სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    გვანცა ღვედაშვილი
    14.09.2015

     ამერიკის კინოაკადემიის მთავარ ჯილდოზე საქართველოდან რეჟისორ ლევან თუთბერიძის ფილმი "მოირა" წარდგება. ამის შესახებ გადაწყვეტილება კინოთეატრ "ამირანში" სპეციალურად შექმნილმა კომისიამ გამოაცხადა.

    ნინო ქეთელაური
    11.09.2015

     გრაკლიანის გორაზე მიმდინარე სამუშაოები დროებით შეჩერებულია. როგორც არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელმა, თსუ-ის არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ვახტანგ ლიჩელმა "რეზონანსთან" საუბარში განაცხადა, გათხრები მალე განახლდება.

    სალომე სარიშვილი
    31.08.2015

     კინორეჟისორი ოთარ იოსელიანი ფიქრობს, რომ კინოსტუდია "ქართული ფილმის" აღორძინებისათვის სახელმწიფოს მხრიდან სერიოზული ფინანსური დახმარება აუცილებელია. მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია კინოსტუდიის სათავეში პროფესიონალი ხელოვანი იდგეს, ასეთად კი ის კინორეჟისორ გიორგი შენგელაიას მიიჩნევს და ფიქრობს, რომ საამისოდ მას ყველა აუცილებელი თვისება და უნარი გააჩნია.

    სალომე სარიშვილი
    22.08.2015

     გრაკლიანის გორაზე არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ახალ აღმოჩენებს მიაკვლია. არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, პროფესორ ვახტანგ ლიჩელის თქმით, კვლევითი სამუშაოების დროს ობიექტზე ძვ.წ აღ ქ|| საუკუნის ტაძარი, ორი საკურთხეველი და საკურთხევლის ნაწილზე დღემდე უცნობი დამწერლობის ნიმუში აღმოჩნდა, რომელიც არქეოლოგის აზრით, დამწერლობის გამოყენების 2700 წლის ისტორიას ცხადყოფს. ლიჩელი ამბობს, რომ კვლევითი სამუშაოები კიდევ ერთ თვეს გაგრძელდება. იგი არ გამორიცხავს, რომ ძეგლმა შესაძლოა სიახლეები კიდევ გვაჩვენოს.

    სალომე სარიშვილი
    14.08.2015

    კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ფრანგულ მხარესთან ერთად ერთობლივი პროდუქტის - ანიმაციური ფილმის გადაღებაზე იწყებს მუშაობას. კინოცენტრის დირექტორის, ნანა ჯანელიძის განცხადებით, წლების შემდგომ ეს იქნება პირველი ანიმაციური ფილმი, რომელსაც საზოგადოება სავარაუდოდ მომდევნო წლის ბოლოს იხილავს. როგორც ჯანელიძემ "რეზონანსს" უთხრა, ახალგაზრდა ანიმატორის, ანა ჩუბინიძის მოკლემეტრაჟიანი ფილმის სცენარზე - "ჯიბის კაცი" - არჩევანი "ფოლიმაჟმა" (ფრანგული ანიმაციური სტუდია) შეაჩერა.

    ლელა ოჩიაური
    12.08.2015

     ქართულ თეატრში შექსპირის ეპოქა გრძელება. 2014-2015 წლების სეზონში საქართველოში ძველ და ბოლოდროინდელ დადგმებს შეემატა - რობერტ სტურუას "იულიუს კეისარი", ირაკლი გოგიას "რომეო და ჯულიეტა", ოთარ ეგაძის "ჭირვეულის მორჯულება" და ასევე - "ჭირვეულის მორჯულება" ბრიტანელ ჰილარი ვუდის რეჟისორობით.

    ია აბულაშვილი
    06.08.2015

     ალბათ ყველა ადამიანს აქვს საოცნებო ქალაქი, ასეთ ქალაქს მიეკუთვნება რომი, სადაც ყველაზე თბილი მზე, ყველაზე მხიარული ხალხი, ყველაზე ტკბილი ცხოვრებაა, ყოველ შემთხვევაში, ასე თვლიან იტალიელები და მსოფლიოც მათ ეთანხმება.

    სალომე სარიშვილი
    05.08.2015

      სპეციალურად "რეზონანსისთვის" ანაკლიიდან

    31 ივლისს ანაკლიაში ქართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალი "ჯემ ფესტი" გრანდიოზული სანახაობით გაიხსნა. ფესტივალის პირველი დღე მსოფლიოში ცნობილმა და ტრანსის ჟანრში აღიარებულმა ჰოლანდიელმა დიჯეიმ არმინ ვან ბიურენმა ახალი ტრეკებითა და მრავალფეროვანი შოუს ელემენტებით მთავარ სცენაზე გახსნა.

    ანა დანელია
    05.08.2015

    აბაშაში ასოციაცია "სინერამას", აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს ინიციატივით ჩატარდა საზაფხულო საყმაწვილო კინოსკოლა, რომელშიც მონაწილეობდა ადგილობრივი საჯარო სკოლების 29 მოსწავლე.

    ლელა ოჩიაური
    23.07.2015

     თითქოს მართლა "არაფერზეც არ არის ეს ამბავი, თუმცა შეიძლება იმ ფუტკრებზეა, დაუკითხავად რომ გადადიან სხვის ეზოში. ან იმაზე, სკოლაში წასვლის წინ თმას რომ ჩამოიწნავ და გაიფიქრებ, რომ მამაშენი უკვე მთელი ცხოვრებაა, იმ ერთ გაზეთს კითხულობს"...

    სალომე სარიშვილი
    20.07.2015

     ანაკლიაში ქართული ელექტრონული მუსიკის ფესტივალისთვის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე აქტიურ ფაზაშია შესული. შავი ზღვის სანაპირო წელს მსოფლოში ცნობილ დიჯეებსა და არტისტებს უმასპინძლებს.

    სალომე სარიშვილი
    17.07.2015

     კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და დაფინანსებით, 1950 წლის შემდეგ პირველად, ეროვნული მნიშნელობის არქეოლოგიური ძეგლის - პიტიახშ-ერისთავთა კომპლექსის არქეოლოგიური კვლევა და გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved