სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მამუკა ნაცვალაძე
    16.08.2014

    ქობულეთში დასრულდა ფესტივალი "იპოვე შენი ვარსკვლავი", სადაც მონაწილეობა მიიღო ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის თბილისის ყ|ყ ხელოვნების სკოლის ახალგაზრდულმა ბენდმა "ცხრამეტი", დირიჟორ სერგო ტყაბლაძის ხელმძღვანელობით. ფესტივალი დასრულდა გალა კონცერტით, რომლის დახურვის პატივი, ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, სწორედ ბენდ "ცხრამეტს" ერგო.

    მამუკა ნაცვალაძე
    15.08.2014

    ქართულმა საზოგადოებამ შესანიშნავი საჩუქარი მიიღო - გამოიცა დიდი ქართველი კომპოზიტორის, მერი დავითაშვილის საბავშვო სიმღერების კრებული. ეს გახლავთ საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის პროექტი მიძღვნილი მერი დავითაშვილის 90 წლისთავისადმი.

    სალომე სარიშვილი
    04.08.2014

    რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძისა და მისი რამდენიმე მეგობრის ინიციატივით შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანზე" ფილმ-მიუზიკლს იღებენ. მოცეკვავეები და მსახიობების ნაწილი უკვე შერჩეულია, გადაღებულია რამდენიმე მუსიკალური სცენაც, რომლის პრეზენტაციაც მედიისა და საზოგადოებისთვის დღეს იგეგმება. თუმცა, როგორც რეჟისორი "მთელ კვირასთან" საუბრისას აღნიშნავს, ამ ეტაპზე მისი მთავარი მიზანი შესაბამისი სპონსორის მოძებნაა, რომელიც მიუზიკლით დაინტერესდება.

    ლელა ოჩიაური
    04.08.2014

    ძალადობა თანამედროვე სამყაროში - ძალადობა ოჯახებში - ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და მასშტაბური პრობლემაა, რომლის წინააღმდეგაც სახელმწიფომ, თითოეულმა ადამიანმა თუ ორგანიზაციამ, ნებისმიერმა საზოგადოებამ, მისმა თითოეულმა წევრმა ინდივიდუალურად თუ ერთობლივი ძალით უნდა იბრძოლოს. და ეს არაა პათეტიკა, რადგან ფაქტები, კვლევები მოვლენის კატასტროფულ სურათს ქმნიან.

    მოსაზრება
    04.08.2014

    ბელა ჩეკურიშვილი

    სპეციალურად "მთელი კვირისთვის" ფრანკფურტიდან

    ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის წარმომადგენელი ტობიას ფოსი ფრანკფურტის ლიტერატურული სალონის წევრებს შეხვდა. ფრანკფურტის ლიტერატურული სალონი "ევტერპე" 5 წლის წინ დააარსა ქალბატონმა მანანა თანდაშვილმა - ქართული ლიტერატურის გერმანულენოვან სამყაროში პოპულარიზაციის მიზნით. 60-ზე მეტი ლიტერატურული საღამო, 4 გერმანულად გამოცემული წიგნი და 12 ახალი პროექტი - ასეთია სალონის აქტივობის შედეგები.

    სალომე სარიშვილი
    08.07.2014

    გალერეა "დალიში" მხატვარ მერაბ კაკაბაძის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. მხატვრისთვის ეს რიგით მეორე პერსონალური გამოფენა იყო, სადაც დამთვალიერებელს მისი 18 ნამუშევრის შეფასების საშუალება ჰქონდა, თუმცა როგორც კაკაბაძემ "რეზონანსს" უთხრა, გამოფენილი ნამუშევრები მისი შემოქმედების ძალიან მწირი ნაწილი იყო.

    მამუკა ნაცვალაძე
    09.06.2014

    საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითმა კავშირმა, ქალაქ თბილისის მერიამ, ქალაქ თბილისის მერიის მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის სახელობის ხელოვნების მეექვსე სკოლამ და ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურმა სახლ-მუზეუმმა ერთობლივად გამოსცეს ქართული საფორტეპიანო მუსიკის კრებულის პირველი სამი ტომი.

    მამუკა ნაცვალაძე
    31.05.2014

    ხვალ, 1 ივნისს, 17:00 საათზე, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, კომპოზიტორ მერი დავითაშვილის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტით გაიხსნება საბავშვო და მოზარდთა მუსიკის 43-ე კვირეული. ეს გახლავთ პირველი კვირეული, რომელიც ქართული მუსიკის დედოფლის, მერი დავითაშვილის გარეშე ტარდება. კვირეული 8 ივნისამდე გასტანს, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მოსწავლეები სხვადასხვა ქალაქებიდან და რეგიონებიდან.

    სალომე სარიშვილი
    22.05.2014

    "თიბისი არტ გალერეაში" გამოჩენილი ფოტოგრაფისა და ალპინისტის გურამ თიკანაძის ფოტოგამოფენა გრძელდება. ხელოვანის 1500-ამდე ნამუშევარი 50-ანი წლების ეპოქას ასახავს და ძირითადად რეპორტაჟული ხასიათისაა. როგორც გამოფენის ორგანიზატორი და გალერეის დირექტორი ქეთევან კორძახია "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, გამოფენის მიზანი ახალგაზრდა თაობისთვის თიკანაძის ტალანტის ჩვენება და შემდეგ საერთაშორისო ასპარეზზე გატანაა.

    ლელა ოჩიაური
    09.05.2014

    საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და სრულიად საქართველოს თეატრალური საზოგადოებისთვის მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ მზადდება პროექტი "კანონში პროფესიული თეატრების შესახებ" ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც რამდენიმე არსებით ცვლილებას ითვალისწინებს და რაც სამინისტროსა და თეატრალური ხელოვნების პროფესიონალებისთვის (უმცირეს გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით) მიუღებელი აღმოჩნდა.

    სალომე სარიშვილი
    28.04.2014

    კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრსა და რეჟისორებს შორის დაპირისპირება კვლავ გრძელდება. კინორეჟისორი ლევან ანჯაფარიძე და მისი მხარდამჭერები ცენტრის ხელმძღვანელ ნანა ჯანელიძეს ბრალს ფულის გათეთრებასა და კონკურსების დარღვევით ჩატარებაში სდებენ. ამასთან, რეჟისორები კულტურის სამინისტროსგან მის დაუყოვნებლივ მოხსნასა და ცენტრში არსებულ დარღვევებზე სათანადო რეაგირებას ითხოვენ. თუმცა, ჯანელიძე აცხადებს, რომ კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ყოველგვარი დარღვევების გარეშე მუშაობს, ამიტომ ის არსად წასვლას არ აპირებს.

    მოსაზრება
    22.03.2014

    დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მოსწავლეთა საერთაშორისო ასპარეზზე გამარჯვებების სერია კვლავ გრძელდება. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია 2013 წლის მსოფლიო ოლიმპიადა ინფორმატიკაში, სადაც გიორგი გულიაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა და ასევე ჟაუტიკოვის სახელობის საკმაოდ მაღალი რეიტინგის მქონე საერთაშორისო ოლიმპიადა, რომელიც ყაზახეთის ქალაქ ალმათიში ტარდება ყოველწლიურად. აქ იმავე გიორგი გულიაშვილმა ინფორმატიკაში ოქროს მედალი, ხოლო 2014 წელს გიორგი სხირტლაძემ და ნუგზარ ჩხაიძემ, შესაბამისად, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.


    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×