მამუკა ნაცვალაძე
09.06.2014

საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითმა კავშირმა, ქალაქ თბილისის მერიამ, ქალაქ თბილისის მერიის მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის სახელობის ხელოვნების მეექვსე სკოლამ და ზაქარია ფალიაშვილის მემორიალურმა სახლ-მუზეუმმა ერთობლივად გამოსცეს ქართული საფორტეპიანო მუსიკის კრებულის პირველი სამი ტომი.

მამუკა ნაცვალაძე
31.05.2014

ხვალ, 1 ივნისს, 17:00 საათზე, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, კომპოზიტორ მერი დავითაშვილის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი კონცერტით გაიხსნება საბავშვო და მოზარდთა მუსიკის 43-ე კვირეული. ეს გახლავთ პირველი კვირეული, რომელიც ქართული მუსიკის დედოფლის, მერი დავითაშვილის გარეშე ტარდება. კვირეული 8 ივნისამდე გასტანს, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მოსწავლეები სხვადასხვა ქალაქებიდან და რეგიონებიდან.

სალომე სარიშვილი
22.05.2014

"თიბისი არტ გალერეაში" გამოჩენილი ფოტოგრაფისა და ალპინისტის გურამ თიკანაძის ფოტოგამოფენა გრძელდება. ხელოვანის 1500-ამდე ნამუშევარი 50-ანი წლების ეპოქას ასახავს და ძირითადად რეპორტაჟული ხასიათისაა. როგორც გამოფენის ორგანიზატორი და გალერეის დირექტორი ქეთევან კორძახია "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, გამოფენის მიზანი ახალგაზრდა თაობისთვის თიკანაძის ტალანტის ჩვენება და შემდეგ საერთაშორისო ასპარეზზე გატანაა.

ლელა ოჩიაური
09.05.2014

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და სრულიად საქართველოს თეატრალური საზოგადოებისთვის მოულოდნელად ცნობილი გახდა, რომ მზადდება პროექტი "კანონში პროფესიული თეატრების შესახებ" ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც რამდენიმე არსებით ცვლილებას ითვალისწინებს და რაც სამინისტროსა და თეატრალური ხელოვნების პროფესიონალებისთვის (უმცირეს გამონაკლისს თუ არ ჩავთვლით) მიუღებელი აღმოჩნდა.

სალომე სარიშვილი
28.04.2014

კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრსა და რეჟისორებს შორის დაპირისპირება კვლავ გრძელდება. კინორეჟისორი ლევან ანჯაფარიძე და მისი მხარდამჭერები ცენტრის ხელმძღვანელ ნანა ჯანელიძეს ბრალს ფულის გათეთრებასა და კონკურსების დარღვევით ჩატარებაში სდებენ. ამასთან, რეჟისორები კულტურის სამინისტროსგან მის დაუყოვნებლივ მოხსნასა და ცენტრში არსებულ დარღვევებზე სათანადო რეაგირებას ითხოვენ. თუმცა, ჯანელიძე აცხადებს, რომ კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ყოველგვარი დარღვევების გარეშე მუშაობს, ამიტომ ის არსად წასვლას არ აპირებს.

მოსაზრება
22.03.2014

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მოსწავლეთა საერთაშორისო ასპარეზზე გამარჯვებების სერია კვლავ გრძელდება. მათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია 2013 წლის მსოფლიო ოლიმპიადა ინფორმატიკაში, სადაც გიორგი გულიაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა და ასევე ჟაუტიკოვის სახელობის საკმაოდ მაღალი რეიტინგის მქონე საერთაშორისო ოლიმპიადა, რომელიც ყაზახეთის ქალაქ ალმათიში ტარდება ყოველწლიურად. აქ იმავე გიორგი გულიაშვილმა ინფორმატიკაში ოქროს მედალი, ხოლო 2014 წელს გიორგი სხირტლაძემ და ნუგზარ ჩხაიძემ, შესაბამისად, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

რუსიკო მაჩაიძე
12.03.2014

ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმე ჯერ კიდევ არ არის დახურული და პროკურატურა ამ საქმეს ისევ სწავლობს. ამის შესახებ იმ წიგნის პრეზენტაციაზე ისაუბრეს, რომელიც ზვიად გამსახურდიას საქმეს ეძღვნება.

მამუკა ნაცვალაძე
20.02.2014

13 მარტს 90 წლის უნდა გამხდარიყო, საშინლად არ უყვარდა იუბილეები, ჩრდილში ყოფნა ერჩივნა, არადა როგორ გინდა იყო ჩრდილში, როცა ღმერთმა ისეთი ნიჭი დაგანათლა, გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან მოყოლებული ქართველთა ყველა თაობა შენს მუსიკაზე რომ იზრდება?!

მამუკა ნაცვალაძე
17.02.2014

ბოლნისის მუნიციპალურმა თეატრმა მორიგი პრემიერა შესთავაზა მაყურებელს. რეჟისორმა ზურაბ ხვედელიძემ დადგა ალექს ჩიღვინაძის პიესა "სიკვდილის დღის საჩუქარი". სპექტაკლის მხატვარია პაატა მძინარიშვილი, მუსიკალურად გააფორმა გუგა ხვედელიძემ.

ლელა ოჩიაური
30.01.2014

დღეს, 30 იანვარს, ერთი წელი სრულდება დიდი მაესტრო ნოდარ ანდღულაძის გარდაცვალებიდან. "რეზონანსი" ესაუბრა ნოდარ ანდღულაძის უმცროს და უახლოეს მეგობარსა და მისი ფონდის დირექტორს, გური ზაქარეიშვილს.

მოსაზრება
23.01.2014

ზურაბ ოიკაშვილი

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი გიწვევთ პრემიერაზე. 31 იანვარსა და 2 თებერვალს 19 საათზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში, საკონცერტო ვერსიით, შესრულდება ჯუზეპე ვერდის ოპერა "ბედის ძალა", რაც ამ ოპერის სრული ვერსიის პრაქტიკულად პირველი საჯარო შესრულებაა საქართველოში.

მოსაზრება
28.12.2013

ია კუხალაშვილი

გვარიანი სუსხითა და ყინვით გამოირჩევა წლევანდელი ზამთარი იმერეთში. მიუხედავად ბუნების სიმკაცრისა, სავსე იყო იმ დღეს ოტია იოსელიანის ულამაზესი კარ-მიდამო. მწერლის დიდ დარბაზში უამრავ დიდ-პატარა ნივთს ჯერ კიდევ მისი ხელის კვალი ატყვია, აქ ყოველი კუთხე-კუნჭული ჯერ კიდევ მწერლის სუნთქვითა და მისი განუყრელი ჩიბუხის ბოლითაა გაპოხილ-გაჯერებული.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×