-2 ეტაპი დაიწყება.

სალომე სარიშვილი
25.03.2015

 კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და მთავრობის გადაწყვეტილებით, ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურას ეროვნული ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ესაა: ასომთავრული, ნუსხური და მხედრული, რომელთა მთავარი ღირებულებაა მისი უწყვეტი თანაარსებობაა.

ია აბულაშვილი
16.03.2015

1959 წლის 17 მარტს ვაკის სამკურნალო კომბინატის (ყოფილი ლეჩკომბინატი) მეოთხე სართულიდან მამაკაცი გადმოხტა და მიწაზე დაცემის შემდეგ იქვე გარდაიცვალა. ექიმებმა სიკვდილის მიზეზად ტრავმული შოკი დაასახელეს. ხალათის ჯიბეში პაპიროსი "რეკორდი", სამი ასანთის კოლოფი, უბის წიგნაკი და ფანქარი უპოვეს. მამაკაცი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, გალაკტიონ ტაბიძე იყო.

ლელა ოჩიაური
16.03.2015

ვინ ვარ და ვინ მინდა, რომ ვიყო; შემიძლია თუ არა, ვიყო ის, ვინც მინდა ან ის, როგორადაც ვგრძნობ თავს; ვის შეუძლია, გააკეთოს ის, რაც უნდა ან ვის აქვს უფლება, დაარღვიოს ადამიანის თავისუფლების ზღვარი, რომლისთვისაც შინაგანი თავისუფლება ცხოვრების წესად უნდა იქცეს?

სალომე სარიშვილი
09.03.2015

"ვფიქრობ, ქართულ კინოში მოდის თაობა, რომელმაც საკუთარი თავი ძალიან საინტერესოდ წარმოგვიდგინა. მაგალითად, გიორგი ოვაშვილი, ზაზა ურუშაძე და ა.შ. ესაა თაობა, რომლებმაც თავიანთი სადებიუტო ფილმები საკმაოდ წარმატებულად გადაიღეს," - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი და დასძენს, რომ ქართულ კინოს უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ კინოს განვითარებისთვის ხელისუფლების მხრიდან მაქსიმალური დაინტერესება უნდა იყოს, რასაც ამ ეტაპზე ვერ ხედავს.

ლელა ოჩიაური
04.03.2015

ქართველი ებრაელების, საქართველოში ებრაელების ჩამოსახლების, ცხოვრების, წარსულისა და აწმყოს, მათი ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების, საქართველოსგან განუყოფლობისა და მისი ნოსტალგიის შესახებ თითქოს ბევრია ცნობილი და თითქოს არცაა. არც ქართული ლიტერატურაა ამ მხრივ უხვი და პროცესების აქტიური თანმხლები, მაშინ, როდესაც ქართულ-ებრაული ურთიერთობის ისტორია 26 საუკუნეა გრძელდება და ჩვენი ყოფის განუყრელი ნაწილია.

ლელა ოჩიაური
26.02.2015

ლია გაბუჩია რამდენიმე წლის განმავლობაში "რეზონანსის" საკვირაო ლიტერატურული დამატების "გალაკტიონი" ერთ-ერთი პირველი, მუდმივი და სასურველი ავტორი იყო. ახლახან კი გამოვიდა პოეტის წიგნი "გურმეჭვიას ცრემლები", რომელშიც თავმოყრილია სხვადასხვა წლებსა და თემაზე, სხვადასხვა განწყობითა და ვითარებაში დაწერილი ლირიკული ლექსები.

სალომე სარიშვილი
24.02.2015

ლოს-ანჯელესში ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს, "ოსკარის" რიგით 87-ე ცერემონიას ქართველი კინომოყვარულები თვალყურს კინოთეატრ "ამირანიდან" ადევნებდნენ. წელს ეს ცერემონია მთელი საქართველოსთვის განსაკუთრებულად საინტერესო იყო, ვინაიდან კატეგორიაში - უცხოენოვანი ფილმი ქართველი კინორეჟისორის, ზაზა ურუშაძის "მანდარინები" იყო ნომინირებული. სამწუხაროდ, ფილმმა ჯილდო ვერ მოიპოვა - წელს ის პოლონელი რეჟისორის ნამუშევარ "იდას" ხვდა წილად.

თეა ბეჟიტაშვილი
14.02.2015

გავლენიანი და პოპულარული ვებ-გვერდის შქვი-ის გამოკითხვის მიხედვით, ოსკარის ნომინანტ საუკეთესო უცხოენოვან ფილმებში "მანდარინები" ლიდერობს. ვებ-გვერდზე ხმის მიცემა ყველა დარეგისტრირებულ მომხმარებელს შეუძლია.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×